7 ვნება, რომლებსაც ადამიანი ავადმყოფობამდე და სნეულებამდე მიჰყავს

7 ვნება, რომლებსაც ადამიანი ავადმყოფობამდე და სნეულებამდე მიჰყავს

ზოგიერთი საშიში დაავადების მიზეზი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ სტატიაში მოცემულია 7 უმთავრესი ვნება, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ავადმყოფობამდე და სნეულებამდე, შესაბამისად, აუცილებელია მათი განდევნა საკუთარი ცხოვრებიდან, რადგან სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე ხშირად უბედურების მიზეზი.

1. მუდმივი მწუხარება წამლავს ჰაერს
ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ექიმის მხრიდან დასმული დიაგნოზი «მწუხარებისგან სიკვდილი» ძალიან გავრცელებული იყო და არანაირ შეკითხვებს არ იწვევდა. დღევანდელ პერიოდში ბევრს დაავიწყდა, რომ ძლიერ მწუხარებას შეუძლია ადამიანის მოკვლა უმოკლეს დროში. მწუხარება და ბედნიერება – ორივე ჩვენი ცხოვრების თანმდევი და განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, ღრმად გამჯდარი, გამოუთქმელი და გულში ჩახვეული მწუხარება ან წყენა ცხოვრებაში მყარად იკავებს თავის ადგილს და ადამიანს აიძულებს მუდმივად იფიქროს მისი გაჩენის მიზეზზე და მხოლოდ ამაზე ფიქრით იცხოვროს. ამ მდგომარეობას ადამიანი მიჰყავს ფილტვების დაავადებამდე, რაც ასევე აბინძურებს ჰაერსაც, რომელსაც სხვები სუნთქავენ. სწორედ ამიტომ არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა თვითმკლელობასთან გაიგივებული მდგომარეობა.

იმისათვის, რომ ადამიანმა გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება და მასში ადგილი გაათავისუფლოს ბედნიერებისთვის, აუცილებელია თავიდან მოიცილოს მუდმივი მწუხარების მიზეზი. ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწუხარებაზე საუბარი. რადგან, რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

2. ბრაზი — ფეთქებადი მოწყობილობა
შეგინიშნავთ თუ არა, რომ ცხარე ჩხუბის ან თავშეკავებისას ადამიანის შიგნით მდუღარე ბრაზის გაჩენისას სხეულის მარჯვენა მხარე დუნდება, კუჭი იჭიმება, ენაზე კი მომწარო გემო ჩნდება? ამის მიზეზი არის ის, რომ ბრაზი, ისევე როგორც ფეთქებადი მოწყობილობა, ხლეჩს იმ ჩაკრის ენერგიას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის თავისუფლებასა და სიმშვიდეზე. მისი ლოკაცია არის მუცლის ღრუ. ბრაზის დამღუპველი ენერგია აფეთქების შემდეგ მძიმდება და ერთგვარად ილექება მუცლის ღრუში, სადაც ქმნის ენერგეტიკულ ბლოკს. ეს ყველაფერი იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებას, განსაკუთრებით კი ღვიძლის.

ამისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ ბრაზისგან გათავისუფლების პრაქტიკა შინაგანი ჰარმონიის მიღწევის საშუალებით.

3. შური კლავს სიხარულს და სიყვარულს
სხვების წარმატებისა და ბედნიერების ცქერისას ჩვენ ვფიქრობთ: «როგორ გაუმართლა! ნეტა მეც ასე გამიმართლოს!» – სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის, რომ სამყარო ასეთი ფორმით გაგზავნილ სიგნალს საპირისპიროდ იღებს და მას, ვისაც სხვისი ბედნიერება და წარმატება შურს, უგზავნის ყველაფერ საპირისპიროს, მათ შორის ავადმყოფობას და უბედურებას. პირველ რიგში ასეთ დროს ზიანდება ბიოლოგიური ფილტრები: ღვიძლი და თირკმელები.

