7 ყველაზე პერსპექტიული საქონელი ინტერნეტით ვაჭრობისთვის

7 ყველაზე პერსპექტიული საქონელი ინტერნეტით ვაჭრობისთვის

ელექტრონულმა სავაჭრო სისტემა Bigcommerce-მა გააანალიზა გასული წლის მონაცემები თავისი 50 000 კლიენტის მიხედვით და დაასახელა 7 ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ე.წ. e-commerce-თვის. მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც მოხდა რეიტინგის შედგენა, იყო მაღაზიების რაოდენობის ზრდა, საშუალო ჩეკი და საშუალო შემოსავალი თითოეულ მაღაზიაზე.

1. ავტომობილები და ავტონაწილები
ავტომობილებით და განსაკუთრებით სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა, მათი მონაცემებით, ინტერნეტში სრულად გადასვლაა, რამდენადაც ამერიკელი ავტო-დილერების 70% ამტკიცებს, რომ გარიგებების უმეტესობას პირდაპირ ონლაინში დებენ, ფაქტიურად ყველაფერს ონლაინ აკეთებენ, გადახდების და მიწოდების გარდა. ამ კატეგორიაში ხვდება იმ კომპანიების 45%, რომლებიც ავტონაწილებს მანქანის მფლობელზე ყიდიან და (b2c) და იმ კომპანიების 25%, ვინც ავტონაწილებს აწვდის ავტოსალონებს, სახელოსნოებს და მაღაზიებს (b2b). დილერების ნახევარზე მეტს აქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც დაკავებულია ინტერნეტ გაყიდვებით. თუმცა, ინტერნეტ-მაღაზიები, რომლებიც საქონლის ამ კატეგორიით ვაჭრობენ, შემოსავლის გაცილებით ნაკლები ზრდით, მხოლოდ 22%-ით თუ მოიწონებენ თავს.

2. საიუველირო ნაწარმი
ძვირფასეულობითა და ბიჟუტერიით მოვაჭრე ინტერნეტ გიგანტების უმრავლესობა ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ გაჩნდა. მაგალითად, წელს თავის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს მონრელური კომპანია Ice.com. ეს ბაზარი იზრდება არამარტო დასავლეთის ქვეყნებში. ინტერნეტ სავაჭრო-სისტემაში საიუველირო ნაწარმით მოვაჭრე სფეროში ინვესტიციის მოცულობით, ინდოეთი და ჩინეთი ემზადება დაეწიონ აშშ-ს. ამ ქვეყნებში შეიმჩნევა საინტერესო მარკეტინგული სპეციფიკა. მაგალითად, ინდოეთში არის საიუველირო ნაწარმის ონლაინ-მაღაზიები, რომლებმაც უკვე შეძლეს ბაზარზე გამყარება, მაგრამ სურთ ასობით ათასი ახალი კლიენტის მოზიდვა, რისთვისაც ისინი ხსნიან ე.წ. Offline მაღაზიებს და დახლებს იმისათვის, რომ კლიენტმა მიიღოს ინფორმაცია მათ შესახებ. სამკაულების ინდოეთში ყიდვა მოსახერხებელია გადასახადების მხირვ და მიწოდების მხრივ, თუმცა ინტერნეტ-დაფარვა ქვეყნის მასშტაბით მაღალი არ არის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ინფორმაცია ამა თუ იმ ონლაინ-მაღაზიასთან დაკავშირებით ფაქტიურად ხელმიუწვდომელია.

