7 დღე და შენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება

7 დღე და შენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება

ბევრ ადამიანს ერთი შეხედვით ეჩვენება, რომ მცირედი ცვლილებაც კი სირთულეებს უკავშირდება, ითვლება, რომ ახალი ცხოვრების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის საჭიროა უდიდესი ძალისხმევა და მოქმედების სტრატეგიული გეგმა მისი სრულყოფისათვის. სინამდვილეში ადამიანს თავიდან სჭირდება გაითავისოს რამოდენიმე პრინციპი, რომლებიც დაეხმარება საჭირო საძირკველი ჩაუყაროს თავის ახალ, წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას.

1. შეცვალეთ თქვენი საუბარი
სიტყვები, რომლებსაც ადამიანი ყოველდღიურად წარმოთქვამს, უდიდეს ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაში მის მდგომარეობაზე. თქვენი აზრები და განსჯა სრულად უნდა შეესაბამებოდეს წარმატებული და თავდაჯერებული ადამიანის იმიჯს. გახსოვდეთ, რომ სიტყვით შეიძლება მოკლა ან გადაარჩინო, სიტყვით შეიძლება მთელი არმია აიყოლიო. საკუთარი აზრის შეცვლა არის ქმედება, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, დასაწყისისთვის დაგჭირდებათ საუბრის მანერის და სტილის შეცვლა. გამოიყენეთ ახალი სიტყვები, ფრაზები, ფრაზეოლოგიები, გამოიყენეთ სხვადასხვა ანდაზები და გამონათქვამები, მაგრამ მთავარია, რომ თქვენი სიტყვები არ იყოს უაზრო და უადგილო. გათავისუფლდით პესიმისტურად განწყობილი ფრაზებისგან, მაგალითად: «არაფერი ახალი არ ხდება», «ყელაფერი ისეა, როგორც გუშინ», «მე არაფერი არ გამომდის», «არ ვიზამ, არ მინდა, არ შემიძლია ამის გაკეთება», «არავის არ სჭირდება ეს» და ა.შ. რა თქმა უნდა ამას დრო დასჭირდება, მაგრამ როგორც კი შეიცვლით მიდგომას, შეიცვლება რეზულტატიც. საზოგადოებისთვის თქვენ გახდებით საინტერესო და მრავალმხრივი პიროვნება, რომელიც მის წინაშე ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს.

2. დაფიქრდით რის გამო შეიძლება ღმერთს უთხართ «მადლობა»
მაშინაც კი, როცა ადამიანს რაიმე კარგი შემთხვევა აქვს, მადლიერი არ არის თავისი ცხოვრების. ის იღებს ამ წარმატებას და სწრაფად ივიწყებს იმას, რომ ამ ყველაფერმა მის ცხოვრებაში შეიტანა დადებითი რეზულტატი, ორი-სამი დღის შემდეგ ადამიანი ისევ რაღაცით უკმაყოფილოა და მეტი უნდა. ისწავლეთ ბედნიერების წუთების გახანგრძლივება და მადლობა მოუხადეთ როგორც საკუთარ თავს, ისე ღმერთს იმისათვის, რაც ადრე გქონდათ, რაც ახლა გაქვთ, ყველა დანაკარგისა და შეცდომისთვის, რაც დაგეხმარათ უფრო ძლიერი გამხდარიყავით.

3. ჩვენ ჯადოქრები ვართ, რომლებიც საკუთარ სურვილებს ვასრულებთ
ალბათ ყველა ჩვენგანი შეჯახებია დროის უკმარისობის პრობლემას მიზნების რეალიზაციისას. ზოგჯერ რომელიმე საკითხის გადადება გვიხდება, ზოგჯერ კი საერთოდ გვავიწყდება. თქვენი ამოცანა მარტივია: ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა თქვენი სურვილი, მიზნები, რომლებიც გინდათ განახორციელოთ ცხოვრებაში. ნუ დაკარგავთ დროს, ის ძალიან ძვირფასია, ახლავე შეუდექით რომელიმე საკითხის მოგვარებას! რაც მთავარია – გჯეროდეთ საკუთარი თავის, ყველაფერი გამოგივათ.

4. იცხოვრეთ ბოლო წუთებით და შეავსეთ ისინი ბედნიერებით
აქ მთავარია გესმოდეთ ერთი რამ: დღეს ყველაზე კარგი დღეა, მიუხედავად ყველაფრისა! დილით გაიღვიძეთ იმ განწყობით, რომ ადამიანის აზრები «მატერიალურია». ძილის წინ განვლილ დღეს მადლობა მოუხადეთ, რომელიც იმიტიომ მიდის, რომ გაჩუქოთ სინათლე ან რაიმე ახალი ცხოვრებაში. განეწყვეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება!

5. არ გაუშვათ რაიმეს შეისწავლის შანსი, ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება
ძალები მოსინჯეთ შემოქმედებაში, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თავს ვერ გაართმევთ. არ არსებობს სიტყვა «არ შემიძლია», არის სიტყვა «არ მინდა». ადამიანი უნიკალური ქმნილებაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სირთულესთან ადაპტაცია და ყველაფრის სწავლა – მთავარია სურვილი.

6. ჩამოყალიბდით ცხოვრების აზრსა და მიზნებში
იმისათვის, რომ მოცემულ ფილოსოფიურ ასპექტში გაერკვეთ, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

1) რას შეუძლია ტირილამდე გამაბედნიეროს?
2) რა აიძულებს ადამიანებს, მათ შორის მეც, რომ გაიღიმონ?
3) ძირითადად რა ნიჭის გამო მაქებს გარემოცვა?
4) რამ შეიძლება უზომო სიხარული გამოიწვიოს ჩემში და ჩემს გარემოცვაში?
5) რა ტიპის საქმიანობისთვის შემიძლია ღამის გათენება?
6) რას შეუძლია შემცვალოს, ან რამ შემცვალა დადებითი კუთხით?

7. გახსოვდეთ, რომ შედეგი უცებ არ ჩანს
იყავით მომთმენი, 7 დღე – ეს ის დრო არ არის, რომ საკუთარი თავის ცნობა ვეღარ შეძლოთ «სარკეში». ეს მხოლოდ გამოწვევაა თქვენი «მე»-ს მიმართ. თქვენ ცოცხალი ადამიანი ხართ, ფორმირებული შეხედულებებით, ჩვევებით, აზროვნების ფორმით, კავშირებით, რომლებიც შეიძინეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე. ყველაფრის შეცვლა 7 დღეში არ გამოვა, მაგრამ თუ ცვლილებებს შეიტანთ ცხოვრებაში, დარწმუნდებით, რომ არც თუ ისე ცუდი ხართ, როგორც ფიქრობდით, რომ თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი არ არის. ისწავლეთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, შეცვალეთ საკუთარი თავი და ნუ შეგეშინდებათ ამის, მხოლოდ თქვენ იცით საკუთარი სრულყოფილების ზღვარი. იმოქმედეთ! თქვენგან მხოლოდ მოთმინება და სურვილი მოითხოვება!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