დასკვნა ცხადია: ნუ შეგშურდებათ, რადგან არავინ იცის რის ფასად დაუჯდა იმ ადამიანს წარმატებისა და ბედნიერების მოპოვება. სხვისი კარგად ყოფნა თუ გულახდილად გაგიხარდებათ, ამით შეძლებთ გაიზიაროთ მისი ბედნიერების პოზიტიური ენერგია.

4. ფუჭი ცრემლები იზიდავს უბედურებას
ცრემლები — გვეხმარება შინაგანი ემოციებისგან დაცლაში. თუმცა ტირილი იშვიათად არის კარგი. თუ ყოველი წვრილმანის გამო ცრემლების ღვრას დაიწყებთ, დიდი ალბათობაა გულისა და მისი პარკუჭის დაზიანების. იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, საჭიროა საკუთარი თავის მართვა ისწავლოთ და ხშირად იცინოთ, ნეგატიური ემოციების დიდი ნაწილი პოზიტიურზე გადაიტანოთ.

5. შიში ადამიანს აცლის სასიცოცხლო ძალებს
გაურკვეველი მომავლის ან მოვლენების შიში, ან უკვე წარსული პერიოდის შიში ახდენს ჩვენი ენერგეტიკული დაცვის უნარიანობის დასუსტებას და გვხდის მოწყვლადს. ჩაკრა, რომელიც პასუხისმგებელია თავისუფლებასა და თავდაცვაზე, იწყებს არასწორად მუშაობას, ხელს უშლის ენერგიას თავისუფლად მოძრაობის გაგრძელებაში. ადრე თუ გვიან, ასეთ ძლიერ დაბლოკვას მივყავართ ჩაკრის მძიმე ენერგიით გადავსებამდე. ადამიანის ორგანიზმში ეს აისახება შაქრიანი დიაბეტით, ნაღვლის ბუშტის დაავადებების და კუჭის წყლულის გაჩენით.

შიშისგან გათავისუფლება შესაძლებელია თუ ცხოვრებაში დასაყრდენს იპოვით, ეს შეიძლება იყოს რამე ან ვინმე, რაც შეგმატებთ ძალებს და რწმენას. შიშის ტყვეობიდან კარგი გამოსავალია მასზე ახლობელ ადამიანებთან ხშირი საუბარი.

6. ზედმეტ სიხარულს არ მოაქვს ბედნიერება
ყველამ ვიცით, რომ დადებით ემოციების ქონა კარგია. ეს ემოციები გვეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე გავუმკლავდეთ სირთულეებს, ხელს გვიწყობს ადამიანებთან დაახლოვებასა და ურთიერთობების დალაგებაში. მაგრამ სიხარულსაც კი ყოველთვის არ მოაქვს სარგებლობა.

«გულს ტკივილამდე უხარია», «გული სიხარულით იკუმშება», «სიხარულმა ისარივით გაიარა გულში» — ამ ფრაზების აზრი ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე თითოეულ ჩვენგანს. თავბრუდამხვევი სიხარულის განცდის შემდეგ, თუ დაკვირვებიხართ, სხეულის დაცლას გრძნობ. მედიკოსების მიერ დამტკიცებულია, რომ ზედმეტი ემოციები იწვევს გულის დაავადებას, კერძოდ ინფარქტს. ენერგეტიკულ დონეზე ეს მარტივად ახსნადია: ყველა გრძნობასა და ემოციაზე, ჩვენი სხეულის ნაწილებიდან პასუხისმგებელია გულის ჩაკრა, რომელსაც ასევე ეწოდება ასტრალური. როცა ჩვენ ზედმეტად გამოვხატავთ სიხარულით გამოწვეულ ემოციას, ეს ჩაკრა შეიძლება ვერ გაუმკლავდეს დიდი ნაკადით წამოსულ ენერგიას, რომელიც მკვეთრად მიმართულია მისკენ, ვერ აიტანოს ძლიერი ნაკადი და მოახდინოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამოდევნა უმისამართოდ. სწორედ ეს პროცესი იწვევს გულის დაავადებებს.

