7 გზა თქვენი ბიზნესის ფინანსირებისთვის

7 გზა თქვენი ბიზნესის ფინანსირებისთვის

კარგია, როცა საკუთარი სახსრები გაქვთ ბიზნესის დასაფინანსებლად. თუმცა, ეს იშვიათობაა და ხშირად საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების მოძიება. მოდი ერთად გავარკვიოთ, საიდან შეიძლება ფულის მიღება ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის.

დაფინანსების ძირითადი წყაროებია:

– ინვესტიციები

– ვენჩურული ინვესტიციები

– კრედიტები

– ლიზინგი

– ფრანჩაიზინგი

– სახელმწიფო დაკვეთა

– გრანტები და სუბსიდიები

1. ინვესტიციები
ინვესტიცია
– ეს არის კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება სხვადასხვა სფეროს საწარმოებში, სამეწარმეო პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში ან ინოვაციურ პროგრამებში. ინვესტორი – არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს პირადი, ნასესხები ან სხვა ფინანსური რესურსების საინვესტიციო პროექტებში დაბანდებას.

ინვესტიცები არსებობს უცხოური, სახელმწიფო, კრეძო, სამეწარმეო, ინტელექტუალური, მაკონტროლებელი, არამაკონტროლებელი.

ქმედების მიმართულებების მიხედვით ინვესტიციები იყოფა დასაწყებ ინვესტიციებად, გაფართოვებისთვის საჭირო ინვესტიციებად, რეინვესტიციებად, ძირითადი ფონდების შესაცვლელ ინვესტიციებად და სადივერსიფიკაციო ინვესტიციებად.

2. ვენჩურული ინვესტიციები
ვენჩური
– ეს არის მცირე ბიზნესის სფეროს საწარმო, რომლის საქმიანობას წარმოადგენს საცდელ-კონსტრუქტორული ან სხვა სამეცნიერო სამუშაოებით, რომელიც მიმართულია სარისკო პრეოქტების განხორციელებისკენ. ვენჩური არსებობს შიდა ან გარე.

შიდა ვენჩურის ორგანიზება ხდება იდეის ავტორებისგან ან ვენჩურული მეწარმეებისგან. გარე ვენჩური დაკავებულია პროექტებისთვის სახსრების მოძიებით საპენსიო ფონდებიდან, სადაზღვევო კომპანიების რესურსებიდან, მოსახლეობის დანაზოგებიდან, სახელმწიფო სახსრებიდან ან სხვა ინვესტორებისგან.

3. კრედიტი
იურიდიულ პირებს ბანკები კრედიტებს ხშრად სთავაზობენ, არიან ბანკები, რომლებიც გირაოს გარეშეც კი იძლევიან სესხს. თუმცა, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ როგორი უზრუნველყოფა და ფინანსური მაჩვენებლები აქვს მსესხებელს. როგორ წესი, დამწყებ მეწარმეებზე სახელმწიფო კრედიტს გასცემს სპეციალური ფონდიდან, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.

4. ლიზინგი
ეს არის ფინანსური მომსახურების სახეობა, დაკრედიტების ფორმა იმ შემთხვევაში, როცა ხდება საწარმოების მხირიდან ძრითადი ფონდების ან ფიზიკური პირების მხირდან ძალიან ძვირადღირებული საქონლის შეძენისას. ლიზინგის გამცემი ვალდებულია გამოისყიდოს ლიზინგის მიმღებისგან გარკვეული ქონება, მის მიერ მითითებული გამყიდველისგან და მიაწოდოს ლიზინგის მიმღებს ეს ქონება დროებით მფლობელობისა და გამოყენებისთვის თანხის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს, რომ გამყიდველისა და შესაძენი ქონების არჩევას ახდენს ლიზინგის გამცემი. ლიზინგის მიმღები თავიდან გვევლინება ქონების მფლობელად. არსობრივად, ლიზინგი – ეს არის ქონების გრძელვადიანი იჯარა მისი საბოლოოდ გამოსყიდვის უფლებით.

