7 გამონათქვამი, რომელიც შთაგონების მძლავრ ნაკადში დაგაბრუნებთ

7 გამონათქვამი, რომელიც შთაგონების მძლავრ ნაკადში დაგაბრუნებთ

ყველას გამოუცდია რთული დღეები, ამ დროს ერთადერთი რაც გვჭირდება არის გაგება. გჭირდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ ძლიერი ხარ და შეგიძლია სიტუაციას თავი გაართვა. უბრალოდ ელოდები ტკბილ და ხავერდოვან ხმას, რომელიც შენს შინაგან ქარბორბალას დაანგრევს და ყველა შენს პრობლემას მოუვლის.

თუ ასეთ ქარიშხალს ებრძვი, იცოდე, შენ მარტო არ ხარ! მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს: მარცხი, გულისტკივილი, დანაკარგი, ის, რომ ჯერ ვერ მოწყობილხარ შესაფერის სამსახურში, შენი ნდობით ბოროტად ისარგებლეს და ვინ მოსთვლის კიდევ…

გახსოვდეს, ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, არც შენ იქნები გამონაკლისი, რასაც არ უნდა ფიქრობდე ახლა, ნათქვამია: „აღმართს დაღმართი მოსდევს და ზამთარს გაზაფხული“.

გაეცანი გამონათქვამებს და იგრძენი მათი სიმტკიცე:

1. „წელიწადში ორი დღეა, როდესაც არაფერი უნდა გააკეთო, ერთს „გუშინ“ ჰქვია და მ „ხვალ“ ეძახიან მეორეს. დღეს შეიყვარე, გჯეროდეს, გააკეთე რაიმე მნიშვნელოვანი და უბრალოდ იცხოვრე.“ დალაი ლამა

ცნობილი ფილოსოფოსის ეს სიტყვები ცხოვრებასავით უეჭველია. შენ ცხოვრობ ახლა, აღარც წარსული არსებობს და ჯერ არც მომავალი დამდგარა. დაფიქრდი: შეგიძლია შეცვალო რამაც უკვე გაიარა ან ზედმიწევნით განსაზღვრო რა შეიძლება მოხდეს? პასუხი ცხადია, ეს არავის შეუძლია, ამიტომ წარსულში დატოვე ცუდი დღეები და ახლა მოიქეცი ისე რომ შეცვალო შენი მომავალი.

2. „გენიოსი ყველა ადამიანში იმალება, მაგრამ თუ თევზს ხეზე ასვლის ნიჭით შეაფასებ, მთელი ცხოვრება ემახსოვრება რომ სულელია.“ ალბერტ აინშტაინი

დაკვირვებულხარ ოდესმე ალბერტ აინშტაინის ამ გამონათქვამის მშვენიერებაზე? უბრალოდ გულწრფელია და ძალზედ პრაქტიკული. ხანდახან საწყალი გვგონია თავი, რადგან ვერაფრით მოვერგეთ სხვის მიერ ჩამოსხმულ ნაირ-ნაირ ყალიბს და ვიჯერებთ, რომ უსარგებლონი ვართ. თუმცა, საქმე ამაში სულაც არ არის. ყველას გაგვაჩნია ნიჭი და უნარი, რომელიც ჩვენდაუნებურად შიშებისა და გაუბედაობის ფარდის იქით მივჩქმალეთ. გარეშე ადამიანების პერსპექტივა შენს პოტენციალს ვერაფერს დააკლებს, მისი ბრწყინვალება მხოლოდ შენი თვალებიდან ჩანს.

3. „პირველი ადამიანი ვისაც ესმის რა გინდა და რისი გჯერა თავად შენ ხარ. ეს სიგნალია შენთვის და სხვებისთვის რამდენად შორს შეგიძლია გაცურო. საკუთარ თავს საზღვრებში ნუ მოაქცევ.“ ოპრა უინფრი

ზოგჯერ ვწყვეტთ ოცნებას და თავს ვანებებთ მიზნებისათვის ბრძოლას, რადგან მათ ასრულებას შეუძლებლად ვთვლით. ნებისმიერ დროს უნდა გვჯეროდეს და თავს შევუძახოთ: ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. მარცხისა და დაბრკოლებების არ უნდა გეშინოდეს, მიიღე ისინი ახალ გამოწვევებად და გაიზარდე.

