7 რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ

7 რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ

აღმოსავლური კულტურის მკვლევარმა ვიაჩესლავ რუზოვმა თავის მორიგ სტატიაში გამოიყენა ინდოელი ბრძენების გამოცდილება. ის მსჯელობს იმაზე, თუ რა არის საიდუმლო და რისი თქმა არ ღირს საჯაროდ.

B2P.GE-ის რედაქციამ გადახედა ამ ჩამონათვალს და ბევრ რამეში დაეთანხმა ავტორს. გადახედეთ თქვენც.

1. პირველი, რაც საჯაროდ არ უნდა თქვათ — ეს არის თქვენი გრძელვადიანი გეგმები. ჩუმად იყავით მანამ, სანამ ეს გეგმა არ შესრულდება. ნებისმიერი ჩვენი იდეა არათუ იდეალური არ არის, არამედ მათში უამრავი სუსტი ადგილია, რომლებზე დარტყმის მიყენებით ყველაფრის დაშლა მარტივია.

2. მეორე — ნუ გაახმაურებთ ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციას. კეთილი საქმე ამ სამყაროში დიდი იშვიათობაა და სწორედ ამიტომ ის ბოლომდე საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის შექებას კარგი საქმის გაკეთებისთვის. მსგავსმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ამპარტავნება გააღვიძოს თქვენში, ეს კი არც თუ ისე კარგი თვისებაა…

3. მესამე — არ არის საჭირო თქვენი ასკეტურობის გასაჯაროება. ნუ დაიწყებთ ყველგან იმაზე საუბარს თუ როგორ ზღუდავთ თავს საკვებში, ძილში, სექსუალურ ურთიერთობებში და ა.შ. ფიზიკურ ასკეტიზმს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ჰარმონიულად ერწყმის ემოციურ მდგომარეობას.

4. მეოთხე, რისი საიდუმლოდ შენახვაც საჭიროა — ეს არის სიმამაცე, გმირობა. ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირ გამოცდას ვხვდებით ცხოვრებაში ყოველდღიურად. ვიღაც შინაგან გამოცდას იღებს, ვიღაც კი გარეგანს. გარეგანი გამოცდები ჩანს, ამიტომ მათ გამო ადამიანებს აჯილდოვებენ, მაგრამ შინაგანი გამოცდების გადალახვას ვერავინ ხედავს და ამის გამო გამო არავის აჯილდოვებენ.

5. მეხუთე — საკუთარი სულიერი განათლებულობის დამალვაა. ის მხოლოდ თქვენია და არავის ჩარევა ამაში საჭირო არ არის. ამის შესახებ სხვებს მაშინ უთხარით, თუ ეს ყველაფერი გარდაუვლად საჭირო იქნება არამარტო თქვენთივს, არამედ გარშემო მყოფებისთვისაც.

6. მეექვსე, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ — ეს არის თქვენი ოჯახური კონფლიქტები და ცხოვრება. გახსოვდეთ: რაც უფრო ნაკლებს საუბრობთ პრობლემებზე საკუთარ ოჯახში, მით უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება ის. კამათი — ნეგატიური ენერგიისგან დაცლის საშუალებაა, რომელიც ურთიერთბის პროცესში გროვდება. რაც უფრო მეტს საუბრობთ საკუთარ პრობლემებზე, მით მეტად გჯერათ მათი.

7. მეშვიდე — ეს არის უწმაწური სიტყვები, რომლებიც ვინმესგან მოისმინეთ. ცნობიერებაც ისევე ბინძურდება, როგორც ტალახში ფეხსაცმელი. ადამიანი, რომელიც სახლში მისვლის შემდეგ ყვება ყველაფერს, რაც გარეთ მოისმინა, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც სახლში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მივიდა და არ გაიხადა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

20 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს

1. რა ისწავლეთ გასულ კვირას? –  თუ თქვენ პრობლემა გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ ცვლილებების დროა. თქვენს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ კვირა რაიმე ახალი უნდა გაიგოთ. 2.

Print Friendly, PDF & Email

ბიზნესის ფსიქოლოგია: როგორ ვიკონტაქტოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან

ცნობილი ფსიქოლოგი ჯეიმს ბორგი თავის წიგნში «დარწმუნების ძალა. ადამიანებზე გავლენის მოხდენის ხელოვნება» – გამოყოფს თანამოსაუბრეთა ხუთ ძირითად ტიპს, შესაბამისად, ხუთივე ტიპის ადამიანებთან საჭიროა ურთიერთობის თავისებური მეთოდის გამოყენება – სწორედ ამაშია

Print Friendly, PDF & Email

წერილი საყვარელ მეუღლეს – “მე მჯერა…”

ამბობენ თუ კი რეალური რაიმე გჯერა, გწამს ის აუცილებლად ისე იქნება როგორც შენ გინდა (რა თქმა უნდა ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო). მე მჯერა: დილით რომ ავდგები “გამათბობლის” თავზე უაზროდ დაკიდებული

Print Friendly, PDF & Email

Bence Peter: ეს კაცი როიალის ღმერთია!

პიანისტი Bence Peter-ი როიალზე უკრავს მაიკლ ჯექსონის სიმღერის ქოვერს. და მას ეს მაგრა გამოსდის! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never

Print Friendly, PDF & Email

4 კვირა, რომლიც მთლიანად შეცვლის თქვენ ცხოვრებას

1 კვირა ადრე ადგომა,  დაახლოებით დილის 6-ზე და მაშინვეგაჩნდება საკუთარი თავის მოვლის დრო,  რომლის გამონახვა დღის მანძილზე ძალიან რთულია.  შედეგი – სიმშვიდე და წყნარი გარემო, სანამ ყველას სძინავს,   შეგიძლიათ თქვენი

Print Friendly, PDF & Email

რა არის წარმატების გასაღები? !

   ალბათ თითოეულ თქვენთაგანს ხშირად გიფიქრიათ  რა გსურთ სინამდვილეში? პასუხს დიდხანს ეძებდით,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სამოტივაციო სტატიის კითხვისას,  აღმოაჩინეთ,რომ  გსურთ  წარმატება და მასთან დაკავშირებული ყველა ემოციის განცდა. გსურთ საქმიანი შეხვედრები,

Print Friendly, PDF & Email