7 შინაგანი კანონი

7 შინაგანი კანონი

1. «ფიქრები მატერიალურია»
ყველაფერი, რაც გაგვაჩნია არის იმის რეზულტატი, რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ. თუ ადამიანი მოქმედებს ცუდად ან ფიქრობს ცუდზე, მას თან სდევს ტკივილი. თუ ადამიანი სუფთა გრძნობებით და მიზნებით მოქმედებს – მას თან სდევს ბედნიერება, რომელიც როგორც ჩრდილი, არასოდეს დატოვებს მას. თქვენ ხდებით ის, რაზეც ფიქრობთ. ჯეიმს ალენი ამბობდა: «ადამიანი – ტვინი». სწორად რომ იცხოვორთ, თქვენი ტვინი უნდა შეავსოთ «სწორი» ფიქრებით. თქვენი აზროვნება განსაზღვრავს ქმედებებს; თქვენი ქმედებები განსაზღვრავს შედეგს. სწორი აზროვნება მოგცემთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ; არასწორი აზროვნება – სიბოროტეა, რომელიც საბოლოოდ გაგანადგურებთ.

2. «მცირედით დაწყება – ეს ნორმალურია»
«სათლი ივსება ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით».
რალფ უოლდო ემერსონმა თქვა: «ყველა ოსტატი ოდესღაც იყო მოყვარული». ყველა ჩვენგანი მცირედით ვიწყებთ. თუ თქვენ თანმიმდევრული და მომთმენი ხართ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას! ყველაფრის ერთ ღამეში მოსწრება არავის არ შეუძლია: წარმატება მოდის მათთან, ვინც მზად არის დაიწყოს მცირედით და თავდაუზოგავად იშრომოს მანამ, სანამ სათლი არ აივსება.

3.«პატიება»
საკუთარ თავში ბრაზის შეკავება იგივეა, რომ ცხელი ნაკვერჩხალი აიღოთ ხელით იმისათვის, რომ სხვას ესროლოთ; იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ დაიწვებით. როცა თქვენ მიუტევებლობის სამუდამო ციხიდან უშვებთ მათ, ვისაც ამ საპატიმროში მისჯილი აქვს ყოფნა, თქვენ ათავისუფლებთ საკუთარ თავსაც. თქვენ ვერასოდეს მოახდენთ ზეწოლას სხვაზე, საკუთარ თავზე ზეწოლის გარეშე. ისწავლეთ პატიება, უფრო სწრაფი პატიება.

4. «თქვენს ქცევას მნიშვნელობა აქვს»
რამდენი მცნებაც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, რა აზრი ექნება, თუ არ დაიცავთ მათ?

ამბობენ: «სიტყვები მოქმედების გარეშე არაფერს არ ნიშნავს» – და ეს ასეა. იმისათვის, რომ განვითარდეთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ; სწრაფად განვითარებისთვის საჭიროა ყოველდღიური მოქმედება. სიტყვები თავში არ მოგხვდებათ! სიტყვები ყველასთვის არის, მაგრამ მათი გაგება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად მოქმედებს.

5. «ცდილობთ გაიგოთ»
რეალობასთან კამათში ჩვენ ბრაზი გვერევა, ჩვენ გადავეჩვიეთ სიმართლისთვის ბრძოლას და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ბრძოლა დავიწყეთ. სტეფან კოვიმ თქვა: «პირველ რიგში შეეცადეთ გაიგოთ და ამის შემდეგ სცადეთ, რომ თქვენ გაგიგონ». სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად რთული; თქვენ სრულად უნდა ჩადოთ ძალები, რომ სხვისი შეხედულება გაიგოთ. როცა იგრძნობთ, რომ ბრაზი გიპყრობთ, მოსპეთ ის.

მოუსმინეთ სხვებს, გაიგეთ მათი აზრი და თქვენ სიმშვიდეს იგრძნობთ. უფრო მეტად კონცენტრირდით იმაზე, რომ ბედნიერი იყოთ, ვიდრე მართალი.