3. სათამაშოები და თამაშები
პროგნოზის თანახმად, 2016 წლისთვის, იმ მაღაზიების შემოსავალი, რომლებიც ონლაინში სათამაშოებით, თამაშებით და ჰობისთან დაკავშირებული საქონლით ვაჭრობენ, მიაღწევს 20,6 მლრდ. აშშ დოლარს. მათთვის დიდი პლიუსია საქონლის უმრავლესობის მცირე გაბარიტები, რაც მიწოდებას მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. გარდა ამისა, საქონლის მრავალი კატეგორია ეხლა მოდაში შემოდის. მაგალითად: ე.წ. “Hand Made” (ხელნაკეთი). „საქმე იმაშია, რომ ხელნაკეთი აპრიორი გულისხმობს უნიკალურს: მე მაქვს ის, რაც სხვას ვერ ექნება და ასეთი ნივთების მოყვარულები, ჩვენი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ სულ უფრო მეტი ხდება. ჩვენს საქმეში მთავარია დავიჭიროთ დამოკიდებულება „ფასი-შრომითი ხარჯი“ და ამასთან არ დავკარგოთ ხარისხი. არავინ არ გადაიხდის ფულს ძლივს გაკეთებულ ნივთში “ – აცხადებს ერთ-ერთი რუსული სახელოსნოს „Домик в коробке“-ს მფლობელი ანასტასია ტომსკაია. მისი განმარტებით, კლიენტები, ვინც მათ საქონელს იძენს, არიან მაღალშემოსავლიანები, რადგან სახლები იაფი არ ღირს და მათი საქონელი არ არის პირველადი მოხმარების. ასევე ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ კატეგორიას, ვინც ბევრს ფიქრობს, კითხულობს და ოცნებობს. ტომსკაია აღნიშნავს, რომ მათი კლიენტები წარმოადგენენ შემოქმედებით ინტელიგენციას და ე.წ. „თეთრ საყელოს“: ფსიქოლოგები, პროდუსერები, გამოფენების კურატორები, მსხვილი ბიზნესმენები“.

4. შინაური ცხოველები და მათი აქსესუარები
ზაზუნების დაკვეთა ახლა უფრო მოსახერხებელია ინტერნეტის საშუალებით – შინაური ცხოველების ონლაინ-გაყიდვების ბუმი შეინიშნება არამარტო აშშ-ში, ასევე ჩინეთში და ეს მაშინ, როცა აშშ-გან განსხვავებით, სადაც სახლების 70%-ში ცხოვრობს შინაური ცხოველი, ჩინეთში მხოლოდ 10%-ს ჰყავს ძაღლი, კატა ან თევზი. მაგალითად მექსიკაში, სადაც ონლაინ-ვაჭრობა ძალიან სუსტად არის განვითარებული, ე.წ. სტარტაფმა – Petsy.mx, რომლის მისიაც არის ქვეყანაში პირველი, შინაური ცხოველებისთვის საჭირო საქონლით მოვაჭრე ცივილიზებული ინტერნეტ-მაღაზიის შექმნა, შეძლო ნახევარი წლის მანძილზე 1 მლნ აშშ დოლარის მოგროვება.

5. კომპიუტერები და კომპიუტერული პროგრამები
კომპანია Gartner-ის შეფასების მიხედვით, პროგრამული პროდუქტით მოვაჭრე ონლაინ ბაზრის შემოსავალმა 2013 წელს მიაღწია 3 მილიარდ აშშ დოლარიან ბრუნვას. თუმცა ეს ზღვაში წვეთია: კომპანიის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ინტერნეტის საშუალებით ე.წ. Cloud გადაწყვეტილებების, სამომხმარებლო სერვისების და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამების გაყიდვაზე მოთხოვნა 10-ჯერ მაღალია. ამ ბაზარზე ბევრი თავისუფალი ნიშაა, მაგრამ იმათშიც კი, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, შეთავაზება მოთხოვნასთან გაცილებით დაბალია. ამ სფეროში ზრდის სამი ძირითადი ფაქტორია: მობილური პლატფორმების დანერგვა, გლობალიზაცია და აპლიკაციების სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის ონლაინ გაყიდვებისას სერვისების ადაპტაცია ახალი ქვეყნების იურიდიულ და ლოკალურ თავისებურებებთან, სადაც ელექტრონული სავაჭრო სივრცეები ახლად ინერგება.

