7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს
1274 Views

7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

1. სტომატოლოგი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი კბილები — ერთ-ერთი ნიშანია კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის.
სტომატოლოგთან უნდა იმეგობროთ და წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მოინახულოთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაცული იყოთ კარიესისგან და მისი სავალალო შედეგებისგან. ბევრი ჩვენგანი სტომატოლოგთან ვიზიტს მუდმივად გადადებს ხოლმე. ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა ექიმი გეტყვით, რომ ამ სიტუაციისთვის თავის არიდება შესაძლებელი იყო ცოტა ადრე მისვლით, როცა პრობლემის მოგვარება პატარა პლომბით შიძლებოდა.

2. დაზღვევა
დაზღვევაზე დაზოგვა – შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სულელური მეთოდია ფულის შენახვისთვის. თქვენი ნერვები და სულიერი სიმშვიდე გაცილებით მეტი ღირს. დაზღვევის თანხა კი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რისკებს ფარავს სადაზღვევო პაკეტი.

3. საეჭვო პროდუქტები
ფასდაკლება, ლიკვიდაცია — ასე გვიზიდავს თანამედროვე სავაჭრო სფერო. მაგრამ, ერთი საკითხია გასული სეზონის სამოსი და მეორე – პროდუქტები. თუ ფასდაკლების მქონე პროდუქტები საეჭვოდ მიგაჩნიათ, სჯობს მათი შეძენისგან თავი შეიკავოთ.

4. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფული გონივრულად უნდა დაზოგოთ. რა თქმა უნდა არ ღირს ზედმეტის გადახდა ბრენდისა და ხმამაღალი დიზაინერული დასახელებებისთვის, თუმცა არც იქამდე უნდა დაეშვათ, რომ უხარისხო და ულამაზო სამოსი და ფეხსაცმელი შეიძინოთ, რადგან იაფფასიანი სამოსი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი გვიჯდება – ის უფრო სწრაფად კარგავს ფერს, ფორმას და ძალიან მალე ისევ თავიდან გაქვთ საყიდელი ყველფერი.

5. სარემონტო სამუშაოები
თუ პრობლემები გაქვთ ონკანთან დაკავშირებით, საჭიროა მილების შეცვლა, ფილის დაგება ან ფანჯრების გამოცვლა – ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი გაქვთ: თავად გააკეთოთ რემონტი, ან დაიქირაოთ მუშები.
გააკეთეთ რემონტი თავად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ გეხერხებათ ეს საქმე და კარგად გამოგივათ. პროფესიონალური ჯგუფის დაქირავებაც გონივრულად უნდა მოხდეს. სანამ ვინმეს ამ საქმეს მიანდობთ, საჭიროა გადაამოწმოთ მათი გამოცდილება და რეპუტაცია.

6. დასვენება და ჯანსაღი ძილი
ჩვენ ხშირად ვცდილობთ ბევრი ფული გამოვიმუშაოთ და ამისთვის დამატებით სამუშაოს ვიღებთ. ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახთან, გამოუძინებელი ვართ, დასვენების დღეებშიც ვმუშაობთ და ეს გვფიტავს.
ასეთ დროს იკლებს ჩვენი შრომისუნარიანობა, უარესდება მეხსიერება და კონცენტრაცია. ნაკლებს ვასწრებთ, შესაბამისად სამუშაოზე ვხარჯავთ ზედმეტ დროს. ეს ჩაკეტილი წრეა.
შეჩერდით, აიღეთ შვებულება, წადით სადმე ან უბრალოდ კარგად გამოიძინეთ! ჯანმრთლობაზე არ ზოგავენ.

7. განათლება, განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება
დიდი ხანია საინტერესო და სასარგებლო წიგნის ყიდვას აპირებთ, გინდათ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე იაროთ, უნივერსიტეტში ჩააბაროთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიაროთ, მაგრამ ფული გენანებათ.
ნუ დაზოგავთ! განათლება — ეს არის ერთ-ერთი იმ საჭიროებებიდან, რომელში ინვესტიციის გაკეთება მომგებიანი ხდება ძალიან მალე. სამსახურში დაწინაურება, ახალი სამსახურის შეთავაზება, მეტი უნარი და შესაძლებლობა – ეს ყველაფერი გეძლევათ ამ საკითხებში ფულის ჩადებით. შესაბამისად ამ ყველაფერს თქვენთვის მოაქვს სტაბილური და გაზრდილი შემოსავალი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like