7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

1. სტომატოლოგი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი კბილები — ერთ-ერთი ნიშანია კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის.
სტომატოლოგთან უნდა იმეგობროთ და წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მოინახულოთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაცული იყოთ კარიესისგან და მისი სავალალო შედეგებისგან. ბევრი ჩვენგანი სტომატოლოგთან ვიზიტს მუდმივად გადადებს ხოლმე. ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა ექიმი გეტყვით, რომ ამ სიტუაციისთვის თავის არიდება შესაძლებელი იყო ცოტა ადრე მისვლით, როცა პრობლემის მოგვარება პატარა პლომბით შიძლებოდა.

2. დაზღვევა
დაზღვევაზე დაზოგვა – შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სულელური მეთოდია ფულის შენახვისთვის. თქვენი ნერვები და სულიერი სიმშვიდე გაცილებით მეტი ღირს. დაზღვევის თანხა კი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რისკებს ფარავს სადაზღვევო პაკეტი.

3. საეჭვო პროდუქტები
ფასდაკლება, ლიკვიდაცია — ასე გვიზიდავს თანამედროვე სავაჭრო სფერო. მაგრამ, ერთი საკითხია გასული სეზონის სამოსი და მეორე – პროდუქტები. თუ ფასდაკლების მქონე პროდუქტები საეჭვოდ მიგაჩნიათ, სჯობს მათი შეძენისგან თავი შეიკავოთ.

4. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფული გონივრულად უნდა დაზოგოთ. რა თქმა უნდა არ ღირს ზედმეტის გადახდა ბრენდისა და ხმამაღალი დიზაინერული დასახელებებისთვის, თუმცა არც იქამდე უნდა დაეშვათ, რომ უხარისხო და ულამაზო სამოსი და ფეხსაცმელი შეიძინოთ, რადგან იაფფასიანი სამოსი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი გვიჯდება – ის უფრო სწრაფად კარგავს ფერს, ფორმას და ძალიან მალე ისევ თავიდან გაქვთ საყიდელი ყველფერი.

5. სარემონტო სამუშაოები
თუ პრობლემები გაქვთ ონკანთან დაკავშირებით, საჭიროა მილების შეცვლა, ფილის დაგება ან ფანჯრების გამოცვლა – ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი გაქვთ: თავად გააკეთოთ რემონტი, ან დაიქირაოთ მუშები.
გააკეთეთ რემონტი თავად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ გეხერხებათ ეს საქმე და კარგად გამოგივათ. პროფესიონალური ჯგუფის დაქირავებაც გონივრულად უნდა მოხდეს. სანამ ვინმეს ამ საქმეს მიანდობთ, საჭიროა გადაამოწმოთ მათი გამოცდილება და რეპუტაცია.

6. დასვენება და ჯანსაღი ძილი
ჩვენ ხშირად ვცდილობთ ბევრი ფული გამოვიმუშაოთ და ამისთვის დამატებით სამუშაოს ვიღებთ. ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახთან, გამოუძინებელი ვართ, დასვენების დღეებშიც ვმუშაობთ და ეს გვფიტავს.
ასეთ დროს იკლებს ჩვენი შრომისუნარიანობა, უარესდება მეხსიერება და კონცენტრაცია. ნაკლებს ვასწრებთ, შესაბამისად სამუშაოზე ვხარჯავთ ზედმეტ დროს. ეს ჩაკეტილი წრეა.
შეჩერდით, აიღეთ შვებულება, წადით სადმე ან უბრალოდ კარგად გამოიძინეთ! ჯანმრთლობაზე არ ზოგავენ.

7. განათლება, განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება
დიდი ხანია საინტერესო და სასარგებლო წიგნის ყიდვას აპირებთ, გინდათ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე იაროთ, უნივერსიტეტში ჩააბაროთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიაროთ, მაგრამ ფული გენანებათ.
ნუ დაზოგავთ! განათლება — ეს არის ერთ-ერთი იმ საჭიროებებიდან, რომელში ინვესტიციის გაკეთება მომგებიანი ხდება ძალიან მალე. სამსახურში დაწინაურება, ახალი სამსახურის შეთავაზება, მეტი უნარი და შესაძლებლობა – ეს ყველაფერი გეძლევათ ამ საკითხებში ფულის ჩადებით. შესაბამისად ამ ყველაფერს თქვენთვის მოაქვს სტაბილური და გაზრდილი შემოსავალი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნდობის მოპოვების და დაკარგვის 14 მიზეზი ფრენკ სონერბერგმას მიხედვით

მოცემულ სიტუაციაში ენდობოდით კი საკუთარ თავს? დაიმახსოვრეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი, მაგრამ ფასეული პრინციპები და რჩევები ნდობის შესახებ. ნდობა არ არის რაღაც აბსტრაქტული, თეორიული იდეალიზმი, რომელიც ჩვენი მიღწევის საზღვრებს სცილდება. ნდობა

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით: 7 რჩევა რომლებიც გასათვალისწინებელია

რა არის საჭირო ყოველთვის იდეალური გარეგნობისთვის? მხოლოდ ფული? დიახ, რა თქმა უნდა ფული უდიდეს როლს თამაშობს ამ საკითხში —შესაძლებელია ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვა, ტექნიკის და სხვა ნივთების, მაგრამ შინაგანი ძალის, ნების

Print Friendly, PDF & Email

62 წლის მიკ დოჯი ბოლო 25 წელი ცხოვრობდა ტყეში

ისტორია მამაკაცზე, რომლსაც ჰქვია მიკ დოჯი. ის ბოლო 25 წელი ცხოვრობს ტყეში. 62 წლის მიკ დოჯი ყოველთვის ფეხშიშველი დადის და მისი დიდი ტერფებით უცნაურად გამოიყურება. ერთხელ ტურისტებს ის თოვლის კაცი

Print Friendly, PDF & Email

არასდროს ვივიწყებ ვინ ვარ

სადაც არ უნდა წავიდე, როგორც არ უნდა შევიცვალო, რამდენი განსაცდელიც არ უნდა შემემთხვეს და პირიქით, რამდენ მწვერვალზეც არ უნდა ავიდე, არასდროს მავიწყდება პოზიტიური სიტყვების ძალა. არ მავიწყდება ჩემი საყვარელი საქმის

Print Friendly, PDF & Email

12 ყველაზე ლამაზი სანაპირო, სადაც დასასვენებლად წასვლა ნამდვილად ღირს

ძვირფასო მოგზაურებო! ჩაიცვით თქვენი საცურაო კოსტუმები და აღჭურვილობა. B2P.GE-ს რედაქციამ იცის როგორ უნდა გაატაროთ დრო და გთავაზობთ საუკეთესო სანაპიროების ნაკრებს. უაითჰევენი – ავსტრალია უაითჰევენ ბიჩი — ეს არის კუნძულ ვიტსანდეის

Print Friendly, PDF & Email

3 ძირითადი შეცდომა საქონლის წარდგენისას

ბევრი სავაჭრო პრეზენტაცია წარუმატებელია იმის გამო, რომ პერსპექტიულ მყიდველთან საუბრის და მისთვის საქონლის წარდგენის პროცესში გამყიდველი უშვებს სამი მარტივი შეცდომიდან ერთ-ერთს. საბედნიეროდ მათი გამოსწორება ადვილია: 1. თქვენ აწვდით ზედმეტ ინფორმაციას

Print Friendly, PDF & Email