6. ელექტრონიკა
გაჯეტები – ეს ის პროდუქტია, რომელიც წლების მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს „პირველობის პალმას“ იმ პროდუქტებს შორის, რომლებსაც ადამიანები ონლაინში ყიდულობენ. Walker Sands-ის გამოკვლევის თანახმად, მყიდველთა 69% ინტერნეტით ყიდულობს ტელეფონს, პლანშეტს, ელექტრონულ საათებს და ა.შ. „რუსეთში ელექტრონულ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც ტექნიკას ყიდიან, დიდი პერსპექტივა აქვთ, თუმცა ჯერ ყველამ ვერ შეაფასა ამ ახალი ინსტრუმენტის შესაძლებლობები“ – აცხადებს საოფისე აღჭურვილობის მიმწოდებელი კომპანია „Скэн“-ის განვითარების დირექტორი ვიქტორ პოდვალნი.

7. საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო საქონელი
ამერიკელებისთვის საქორწინო ცერემონია ძველი და პატივსაცემი ინდუსტრიაა. ეს რუსეთშია შესაძლებელი „სტუდენტური ქორწილის“ გადახდა და მხოლოდ უახლოესი მეგობრების მოწვევა. აი აქ, ასეთი რამე არ გაგივათ: ქორწილი ამერიკელ წყვილს უჯდება საშუალოდ 28 427 აშშ დოლარი, მთლიანობაში მოსახლეობა ქორწილებისთვის ხარჯავს წელიწადში 70 მლრდ აშშ დოლარს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ზემოთხსენებულ საქონელზე დახარჯული თანხები, მაგალითად ცხოველებისთვის და ჰიგიენისთვის განკუთვნილ საქონელზე ერთად აღებული. სულ ცოტახნის წინ, ეს ფერო იყო საკმაოდ კონსერვატიული, რომელი პატარძალი აარჩევდა ჯვრისწერისთვის კაბას ონლაინში? მაგრამ მიუხედავად ამისა, ელექტრონული მაღაზიები კარგი საშუალებაა თანხის დასაზოგად და ამასთან დღესასწაულისთვის სამზადისის დასაჩქარებლად. ამერიკელებმა დაიწყეს ამის გაგება: 2013 წელი დასახელდა ონლაინში საქორწინო საქონლით მოვაჭრე მაღაზიების რიცხვის და მათი შემოსავლის მკვეთრის ზრდის წლად.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ონლაინ სესხები

ონლაინ რეჟიმში სესხის მიღება მარტივი და სწრაფი  საშუალებაა. თუ გაუთვალისწინებელი  ხარჯები გაქვთ  და არ იცით  თანხა სად მიიღოთ შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კრედიტით, SESXEBI.ge  დაგეხმარებათ  რამდენიმე წუთში მიიღოთ სასურველი თანხა, სახლიდან

Print Friendly, PDF & Email

30 ფოტო მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქიდან – დუბაი

დუბაი — არაბთა ერთ-ერთი საემირო, სადაც ყველაფერში ჩანს ექსცენტრიულობა და ფუფუნება. სულ რაღაც 30 წლის მანძილზე, მეთევზეების სოფელი გახდა წარმოუდგენელი სილამაზის უმდიდრესი ქლაქი. მისი არქიტექტურისა და ცხოვრების გადარეული სტილის შესახებ

Print Friendly, PDF & Email

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ნივთებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდრებისთვის და ასევე ნივთებს, რომელთა შეძენა ნებისმიერს შეუძლია. 1. დიზაინერული ტუალეტის ქაღალდი, 1 რულონის ფასი 3,5$. მას უშვებს ბრენდი „რენოვა“ექვს ფერში –

Print Friendly, PDF & Email

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს

Print Friendly, PDF & Email

11 რჩევა კონცენტრაციის მხარდასაჭერად ყველგან და ყოველთვის!

1. სამუშაო დრო ზუსტად განსაზღვრეთ დააყენეთ წამზომი ნახევარსაათიან ინტერვალზე და დარწმუნდით, რომ ეს დრო სრულად მოახმარეთ საქმეს. არავითარი ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, Facebook-ი – მხოლოდ საქმე. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ

Print Friendly, PDF & Email

ნორვეგიაში ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა!

მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან — ეს ეხება ხისგან დამზადებულ ნივთებს, პალმის ზეთით დამზადებულ საკვებ პროდუქტებს და ა.შ. განსაკუთრებით ზიანდება არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის,

Print Friendly, PDF & Email