7 რამ, რაც არ უნდა უთხრათ გარშემომყოფებს

7 რამ, რაც არ უნდა უთხრათ გარშემომყოფებს

თითოეული ადამიანის წარმატება და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა ეზოთერიკოსები და პრაქტიკოსები ამტკიცებენ, რომ წარმატებისთვის ხელის შეშლა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ერთდროულად შეუძლია 7 საკითხს, რომელთა ხმამაღლა გამოთქმა და სხვებისთვის გაზიარება არ შეიძლება.

დამტკიცებულია, რომ ყველა ჩვენი აზრი და სიტყვა მატერიალურია: გულით გამოთქმული სურვილი სიტყვა-სიტყვით შეიძლება ახდეს, ნეგატიურ აზრებს თან სდევს შესაბამისი შედეგები, სხვისმა სიძულვილმა კი შესაძლოა მიგიყვანოთ რეალურ პრობლემებამდე. ამ შვიდი საკითხის პარალელურად, არსებობს ჩვენი ცხოვრების 7 მხარე, რომელთა შესახებ სხვებთან საუბარი არასასურველია და გიქადით პრობლემებს, უბედურებას და წარუმატებლობას.

1. საკუთარ წარმატებაზე საუბარი
შესაძლოა დამანგრეველი სიძულვილის მიზეზი გახდეს იმ ადამიანის, ან ადამიანების მხრიდან, ვისაც ამას უყვებით. თქვენი სიხარულის გაზიარება კოლეგებისა და ნაცნობებისათვის უნდა იყოს სიფრთხილით გაკეთებული: ყველას არ შეუძლია გულახდილად გაუხარდეს ახლობელი ადამიანის წარმატება. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, რომ პირადი წარმატება, ბედნიერება, გამართლება – ჩვენთვის შევინახოთ და მხოლოდ იმ ადამიანებს გავანდოთ, რომლებშიც დარწმუნებული ვართ ბოლომდე.

თუ ვინმეს მოუყევით საკუთარ ბედნიერებაზე და იგრძენით შური, წართმეული ენერგიის დაბრუნებას მედიტაციის საშუალებით შეძლებთ.

2. მარცხი და წარუმატებლობა
ამ საკითხების გასაჯაროვებაც არ ღირს. თქვენი სანაცნობო წრე შესაძლოა შედგებოდეს არაკეთილმოსურნე ადამიანებისგანაც, რომლებსაც ზურგს უკან ნამდვილად გაახარებს თქვენი მარცხი. ასეთ დროს მათი მხრიდან წამოსული ნეგატიური ენერგია ტვირთავს ყვითელ ჩაკრას, რომელიც ადამიანის აურას იცავს სიავისგან და თავისუფლებას ანიჭებს მას: გამოდის, რომ საკუთარი უბედურების არასწორი ხალხისთვის გაზიარებით, თქვენ კიდევ უფრო ასუსტებთ საკუთარ თავს.

3. გეგმები და ოცნებები
პრინციპში რეკომენდირებული არ არის საერთოდ ვინმესთვის ამის გაზიარება, ეს ცუდის ნიშანია. თუმცა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვისგანაც სიყვარულს გრძნობთ და რომლებიც თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებების გამზიარებლები არიან, რადგან ისინი პირიქით, შეიძლება დაგეხმარონ კიდეც დასახული მიზნების მიღწევაში. დანარჩენებთან საკუთარ მომავალზე ნუ ისაუბრებთ, რომელიმე მათგანს დიდი ალბათობით თქვენთვის სიკეთე ნამდვილად არ ენდომება, ან უბრალოდ შეშურდება და ნეგატიური ენერგიის ნაკადი თუ წამოვა თქვენსკენ, ეს ნამდვილად შეგიძლით ხელს მიზნების მიღწევაში.

4. სიყვარული და ურთიერთობები — ორი ადამიანის საქმე.
თქვენს მეორე ნახევარზე ჭორაობით ან პრეტენზიების გამოთქმით, თქვენ ავტომატურად გადასცემთ თქვენი სიყვარულის ენერგიას იმ ადამიანს, ვისაც ამ ყველაფერს უყვებით. ზუსტად იგივე ენერგეტიკული სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა თქვენ აქებთ საკუთარ მეორე ნახევარს სხვების წინაშე.

გახსოვდეთ, რომ «სახლიდან ნაგვის გატანა», ზუსტად ისე უნდა შეძლოთ, როგორც რაიმეზე დადებითად საუბარი. თქვენი სიხარული ან უბედურება მხოლოდ ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ, დანარჩნებთან თავი შეიკავეთ პირად საკითხებზე საუბრით.

5. ფინანსური მდგომარეობა
ასევე სჯობს თუ ამ საკითხს არ შეეხებით სხვებთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვისაც ეს აქტიურად აინტერესებს. ფინანსური არხი – საკმაოდ არამყარია, ის შეიძლება დააზიანოს ან სულაც მისი მიმართულება შეცვალოს ნებისმიერმა წვრილმანმა, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის დეტალურად ცოდნაზე.

ნებისმიერს, ვინც თქვენი ფინანსური მდგომარეობა იცის, შეუძლია ენერგეტიკულად თავისკენ მიიზიდოს ის და გააუარესოს, დაგაკარგვინოთ წარმატება და კეთილდღეობა, ხშირ შემთხვევაში კი სიტუაციის გამოსწორების შანსიც შეიძლება წაგართვან.

6. სხვებისთვის სიზმრების მოყოლა
საქმე იმაშია, რომ სიზმრებით ჩვენთან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაფრთხილება ან რჩევა მოდიოდეს. სიზმრის აზრის სხვებისთვის მოყოლით, მათ უშვებთ საკუთარ ენერგეტიკულ ველში და გაცილებით უფრო მოწყვლადი ხდებით ნებისმიერი არაკეთილგანწყობილი სურვილისა და აზრისთვის.

7. საკუთარ შიშზე საუბარი
ეს იმაზე უარესია, ვიდრე სიზმრების მოყოლა. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც მიზნად აქვს თქვენი დახმარება ეჭვებისა და შიშისგან გასათავისუფლებლად. სხვებისთვის ამის თქმა იგივეა, რაც ენერგიის გასროლა. ამ მონათხრობით ადვილია ენერგეტიკული ვამპირის ამოცნობა: ის ხარბად მოისმენს თქვენს საუბარს, მოახდენს თქვენს პროვოცირებას, ჩაითრევს თქვენს ემოციებს, გაიძულებთ დეტალების მოყოლას…

იმის გაზიარება, თუ რა გაშინებთ, შეგიძლიათ მხოლოდ სანდო და გადამოწმებულ ადამიანებთან, რადგან როცა სხვაზე ხართ მინდობილი, დაუცველი ხდებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like