7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ მილიონერი

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ მილიონერი

„Fidelity Investments“-ის გამოკითხვის თანახმად, მდიდრების 86%-მა ქონება მიიღო საკუთარი სამეწარმეო საქმიანობით და ინოვაციებით. ამაში კი მათ დაეხმარა არა მარტო წარმატება და პიროვნული თვისებები, არამედ მარტივი წესების შეუპოვარი თანმიმდევრობა.

1. შეადგინეთ ბიუჯეტი და მიყევით მას
მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ ნამდვილმა მილიონერებმა ზუსტად იციან ამარტო თავიანთი შემოსავალი, არამედ ყველა ხარჯიც. ამის შესახებ წერენ თომას სტენლი და უილიამ დანკო საავტორო წიგნში „Millionaire Next Door“, რომელიც ეძღვნება ამერიკელი მილიონერებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ჩვევებსა და ხასიათის შტრიხებს. ამასთან ეს სკრუპულოზურობა არ ქრება მათ ანგარიშებში ახალი ნულების გაჩენისასაც კი.

2. პირველ რიგში დააბანდეთ საკუთარ თავში
მილიონერები ფულში არ ხედავენ მუდმივი სიამოვნების საშუალებას, მათთვის მთავარია დანაზოგის და ინვესტიციის გაკეთების შესაძლებლობა. კარგი ჩვევა, რომელიც მათგან ყველამ შეიძლება ისწავლოს არის შემოსავლიდან მინიმუმ 10%-ის გადადება.

როგორც ფინანსური კონსულტანტი დეივ რამსეი (Dave Ramsey) აღნიშნავს: «ყოველთვიურად სულ რაღაც $100-ის შენახვა 12%-ად 25 წლიდან 65 წლის ასაკამდე, რეზულტატში მოგცემთ $1.176.000-ს. ნებისმიერს შეუძლია პენსიაზე გავიდეს, როგორც მილიონერი!»

უზრუნველყოფილი ადამიანები უფრო მეტსაც აკეთბენ: ისინი ახდენენ შემოსავლის 20%-ის ინვესტირებას. ექსპერტების უმრავლესობა გვირჩევს დავიცვათ 50-30-20-ის წესი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შემოსავლების 50%-ს ხარჯავთ ყველაზე აუცილებელზე, 30%-ს ხარჯავთ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ახალი ტანსაცმელი ან მოგზაურობა და 20%-ს ინახავთ.

3. დაისახეთ ამბიციური მიზნები
მდიდარი ადამიანები დიდ დროს უთმობენ საკუთარი დროის ორგანიზებას – მილიონერების დაახლოებით 81% კეთილსინდისიერად აწარმოებს საკითხების ჩამონათვალს. ნაკლებად უზრუნველყოფილ ადამიანებს შორის, თომას კორლის (Thomas Corley) კვლევის თანახმად, მხოლოდ 9% აკეთბს ამას. როგორც ვხედავთ, დასახულ მიზანს და მის მისაღწევად კარგად გათვლილ ნაბიჯებს ნამდვილად მოაქვს შედეგი.

«ისინი რეალურად დიდ მიზნებს ისახავენ», აცხადებს სტივ სიბოლდი (Steve Siebold), რომელიც არის წიგნის – «How Rich People Think» ავტორი. ისეთი ადამიანები, მაგალითად როგორიც არის რიჩარდ ბრენსონი, ისახავენ გრანდიოზულ მიზნებს, აღწევენ მათ და ისევ თავიდან იწყებენ. დასაწყისში ჩანს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ისინი ამას აღწევენ და არასოდეს ჩერდებიან».

4. იცხოვრეთ მოკრძალებულად
მილიონერების უმეტესობა საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს მაშინაც კი, როცა მათ საშუალება აქვთ თავს თითქმის ყველაფრის უფლება მისცენ. ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი ცხოვრობს ნებრასკას შტატში, ომაჰში, იმავე სახლში, რომელიც მან 1958 წელს $31 500-ად იყიდა, ეს ჯერ კიდევ მანამდე იყო, სანამ ის თავის პირველ მილიარდს გამოიმუშავებდა. ამერიკის მილიონერების უმეტესობა ყიდულობს მეორად ავტომობილებს – ნათქვამია ზემოთხსენებულ კვლევაში, რომელიც თომას სტენლიმ და უილიამ დანკომ ჩაატარეს. მათში ყველაზე პოპულარული ბრენდია — Toyota.