6. «გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე»
სჯობს საკუთარ თავზე გაიმარჯვოთ, ვიდრე ათასობით ბრძოლა მოიგოთ. გამარჯვება თქვენზეა, მას ვერავინ წაგართმევთ, ვერც ანგელოზები, ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი. ის, ვინც საკუთარ თავზე გაიმარჯვებს, ნებისმიერ მბრძანებელზე ძლიერია. იმისათვის, რომ საკუთარ თავზე გაიმარჯვოთ, საჭიროა გაიმარჯვოთ საკუთარ გონებაზე. თქვენ უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფიქრები. ისინი არ უნდა ბობოქრობდნენ ზღვის ტალღებივით. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ: «მე არ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი ფიქრები. ფიქრი მოდის მაშინ, როცა მას უნდა». თქვენ ვერ აუკრძალავთ ფრინველს თქვენს თავზე გადაფრენას, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ თქვენს თავზე ბუდის გაკეთებაში. განდევნეთ ის ფიქრები, რომლებიც იმ ცხოვრებისეულ პრინციპებს არ შეესაბამება, როგორც თქვენ გინდათ რომ იცხოვროთ.

7. «იცხოვრეთ ჰარმონიაში»
ჰარმონია შიგნიდან მოდის. ნუ ეძებთ მას გარეთ. ნუ ეძებთ გარეთ იმას, რაც მხოლოდ თქვენს გულში შეიძლება იყოს. ხშირად ამას არსებული რეალობიდან ყურადღების გადასატანად ვაკეთებთ. სიმართლე კი იმაშია, რომ ჰარმონიის ნახვა მხოლოდ საკუთარ თავშია შესაძლებელი. ჰარმონია არ არის ახალი სამსახური, ახალი მანქანა ან ახალი ქორწინება. ჰარმონია არის ახალი შესაძლებლობები და ისინი თქვენგან იწყება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ ლიტვაკი: მითხარი რით სიამოვნებ და გეტყვი ვინ ხარ

ტკბობა და სიამოვნება: რა სხვაობაა? სიამონვებაში იგულისხმება სასიამოვნო შეგრძნება, რაც უკავშირდება ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამრიგად, სიამოვნება – ეს არის გრძნობა, რომელიც მაღალი დონის ცხოველებთან გვაერთიანებს. სიამოვნება თან ახლავს კვების, სმის,

Print Friendly, PDF & Email

როგორ გაუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დააქვეითონ თქვენი თვითშეფასება

ბევრი ჩვენგანი შეხვედრია ადამიანებს, რომელბიც სხვების დამცირებით სიამოვნებას იღებენ. ასეთ მოვლენას სახელწოდებაც კი აქვს – სოციალურ-დესტრუქციული ქცევა. ეს თითქოს უწყინარი ქცევაა, თუმცა მისი შედეგები შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. ადამიანი იღებს

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებოდნენ ბევრად უფრო ბედნიერები მეტი ნივთის ან ფულის ქონის შემთხვევაში. რასაკვირველია, კარგი სახლი, ავტომანქანა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ბევრად გაალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ფულის არსებობა

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

შესაძლოა მამამ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი წესი უკვე გასწავლათ, მაგრამ თუ ამას ცოტა დრო დაუთმო, მაშინ ეს ბრძნული რჩევები, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, თქვენც გამოგადგებათ: შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს, რომლებიც

Print Friendly, PDF & Email

როგორ გადავეჩვიოთ ნერვიულობას?

ადამიანების უმრავლესობა მუდმივად ნახულობს ნერვიულობის მიზეზს, შფოთავენ და განიცდიან ნებისმიერ საკითხს. ამასთან ეს მდგომარეობა არ გასდით მას მერეც, როცა პრობლემა გადაჭრილია. როგორ გამოვიდეთ ასეთი მდგომარეობიდან? რამოდენიმე რჩევა დაგეხმარებათ მოდუნდეთ და

Print Friendly, PDF & Email

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.

Print Friendly, PDF & Email