7 ხერხი სიზარმაცის დასამარცხებლად
1047 Views

7 ხერხი სიზარმაცის დასამარცხებლად

1. იმისათვის, რომ აღარ იზარმაცოთ, არაფერი არ უნდა აკეთოთ. სერიოზულად ვამბობთ ამას. დადექით ოთახის შუაგულში და არაფერი აკეთოთ, საერთოდ არაფერი: არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ წაიკითხოთ, არ დაწვეთ, არ უსმინოთ მუსიკას და არ იფიქროთ. არ გაივლის თხუთმეტი წუთი და თქვენ ნამდვილად დაიწყებთ მოქმედება.

1. იმისათვის, რომ აღარ იზარმაცოთ, არაფერი არ უნდა აკეთოთ.
სერიოზულად ვამბობთ ამას. დადექით ოთახის შუაგულში და არაფერი აკეთოთ, საერთოდ არაფერი: არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ წაიკითხოთ, არ დაწვეთ, არ უსმინოთ
მუსიკას და არ იფიქროთ. არ გაივლის თხუთმეტი წუთი და თქვენ ნამდვილად დაიწყებთ მოქმედება.

2. აქ ხომ ხუთი წუთის საქმეა
დააძალეთ თავს ხუთი წუთი იმუშაოთ. ეს მნიშვნელოვნად იოლია ვიდრე ისეთი საქმის წამოწყება, რომელსაც მთელი დღე მოუნდები. ხუთი წუთი ყველაფრის გაძლება და ატანა შეიძლება. ამავდროულად, ეს საკმარისია, რათა დაიწყოთ შრომა. შემდეგ თქვენ უკვე ვეღარ გაჩერდებით.

3. დაყავით დიდი საქმე ნაწილებად
დიდი პრობლემის დაძლევა უბრალოდ შეუძლებელია. დაყავით იგი ნაწილებად და ერთმანეთის მიყოლებით დაძლიეთ ისინი. ეს მნიშვნელოვნად იოლია.

4. რუტინას დაანებეთ თავი!
ყველაფრის კეთება საიმისოდ, რომ არაფერი აკეთოთ? ჭამა, ჭურჭლის რეცხვა, მაღაზიაში გასვლა, ფოსტის შემოწმება, ახალი ამბების ყურება და მეგობრების ბლოგის წაკითხვა… გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მთავარი ამოცანისგან თქვენი ყურადღების გადატანას. ამით მხოლოდ თავისუფალ დროს უნდა დაკავდეთ.

5. დილიდან დაიწყეთ შრომა
ადამიანები იყოფიან „ტოროლებად“ და „ბუებად“. ბუები, ჩვეულებრივ, ზარმაცობენ მთელი დღის განმავლობაში, იგონებენ დაუსრულებლად გასასამართლებელ საბუთებს და საქმეს მიუჯდებიან მხოლოდ საღამოსკენ. ჩვენ ერთნაირად შეგვიძლია როგორც დილით, ასევე საღამოს მუშაობა.

6. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი
ნებისმიერი საქმიანობა უნდა იქნას დაფასებული, ამიტომ, მუშაობისას სასარგებლოა საკუთარი თავის დაჯილდოვება. თუ საქმის ნაწილი დაასრულეთ, მაშინ დალიეთ ერთი ფინჯანი ყავა საყვარელ ორცხობილასთან ერთად, გაისეირნეთ, ან დაისვენეთ ხუთი წუთი. ეს კარგი ჩვეულებაა.

7. არ გადადოთ ხვალისთვის
ხვალინდელი დღე ყოველთვის კვირის ყველაზე დატვირთული დღეა, რადგან ჩვენ გამუდმებით გადაგვაქვს საქმე ხვალისათვის. თუ გსურთ თავიდან დაიწყოთ ცხოვრება, მაშინ დაიწყეთ ახლავე, რადგან ხვალე გამოჩნდება რაიმე გადაუდებელი საქმე ან თქვენ უბრალოდ გადაიფიქრებთ. თუ უკვე საკმაოდ გვიანია, მაინც დაიწყეთ საქმე დღეს. დაწყებულის გაგრძელება უფრო იოლია, ვიდრე ახლის დაწყება.

ეცადეთ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს საქმეებში. დაე, სიზარმაცე ნუღარ გადაგეღობებათ წინ. 🙂

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like