5. ფრანჩაიზინგი
ეს არის სავაჭრო ნიშნის ან კომერციული ნიშის იჯარა. ფრანჩიზას გამოყენების რეგლამენტირება ხდება ფრანჩაიზერსა (ის ვინც წარმოადგენს ფრანშიზას) და ფრანჩაიზას (ის ვინც იღებს მას) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. როგორც წესი, ხელშეკრულებით ხდება იმ თანხის გათვალისწინება, რომელიც გადასახდელია ფრანშიზას გამოყენებისთვის (ის შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ერთჯერადი გარკვეულ პერიოდზე, რომელიც შეადგენს გაყიდვების გარკვეულ პროცენტს). რაიმე საფასურის გადახდა შესაძლოა მოთხოვნაში არც იყოს დაფიქსირებული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფრანჩაიზები ვალდებულნი არიან ფრანჩაიზერისგან გარკვეული რაოდენობის საქონელი/სამუშაო/მომსახურება შეიძინონ.

6. სახელმწიფო დაკვეთა
ეს არის დაკვეთა გარკვეული საქონლის, სამუშაოების შესრულების, მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ადგილობრივი (მუნიციპალიტეტების) ბიუჯეტიდან და არასაბიუჯეტო დაფინანსების წყაროებიდან.

7. გრანტები და სუბსიდიები
გრანტი – ეს არის საწარმოებისთვის ან ფიზიკური პირებისთვის გაცემული სუბსიდია, რომელიც აისახება ფინანსური ან ნატურალური ფორმით. გრანტების მიღება შეუძლიათ არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

სუბსიდია – ეს არის ფულადი ან ნატურალური ფორმის ინვესტიცია, რომელიც გამოიყოფა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე სპეციალური ფონდებიდან და განკუთვნილია იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის, ადგილობრივი მმართველი ორგანოებისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის.

პირდაპირი სუბსიდიები – ეს არის პროგრამების, სფეროების, საწარმოების, რეგიონების (მაგალითად ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების) პირდაპირი დაფინანსება. ირიბი სუბსიდიები – ეს არის საშუამავლო მხარდაჭერა საგადასახადო და საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებით (მაგალითად, კორპორაციის შემოსავლის ლგოტური დაბეგვრა, პირდაპირი გადასახადების და საბაჟო ხაჯების დაბრუნება და ა.შ.).

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ. გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ.

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიმუშაოთ ფული მოგზაურობისას,  ანუ შემოქმედებითი ბიზნესი გზაში

დათანხმდებოდით თუ არა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის გემოგზაურათ სხვადასხვა ქალაქებში და თან ფული გეშოვათ? – სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი დადებით პასუხს გასცემს ამ შეკითხვას. ისიც ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობას ამის არც სახსრები

Print Friendly, PDF & Email

ოპრა უინფრის ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები

”როდესაც თქვენ არ აფასებთ საქმეს, რომელსაც აკეთებთ, არც სამყარო დაგაფასებთ თქვენ, როგორც პიროვნებას.” ”ამოისუნთქეთ. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.”  ”რასაც ახლა აკეთებთ, აკეთეთ საუკეთესოდ.

Print Friendly, PDF & Email

დონალდ ტრამპის წარმატების ისტორია

ბევრი ღარიბი ადამიანი ოცნებობს გამდიდრებაზე, თუმცა დონალდ ტრამპი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ის მდიდარ ოჯახში დაიბადა, მამამისი ფრედ ტრამპი – მილიონერი, სამშენებლო მაგნატი და ნიუ-იორკის წარმატებული მშენებელი იყო. მთელი ცხოვრების

Print Friendly, PDF & Email

იყენებენ კი ბიზნეს მოგზაურები Airbnb-ს?

სანამ შენ ფიქრობ, რომ Airbnb-სმხოლოდ პირადი მოგზაურობისას ღამის გასათევის საპოვნელად გამოიყენება, სახლის გაზიარების ქსელი თანდათანობით შეიჭრა ბიზნეს მოგზაურობის არენაზე 2014 წლიდან. ფაქტობრივად, Airbnb-სდიდი აღმასვლა 2017 წელს ჰქონდა. მათი ძალისხმევა კი

Print Friendly, PDF & Email

12 ჯადოსნური ფილმი, რომელიც საშობაოდ უნდა ნახოთ

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ეს არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. თანაც, თუ თქვენ ფილმების მოყვარულიც ხართ დღეს სწორედ ის დროა, მთელი ოჯახი ერთად ჩაუჯდეთ

Print Friendly, PDF & Email