7 რჩევა პაბლო პიკასოსგან

7 რჩევა პაბლო პიკასოსგან

დიდი მხატვრის რჩევები - როგორ ვაქციოთ ცხოვრება გართობად. 

ყველამ ვიცით ცნობილი მხატვარი – პაბლო პიკასო, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გენია იყო. მან გამოიარა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდები – სიღარიბისა და სიმდიდრის, ომისა და მშვიდობის, ქალების მხრიდან ყურადღების და მსოფლიო აღიარების. 2009 წელს ჟურნალმა „The Times“-მა ის საუკეთესო მხატვრებს შორის დაასახელა, რომლებიც ბოლო 100 წლეულის მანძილზე ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. მისი წარმატების ისტორიის გამეორება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ პიკასოს ნამდვილად აქვს ისეთი რამ, რისი სწავლაც სასარგებლო იქნება.

1. რომ გააკეთო აუცილებლად უნდა გწამდეს.
«შეუძლია მას, ვინც თვლის, რომ შეუძლია. არ შეუძლია მას, ვინც თვლის, რომ არ შეუძლია. ეს უცვლელი კანონია».

რწმენა აკონტროლებს ქმედების შედეგს. თუ თქვენ თვლით, რომ არაფერი გამოგივათ, დიდი ალბათობით ამის შემდეგ თქვენ იწყებთ ნერვიულობას ან გაუცნობიერებლად შეცდომების დაშვებას. მეორეს მხრივ, თუ თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება, თქვენი ტვინი იწყებს სხვანაირად მუშაობას და გადაწყვეტილებების ძიებას. შედეგად, გადაწყვეტილებები და შესაძლებლობები გამოჩნდება ყველა მხრიდან, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ.

2. გააფართოვეთ თქვენი ცდონისა და უნარების საზღვრები
«მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც არ ვიცი, იმისათვის, რომ ვისწავლო».

განვითარებისთვის საჭიროა საკუთარ თავს წინ უბიძგოთ. ეს შეიძლება ცოტა საშიში იყოს. საუკეთესო რჩევა, რომელიც შემიძლია მოგცეთ ამის თაობაზე არის ის, რომ საქმის კეთებისას, რომელიც ჯერ არ იცით, მიმდინარე მომენტში თქვენი დასწრება იმდენად უნდა იყოს, რამდენადაც შეგიძლიათ. ეს საკმაოდ შეამცირებს ნეგატიურ განცდებს. და როცა მსგავსი შეგრძნებები თქვენს გონებასა და სხეულში არ არის, გაცილებით მარტივი ხდება კონცენტრაცია, კარგი შედეგების მიღწევა და საბოლოოდ იმ სამქის შესწავლა, რაც წამოიწყეთ.

3. ნუ დაელოდებით შთაგონებას, დაიწყეთ
«შთაგონება არსებობს, მაგრამ ის მოდის მუშაობის დროს».

დიახ, შთაგონება არსებობს, მაგრამ მან თქვენ მუშაობის პროცესში უნდა გიპოვოთ. ნურასოდეს დახარჯავთ დროს მის მოლოდინში, თუ მოვიდა შთაგონება მშვენიერია – მაშინ აკეთეთ! მაგრამ გახსოვდეთ, ნუ შეზღუდვთ დროის ფაქტორით ამ ჯადოსნური მოვლენის მოქმედებას. ზოგჯერ საჭიროა საკუთარ თავს ვაიძულოთ საქმის კეთება, რაც არ გულისხმობს განსაკუთრებულ ცოდნას და სისულელეა მსგავსი მხარდაჭერის ლოდინი. შთაგონება ჰგავს სანელებელს, ის საჭიროა მცირე რაოდენობით, თუმცა მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

4. იმოქმედეთ უფრო მეტად«ხვალისათვის გადადეთ მხოლოდ ის, რისი დასრულებაც სიკვდილამდე არ გინდათ. მოქმედება – წარმატების ძირითადი გასაღებია».

უმოქმედოდ ნებისმიერი ინფორმაცია გამოუსადგარია. ეს პიროვნული განვითარების ის ნაწილია, რომელიც ხშირად ავიწყებათ ან აიგნორებენ. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოქმედების დაწყება რთულია, ან ეხლა „შესაფერისი მომენტი“ არ არის, თუმცა უფრო მეტის კეთების ჩვევას შეუძლია ბევრი რამე შეცვალოს. ეს რეზულტატების მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მოქმედების პროცესში თქვენ უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავს, მოახდენთ საკუთარი ხედვის ფორმირებას და შეიცნობთ თქვენი სფეროს განსაკუთრებულობას პრაქტიკაში.

5. დასვით სწორი შეკითხვები
«სხვებმა დაინახეს ის, რაც იყო და იკითხეს – რატომ. მე დავინახე ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვიკითხე – რატომაც არა».

არასწორი შეკითხვების დასმა ადვილია. ეს ის შეკითხვებია, რომლებზე პასუხებიც დაადასტურებენ, რომ თქვენ არაკომპეტენტური, სულელი და არასწორი ხართ. ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ჩაგქოლავენ იმის ნაცვლად, რომ წინ გიბიძგონ. ყოველთვის დასვით პოზიტიური შეკითხვები, რომლებიც ხსნიან და არ ხურავენ შესაძლებლობების კარს. პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს ჰკითხოთ: რა არის კარგი ამ გამოცდილებაში? ეს ძალიან სწრაფი საშუალებაა მადლიერების გრძნობის დახმარებით შეცვალოთ თქვენი განწყობა და აზრები.

6. ნუ განსჯით და თქვენ დაინახავთ ფარულ სილამაზეს
«კარგი იქნებოდა რომ შეიძლბოდეს ტვინის მოშორება და მხოლოდ თვალების გამოყენება».

იცხოვრეთ რეალური მომენტით და თქვენ დაიწყებთ ნაკლებ ანალიზს, განსჯას და გართულებას. აღარ დაღლით ტვინს სხვადასხვა იარლიყების აქეთ-იქეთ „მიწებებით“. რეალურ მომენტში ჩვეული სამყარო ხდება უჩვეულო. თქვენ ადამიანებში და ბუნებაში მეტ ფერებს და სიცოცხლეს ხედავთ. ის, რაც ყოველდღიური, თავისთავადი გგონიათ ხდება აღმაფრთოვანებელი და ფასეული. ასე შეიგრძნობთ, რომ სამყაროს მეტად გარკვევით უყურებთ.

7. ჯერ კიდევ არაა გვიანი ცხოვრება გიხაროდეთ
«ახალგაზრდობას ასაკი არ აქვს».

ნუ მისცემთ უფლებას საჯარო აზრს გიკარნახოთ რა შეგიძლიათ და რა არა მხოლოდ თქვენი ასაკის გამო. უმეტეს შემთხვევაში ასაკი, ეს არის მხოლოდ აღნიშვნა თქვენს ტვინში. თუ თქვენ ცხოვრებას სწორხაზოვნად უყურებთ, როგორც დროის მონაკვეთს, მაშინ ნამვილად გვიანია რაიმეს შეცვლა. თუ თქვენ ისწავლით უფრო მეტადი იყოთ მოცემულ დროში, რეალურ მომენტში, მაშინ ასეთი ფიქრების დიდი ნაწილი თავისით გაქრება. თქვენ გაიგებთ, რომ შეგიძლიათ შეგნებულად აირჩიოთ და აკეთოთ ის, რაც გსურთ, თან ახლა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like