7 საშუალება თვითმოტივაციისთვის

7 საშუალება თვითმოტივაციისთვის

კარგი ახალი ამბები თქვენთვის. არის რამოდენიმე ცბიერი მაგალითი, რომელიც გაგამხნევებს უფრო სერიოზული შრომისათვის. ისინი მუშაობენ ნებისმიერი მიზნებისათვის როგორც თქვენი მცირე ბიზნესისათვის, ისე ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

კარგი ახალი ამბები თქვენთვის. არის რამოდენიმე ცბიერი მაგალითი, რომელიც გაგამხნევებს უფრო სერიოზული შრომისათვის. ისინი მუშაობენ ნებისმიერი მიზნებისათვის როგორც თქვენი მცირე ბიზნესისათვის, ისე ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

გამოიყენეთ კონკურენციის სული. იპოვეთ ვის გაუწიოთ კუნკურენცია, და თქვენ აღმოაჩენთ თქვენში ენერგიის და მოტივაციის უზარმაზარ მარაგს, რომელზეც არც კი გქონიათ ეჭვი. შეიძლება, თქვენ გინდათ პროგრამირება ან მოწევისთვის თავის დანებება, იპოვეთ თქვენთვის პარტნიორი, რომელთანაც შეძლებთ გააკეთოთ საკუთარი თავის შედარება ამ საქმეში. ეძებეთ ხერხი გადააქციოთ თქვენი შრომა ჯანმრთელ ასპარეზად: ეს შეიძლება იყოს არაოფიციალური ნიძლავი მეგობრებთან, რაიმე კონკურსები და შეჯიბრებები რომლებიც თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის ინტერნეტში, და შეიძლება თვითონაც კი მოახდინოთ ზოგიერთის ორგანიზება.

“მე უბრალოდ დავიწყებ…” მაგალითად, თქვენ გადაწყვითეთ წიგნის დაწერა. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერანაირად ვერ მოდის განწყობა პირველი სტრიქონებისათვის. ყოველ დასვენების დღეს თქვენ პირდებით საკუთარ თავს, რომ დახარჯავთ არანაკლებ ორ საათს ამაზე სამუშაოდ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ პოულობთ ამისათვის არც დროს და არც ძალებს. იმის მაგივრად, რომ უცებ გააკეთოთ უზარმაზარი ნაბიჯი, გააკეთეთ პატარა ნაბიჯი. უთხარით საკუთარ თავს: “მე უბრალოდ 5 წუთით ჩავრთავ ვორდ-ს” და “მე უბრალოდ ორ სტრიქონს დავწერ”. როგორც წესი, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამგვარი პატარა ნაბიჯებისათვის თქვენ ეტაკებით ძალიან პატარა ინერციას. ეს მუშაობს ნებისმიერი მიზნებისათვის: “მე უბრალოდ თაროს ვალაგებ”, “მე უბრალოდ ერთ დიაგრამას გავაკეთებ ანგარიშისათვის”, “მე უბრალოდ წავალ და წამოვიღებ ჩემს გიტარას”.

ჩართეთ ტაიმერი და შეეცადეთ დროს გაუსწროთ. თუ ტქვენ გინდათ გააკეთოთ მეტი სამუშაო, მაშინ ერთერთი ყველაზე ეფექტური ხერხი მდგომარეობს დროსთან შეჯიბრებაში. მიეცით საკუთარ თავს ამოცანა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ამოხსნისათვის საჭიროა ერთი საათი, მიეცით საკუთარ თავს 45 წუთი. ეს გეხმარებათ იყოთ ყურადღებიანი იმიტომ, რომ თქვენ “კანით გრძნობთ” როგორ გარბის დრო  იმიტომ, რომ თქვენ ზუსტად იცით, რით იქნებით დაკავებული უახლოესი 45 წუთის განმავლობაში.

მუსიკას მოუსმინეთ. საყვარელი მუსიკა მოქმედებს ისევე როგორც სიცილის მუხტი. სწრაფ ენერგიულ მუსიკას შეუძლია დაგეხმაროთ შეინჯღრიოთ და მთლიანად გაიღვიძოთ. შესაზლოა გონებრივი ამოცანებისათვის, ისეთების, როგორიცაა, წერილების დაწერა, პროგრამირება, ანგარიში – თქვენ უფრო მოგიხდებათ ნელი ფონური მუსიკა. მოუსმინეთ იმას, რომელიც გეხმარებათ დარჩეთ წყნარი და ყურადღებიანი. აქ არ არის კონკრეტული რეკომენდაციები, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და უყურეთ, რა მოქმედებს კონკრეტულად თქვენთვის.

