7 კანონი, რომლითაც ცხოვრობს სამყარო

7 კანონი, რომლითაც ცხოვრობს სამყარო

შედგენილია ცნობილი ფსიქოლოგის რენდი გეიჯის მიერ (Randy Gage)/

1. სიცარიელის კანონი
თუ გჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი, გადააგდეთ ძველი. თუ გჭირდებათ ახალი ტანსაცმელი, დაასუფთავეთ თქვენი კარადა. კეთილი ნებით უნდა დაემშვიდობოთ თქვენს სტერეოტიპებს.

2. ცირკულაციის კანონი
მზად იყავით გაუშვათ რაღაც რასაც ფლობთ იმისთვის, რათა მიიღოთ რაღაც, რაც გსურთ.

3. წარმოსახვის კანონი
თავდაპირველად წარმატება უნდა დაინახოთ თქვენს წარმოსახვაში. გააკეთეთ თქვენი იდეალური დღის აღწერა და არავის აჩვენოთ გარდა იმისა, ვისაც ენდობით. შეინახეთ აღწერილობა ხელთან ახლოს და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ.

4. ხელოვნების კანონი
ადამიანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს თავისი აზროვნების, ინტუიციისა და წარმოსახვის ენერგიის ხარჯზე.

5. გაცემისა და მიღების კანონი
თუკი გასცემთ რაიმეს, ეს ყველაფერი ათმაგად დაგიბრუნდებათ. როცა თქვენ იღებთ სიკეთეს, მნიშვნელოვანია რომ გაუზიაროთ ის თქვენს გარემოცვას. თუკი გაქვთ წყალობა, რომელსაც არ გამოიყენებთ, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ღვთაებრივ არსს. იმისთვის, რომ საჭირო პატივისცემით მოეპყროთ თქვენს შესაძლებლობებს, უნდა გიხაროდეთ რომ გაქვთ წყალობა და უზიარებდეთ მას სხვებს. თუკი აკეთებთ ამას, თქვენ იზიდავთ კიდევ უფრო მეტ სიკეთეს თქვენს ცხოვრებაში.

6. მეათედის კანონი
სამყარო ყოველთვის აიღებს თავის მეათედს, ეს უბრალოდ მხარდაჭერის წყაროს მადლიერების კანონია – ყველაფერ იმის 10%, რასაც ფლობთ. არასოდეს იცით თუ როგორ დაგიბრუნდებათ ეს მეათედი. ფული – ჩვეულებრივი მოვლენაა, ის ასევე შეიძლება მოვიდეს ახალი მეგობრული ურთიერთობებით, გამოჯანმრთელების სახით და სხვა.

7. პატიების კანონი
თუკი არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს, ვერ მიიღებთ თქვენს სიმდიდრეს. თუკი თქვენი გული სავსეა სიძულვილით, სიყვარული მასში თავის ადგილს ვერ იპოვის. უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობებისგან, რომლებიც გიპყრობენ და სიმშვიდეს გიკარგავენ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