7 ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი
1536 Views

7 ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

ნებისმიერი ადამიანის შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად, სექსუალური და აგრესიული იმპულსები და დაძაბულობაა.

ჩვეულებრივ ეს კონფლიქტები მცირე დროში თავისთავად გვარდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება. ჩვენი შინაგანი (ინტერნალური) კონფლიქტები შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ძალიან დიდი ვნებაც მოგვაყენოს.

ჩვენ ხშირად ვტირით ვნერვიულობთ, რადგან ვშფოთავთ და ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომლებიც გვიცავს ისეთი უსიამოვნო ემოციებისა და შეგრძნებებისგან, როგორიცაა, თუნდაც, შფოთვა.

აი შვიდი მათგანი:

1. რაციონალიზაცია
რაციონალიზაცია არის ის, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ყოველდღე აკეთებს: იგი განიმარტება, როგორც „საკუთარი მიუღებელი ქცევისთვისთვის თუნდაც ყალბი, მაგრამ ეფექტური გამართლების მოძებნა (საკუთარ გონებაშივე)“. მაგალითად, რაციონალიზაციაა, როდესაც სტუდენტი ფულს პარავს თავის მდიდარ მეგობარს და საკუთარ თავს ეუბნება: „ის მდიდარია და ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება“.

2. იდენთიფიკაცია
იდენთიფიკაცია – არის „ინდივიდის სხვა ადამიანებთან, სოციალურ ჯგუფებთან, სოციუმთან თვითგაიგივების ფსიქიკური პროცესი თვითშეფასების გასამყარებლად“. პრობლემების გადავიწყების ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივ მეთოდს საკმაოდ ხშირად მიმართავენ: განსაკუთრებით, დაუცველი ადამიანები (ან ისეთი ადამიანები, ვინც თავს დაუცველად გრძნობენ). ამის მაგალითია ადამიანების შეერთება სპორტულ გუნდთან, რომელიმე საძმოსთან, ელიტურ ჯგუფთან, ან, თუნდაც, რომელიმე სუბკულტურასთან.

3. მიმართულების შეცვლა
მიმართულების შეცვლა ეს არის ემოციების ან გრძნობების (ძირითადად, ბრაზის) მიმართვა მათი ნამდვილი გამომწვევი მიზეზიდან სხვისკენ (ძირითადად, უფრო სუსტისკენ). ასეთი რამ უფრო მეტად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბება ხოლმე. დედას თავისი ბრაზი ვაჟიშვილზე გადააქვს, შედეგად ბიჭი თავის უმცროს დას უყვირის, შემდეგ და ძაღლს დაარტყამს, ხოლო ძაღლი კატას კბენს. ასეთივე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე საკუთარ ფრუსტრაციას (ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარკვეული სირთულით, დაბრკოლებით, მიზნის მიღწევის გზაზე) მოწინააღმდეგეზე, ან სავარჯიშო ტომარაზე ანთხევს.

4. პროექცია
პროექცია არის ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა თუ მოტივების ქვეცნობიერად სხვისთვის მიწერა. ეს თვისება სრულიად არ არის უჩვეულო და, სავარაუდოდ, ჩვენ ყველას გამოგვიცდია იგი. მაგალითად, როდესაც გაბრაზებულ გულზე ირგვლივ მყოფებს ვადანაშაულებთ, რომ ისინი მტრულად და ანტაგონისტურად განწყობილნი არიან. პროექციაა, ასევე, როდესაც პროფესიონალ პაროდისტს ჰგონია, რომ ყველა მის წაბაძვას ცდილობს (ისევე, როგორც თვითონ აკეთებს ამას).

5. რეგრესია
რეგრესია განიმარტება, როგორც „გამოუცდელი, უმანკო ქმედებისკენ მობრუნება“. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს (ნებისმიერ ჩვენგანსაც აუცილებლად გადახდენია თავს). ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა, როდესაც თინეიჯერი მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავს, უყვირის მათ, როდესაც მას არდადეგებზე ექსკურსიაზე წასვლის უფლებას არ აძლევენ. შემდეგ კი პირიქით, არბილებს საქციელს, რათა მათი გული მოიგოს.

6. რეაქციის ფორმირება
რეაქციის ფორმიერება ერთერთი ყველაზე უცნაური ფისიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ადამიანს აქვს, როდესაც ადამიანი საკუთარი მოქმედებით თავის გრეგნობებსა და განცდებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. მაგალითად, როდესაც ურთიერთობაში სიტყვები „მე ის მეზიზღება“ იცვლება სიტყვებით „მე ის მიყვარს“. ან, როდესაც უფროსი აწინაურებს ისეთ თანამშრომელს, რომელზეც, რეალურად, გაბრაზებულია.

7. რეპრესია
რეპრესია საფუძვლად უდევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და, ალბათ, მათ შორის ყველაზე უცნაურიცაა. იგი განისაზღვრება, როგორც „უსიამოვნო ფიქრებისა და გრძნობების ქვეცნობიერში დამარხვა“.

რეპრესირებული მოგონებების გამო ძალიან ბევრი დაპირისპირება მომხდარა და საკმაოდ ბევრი დანაშაულიც. მოგონება, რომ პატარა გოგონას აწყენინეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიარულიც არ იცოდა, შეიძლება ბავშვს ქვეცნობიერში დაელექოს და ასაკთან ერთად აბსოლუტურად დაავიწყდეს კიდეც მანამ, სანამ წლების შემდეგ მეხსიერებაში უეცრად არ ამოტივტივდება. პრობლემა ამაში ისაა, რომ ასეთი მოგონებები ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეპრესირებული ფაქტები საკმაოდ ზუსტი აღმოჩენილა, მაგრამ, სასურველია, თუ ასეთ მოგონებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like