იყავით პატიოსანნი სხვა ადამიანების წინ. თქვენ ოდესმე გიმუშავიათ მარტო იმიტომ, რომ თქვენს სამუშაოზე იყო დამოკიდებული სხვა ადამიანი? ან, იქნებ, თქვენ გაიხსენებთ, როგორ აწესებდა თქვენი მწვრთნელი სატრენაჟორო დარბაზში თქვენთვის ვარჯიშების ინდივიდუალურ პროგრამას და აკონტროლებდა მას?

ანგარიშვალდებულება სხვა ადამიანების წინაშე წარმოადგენს მოტივაციის მძლავრ ინსტრუმენტს. შეიძლება, თუ თქვენ გეგმავთ რაიმე სამუშაოს შესრულებას, და უკვე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს, მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ გინდათ მისი გაკეთება იმიტომ, რომ თქვენ უკვე თვალყურს გადევნებს რამოდენიმე ათეული თვალი. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, უთხრა: “კი, მე უკვე გავაკეთე ეს!” იმას, ვისაც ეუბნებოდი იმის შესახებ, რომ ახლა იწყებ ამის კეთებას. თუ თქვენ გაქვთ საშუალება, განიხილეთ პროგრესი თქვენს საქმეებში თქვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ეს შეიძლება გახდეს მძლავრი მოტივატორი ყველასათვის.

რისთვის გჭირდებათ ეს? შეადარეთ თქვენი მდგომარეობა მაშინ, როდესაც თქვენ მხოლოდ ფიქრობთ და არაფერს არ აკეთებთ იმ მდგომარეობასთან, როდესაც თქვენ რეალურად მოქმედებთ. თუნდაც თქვენ ყოველთვის არ გესმით ნათლად ის, რომ ეს სამსახური პირადად თქვენთვის რას მოიტანს მომავალში, მაგრამ შეხედეთ, რა მოიტანა მან ახლა. ამგვარ, როდის გრძნობთ თავს უკეთესად – გაუბედაობის და აპატიის ტანჯვებში, ან კონკრეტული მოქმედების მომენტში?

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. თუნდაც დამთავრებული სამუშაო – თავისთავად ჯილდოა, მაგრამ ხანდახან გვეჩვენება, რომ მისი დამთავრება შორეულ ჰორიზონტზე ჩანს. ასეთ შემთხვევაში ძნელია მოტივაციის შენარჩუნება აქტიურ შრომით სამუშაო დღეებზე დღიდან დღემდე. თუ თქვენ სიტყვას აძლევთ საკუთარ თავს წახვიდეთ მწვადზე მეგობრებთან ერთად იმის მერე, როგორც კი გააკეთეთ რემონტი სააბაზანოში, მაშინ თქვენ გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი გამოიყენოთ თქვენი ხელობა სამზარეულოს რემონტშიც. პატარა ჯილდოები ძნელი სამუშაოს ეტაპებისათვის, ანაწილებენ თქვენს სამუშაოს მოკლე ეტაპებად. და მაშინ ძნელი ამოცანები გვეჩვენებიან უფრო სასურველებად.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სად გველის წარმატება

იცხოვრო – ნიშნავს გარისკო. რისკი – ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღწევებიც. უმეტესობა ჩვენგანი მიეჩვია ყოველდღიურ რუტინას,

Print Friendly, PDF & Email

მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის…. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს

Print Friendly, PDF & Email

მოტივაცია გაყიდვებისთვის

მარტივი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების მოტივაცია – ეს არის თქვენი შიდა საქმე. ეს ძალიან აუცილებელი უნდა იყოს თქვენთვის და არა ვინმე სხვისთვის. ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ!თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ

Print Friendly, PDF & Email

4 რამ, რაც ხელს უშლის თქვენს წარმატებას

ჩვენ ვცხოვრობთ წარმატების დროში, სიმდიდრის მისაღწევად საჭიროა ზომიერი და თანმიმდევრული საუბარი – თქვენი წარმატება არის ყველგან, იქ სადაც მიდიხართ, იქ სადაც იყურებით, სატელევიზიო და სოციალურ მედიაში, წიგნებში და ჟურნალებში. მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.

Print Friendly, PDF & Email

ვის შეუძლია გახდეს მილიონერი?

მოზარდები, რომლებიც მიდრეკილნი არიან წვრილი სამართალდარღვევებისკენ, მაგრამ ამასთანავე აჩვენებენ მაღალ შედეგებს ინტელექტუალურ ტესტებში, დიდი ალბათობით სამომავლოდ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებენ და მილიონერები გახდებიან. როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი იუწყება, ამას

Print Friendly, PDF & Email