4. „სწორი მიმართულებაც რომ აღმოაჩინო, ოდნავ მოდუნდები თუ არა, გამოჩნდება სხვა და ის აუცილებლად ბოლომდე მიჰყვება ბილიკს.“ უილ როჯერსი

დაფიქრდი ამ სიტყვებზე „მდგარ წყალში ბაყაყები აყიყინდებიანო“ წყალსაც კი სჭირდება მოძრაობა. თუ გსურს წარმატებული გახდე უნდა განაგრძო საკუთარი ტვირთის ზიდვა და წინ იარო. მცირე უსიამოვნებებს ნუ მისცემ საშუალებას სულიერად გამოგფიტონ, გწამდეს სასწაულები ხდება. ერთხელ თუ აიღე სწორი გეზი, ვეღარაფერი დაგაბრკოლებს ცხოვრებაში.

5. „ჩემი გონების ყვავილებს ჭუჭყიანი ფეხებით არავის გავათელინებ.“ მაჰათმა განდი

ამ ცხოვრებაში ჩვენი ნებისმიერი აქტივობის მომწესრიგებელი ჩვენი გონებაა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ეს ნამდვილად ასეა, ხდები ის რისიც გწამს. ხალხი ხშირად არ დაგვეხმარება, ამიტომ საჭიროა ვეზიაროთ ნეგატიურ აზრებთან გამკლავების ხელოვნებას. შენ წყვეტ ვინ გინდა შემოუშვა და ვის მიუჯახუნებ ცხვირწინ შენი გონების კარს. საკუთარი გონების გაკონტროლებას როცა ისწავლი ვერავინ და ვერაფერი გაბედავ შენს შეწუხებას.

6. „ზოგჯერ დიდი სიხარული მწარე სინამდვილის საფარველით გვიახლოვდება.“ ოსკარ უაილდი

რთული დღეები გვაიძულებენ დავივიწყოთ, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ახლანდელ გაჭირვებებს მოვყავართ ხვალინდელ სიმშვიდესთან, ყოველთვის ასე არ იქნება, ტკივილი დროებითია. თუ გადაწყვეტ არ დანებდე მთელი სამყარო დაგეხმარება მიზნის მიღწევაში. ნათქვამია: „ღმერთი იმას ეხმარება , ვინც საკუთარ თავს ეხმარება“.

7. „ქაოსისა და ბრძოლების შუაგულში ყოფნისას, სიმშვიდე შენს გულში შეინარჩუნე.“ დიპაკ ჩოპრა

ეს მოსაზრება ერთგვარი სარკეა, რომელიც შენს პრომლემებს ახლებურად აირეკლავს და შენი არჩევანია ისინი დაგამარცხებენ თუ მისცემ საშუალებას გასწავლონ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი: ფოკუსირდე მიზანზე საომარი ყიჟინის დროს, რადგან ბრძოლისას მახვილის აღება ნახევარ წარმატებას ნიშნავს და შენ იმსახურებ გამარჯვების სიმღერას.

მარცხი და წარმატება ერთი მედლის ორი მხარეა. მნიშვნელობა არ აქვს ახლა რას განიცდი, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ამას თავის დროზე გაიგებ. მთავარია, ერთ დღეს დააფასებ შენს ყოველ შეცდომას და გამოწვევას, რადგან მათი წყალობით შესანიშნავ, ძლიერ ადამიანად იქეცი.

რომელი გამონათქვამია შენი შთაგონების წყარო და რატომ?
მოგვწერე კომენტარებში

 

თარგმნა: მაია დოლაშვილმა

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1499 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