პრაქტიკოსები და სულიერი მასწავლებლები მოგვიწოდებენ მუდმივი წონასწორობისკენ ნებისმიერი ემოციის დროს, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური. ყველაზე კარგად წონასწორობის აუცილებლობა გადმოცემულია მეფე სოლომონზე არსებულ ლეგენდაში: «ყველაფერი წარმავალია. და ესეც გაივლის» — სიტყვები, რომლებიც ამოკვეთილი იყო მის ბეჭედზე. ეს ფრაზა ზუსტად ერგება ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციის ფორმირებას: მართლაც ხომ არაფერია მარადიული და უცვლელი. აუცილებელ მდგომარეობაში საკუთარი თავის მოყვანა თავიდან რთულია, მაგრამ პრაქტიკოსების მიერ გამოცდილი და რეკომენდირებული აუდიომედიტაცია დაგეხმარებათ სწორად მიმართოთ საკუთარი ემოციური ფონი.

7. შვილებზე დაუსრულებელ ზრუნვას მშობლები სამარემდე მიჰყავს
მიუხედავად იმისა, რომ ბავშები იბადებიან უმწეოები, ისინი პიროვნებები არიან და თავიანთი ბედი აქვთ. თუ მშობლები აგრძელებენ მათზე დაუსრულებლად ზრუნვას ზრდასრულობის ასაკშიც, მათი სასიცოცხლო ძალები იხარჯება კატასტროფული რაოდენობით, რაც აისახება მათ ფიზიკურ მდომარეობაზე, კერძოდ, ასეთ ადამიანებში დიდია კიბოთი დაავადების რისკი. იგივე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომლის მიმართაც გამოხატულია ეს დაუსრულებელი და განუზომელი ზრუნვა. აუცილებელია ბავშებისთვის თავისუფლად ცხოვრების მიცემის საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზრდასრულები ხდებიან, რათა შეძლონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება და დაუშვან შეცდომები, რომლებზეც უნდა ისწავლონ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წერილი საყვარელ მეუღლეს – “მე მჯერა…”

ამბობენ თუ კი რეალური რაიმე გჯერა, გწამს ის აუცილებლად ისე იქნება როგორც შენ გინდა (რა თქმა უნდა ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო). მე მჯერა: დილით რომ ავდგები “გამათბობლის” თავზე უაზროდ დაკიდებული

Print Friendly, PDF & Email

როგორ იქცევიან ყველაზე დამაჯერებელი ადამიანები?

1. მათ ესმით როდის არის საჭირო დარწმუნება ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად დარწმუნება, გრძნობენ საკუთარ ძალას და მას ზომიერად და გააზრებულად იყენებენ. მათ ესმით, რომ საუბრის უმეტეს შემთხევაში საჭირო არ არის

Print Friendly, PDF & Email

როდის უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრების შენება?

დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა როდესაც  გარშემო აყვავებული ხეებია, ჭიკჭიკებენ ჩიტები, შენ კი მიირთმევ ფინჯან ყავას და  მორიგ სტატიას წერ. სააღდგომო შვებულებას  სოფელში ვატარებ, თუმცა არ მავიწყდება მორიგი სამოტივაციო სტატიის ატვირთვა.   დღევანდელი

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებოდნენ ბევრად უფრო ბედნიერები მეტი ნივთის ან ფულის ქონის შემთხვევაში. რასაკვირველია, კარგი სახლი, ავტომანქანა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ბევრად გაალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ფულის არსებობა

Print Friendly, PDF & Email

ჩექ-ლისტი: «7 ნაბიჯი ნათელი ცხოვრებისთვის»

1. გიხაროდეთ და ისიმოვნეთ ცხოვრების ყოველი წუთით, უკვე ახლავე. 2. ყველა საქმე, რომელიც გაბრკოლებთ ან გძაბავთ, გადაეცით კარგ შემსრულებელს. 3. შეადგინეთ იმ დავალებების სია, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას განიჭებთ. 4. დაიწყეთ

Print Friendly, PDF & Email

ძლიერი ვიდეო ძლიერ ადამიანებთან ერთად!

ძლიერი ვიდეო ძლიერ ადამიანებთან ერთად! ეს ყველამ უნდა ნახოს! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell

Print Friendly, PDF & Email