ამერიკელი მდიდრებისთვის რაიმე მოთხოვნად ნივთზე ჩაციკვლა არადამახასიათებელია. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, ვინც ქონება არა შთამომავლობით ან ლატერეაში მოგებით, არამედ საკუთარი, მძიმე, შეუპოვარი, დაგეგმილი შრომით და თვითდისციპლინით დააგროვა.

5. იმუშავეთ საკუთარი თავისთვის
ამერიკელების მხოლოდ 20%-ს აქვს საკუთარი ბიზნესი, მაგრამ მილიონერების 2/3 წარმოადგენს დამოუკიდებელ მეწარმეს. მსოფლიოს მასშტაბით „Economist“-ის მონაცემების მიხედვით, მილიონერების ნახევარზე მეტს აქვს საკუთარი ბიზნესი და მხოლოდ 16%-მა მიიღო მემკვიდრეობით ქონება.

«სინამდვილეში მდიდარი ადამიანები ცდილობენ შემოსავლის ერთი წყაროთი არ დაკმაყოფილდნენ და ამიტომ აქვთ ასეთი რამოდენიმე» – წერს გრანტ კარდონე, წიგნის «The 10X Rule» ავტორი.

6. ააგეთ სწორი კავშირები
თუ თქვენ გინდათ ბიზნესში წარმატებული ყოთ, მაშინ მოგიწევთ დროის დახარჯვა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებაზე, რომელბიც წარმატებულები არიან. ზუსტად ისე, როგორც მუსიკოსები ცდილობენ კოლეგა-მუსიკოსების გარემოცვაში ყოფნას, ხოლო მწერლები ავტორებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ ურთიერთობებს ამით ზღუდავენ, უბრლაოდ დროის მეტი ნაწილის გატარება პროფესიულ წრესთან ერთად გაციელბით სასარგებლოა.

7. ფულს მიუდექით როგორც ინსტრუმენტს და არა როგორც მთავარ მიზანს
ზოგიერთი ნამდვილი მილიონერისთვის დამახასიათებელია ფულის კულტურის არ ქონა. ისინი უბრალოდ მიდიან მიზნისკენ, ხოლო ფული მათთვის წარმოადგენს სასიამოვნო ბონუსს ამ გზაზე. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, არ შეწყვიტოთ განვითარება პროფესიული კუთხით და ადრე თუ გვიან სიმდიდრე მოვა თქვენთან – წერს სტენლი (Stanley) თავის წინგში „The Millionaire Mind“. რთულია შეეკამათო.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნეს რჩევები

7 რჩევა – როგორ დავიწყოთ ჩვენი საქმე

ადრე თუ გვიან ოფისში მუშაობა მოსაწყენი ხდება, ხელმძღვანელის მითითების შესრულების ნაცვლად ჩნდება დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი. თავში ათასი აზრი ტრიალებს, მაგალითად დავიწყოთ საკუთარი საქმე. ვიდრე ეს ყველაფერი თქვენთვის ახალია, ფრთხილად დგამთ

ლიდერობა და კარიერა

როგორ დავაჩქაროთ სამუშაოს შესრულება?

ეს გლობალური საკითხია, ამიტომ მოდით მოკელდ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დააჩქაროთ სამუშაო. ეს რჩევები არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია მიზნების დასახვაც, დროის განაწილებაც, საქმის ბოლომდე მიყვანაც – მაგრამ ნელა.

ბიზნეს რჩევები

10 წესი კომპანიის საიტისათვის

საიტის მთავარი გვერდი კომპანიის სახეს წარმოადგენს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით იწყებს ე.წ. ინტერნეტ-ექსკურსიას მომხმარებელთა უმეტესობა კომპანიის საიტზე. ხარისხიანი დიზაინი და კარგი სტრუქტურა – ეს საიტის ფასეული მხარეებია, რაც ხელს უწყობს