7 რჩევა, თუ როგორ ვაშენოთ წარმატებული კარიერა

7 რჩევა, თუ როგორ ვაშენოთ წარმატებული კარიერა

ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ფიქრობს კარიერაზე, წინსვლაზე, ხელფასის მომატებაზე, და თვითრეალიზაციაზე.
მაგრამ, სამწუხაროდ ეს არც თუ ყველას წარმატებით გამოსდის. რა არის ამის მიზეზი? წარმატებული კარიერის ასაშენებლად აუცილებელია საკუთარ თავში და გარშემომყოფების თვალში გაიზარდო ; მუდმივად მუშაობდეთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის ასამაღლებლად.

ქვემოთ მოვიყვანე 7 რჩევა, რომლებიც თქვენ ამ ზემოთქმულში დაგეხმარებათ:

1. იყავით ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარეობა ცოდნის მიღების და გაღრმავების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომელიც ცნობისმოყვარეობის აღძვრაში დაგეხმარებათ:

  • არ თქვათ რაიმეზე, რომ იგი მოსაწყენია. 
  • ჩვევად აქციეთ გამოკითხვები. ჩვენ ხშირად ვთვლით, რომ ზოგიერთი რამ თავისთავად ცხადია და ჩაღრმავებას არ საჭიროებს. ვიღებთ მათ ისე, როგორც არის. ჩვევად შეიძინეთ რომ არ იყოთ ზედაპირულნი, უფრო ჩაუღრმავდეთ საკითხს. დასვით მეტი შეკითხვა. 
  • ნაკლები სერიოზულობით შეხედეთ საგნებს. 

2. გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობები
მუდმივად უნდა მუშაობდეთ თქვენი შესაძლებლობების განვითარებასა თუ დახვეწაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია. იმისათვის, რომ საგანი ადვილად შეისწავლოთ, უმჯობესია გამონახოთ რაიმე მამოტივირებელი საბაბი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცნობისმოყვარეობა, ვინაიდან ცნობისმოყვარე ადამიანის მოქმედებები ყოველთვის მამოძრავებელია.

3. გამოიმუშავეთ ახალ და უცხო გარემოსთან შეგუების უნარი
თქვენ ადვილად უნდა შეგეძლოთ ახალ სიტუაციებში ადაპტირება. იყავით ის ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც იცის თუ რის შესწავლა სურს და როგორ შეისწავლოს ის უმოკლეს დროში. უნდა ისწავლოთ მომავალში ყურება, რათა წინ გაუსწროთ სხვებს; შეიძინოთ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც მომავალში მოთხოვნადო იქნება.

4. შეიქმენით მისაბაძი მოდელი
თქვენ გაგიადვილდებათ წინსვლა, თუ თქვენს წინაშე კონკრეტულ მაგალითები გექნებათ დასახული, რის მიღწევისკენაც ისწრაფვით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მოიძიოთ მისაბაძი მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რისკენ ისწრაფვით, რათა მიაღწიოთ შესაბამის თქვენთვის სასურველ შედეგს.

5. იპოვეთ თქვენი მრჩეველი
მაშინაც კი, როდესაც გყავთ მოდელი მიბაძვისათვის, თქვენ ხშირად ვერ მოგეცემათ მასთან საუბრის საშუალება. მაგრამ სწავლის პროცესი გაცილებით მარტივი იქნება, თუკი თქვენ გაესაუბრებით ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე გაიარა. ამიტომ, თქვენ გესაჭიროებათ არა მხოლოდ მოდელი, არამედ მრჩეველიც. ეს უნდა იყოს ადამიანი, მდიდარი გამოცდილებით თქვენთვის სასურველ და საინტერესო სფეროში. მას უნდა შეეძლოს თქვენთვის სასარგებლო რჩევის მოცემა, რაც საგრძნობლად დაგიზოგავთ თქვენს დროს.

6. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა
თვითგანათლება არა მხოლოდ თეორიას, არამედ პრაქტიკასაც მოითხოვს. იმ დროს, როდესაც უმეტესობას ურჩევნია ჯერ გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და დაეუფლოს მას სრულყოფილად, ამ დროს თქვენ ისწავლით უფრო სწრაფად და ეფექტურად, თუკი იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. შესაძლოა წააწყდეთ სირთულეებს, მაგრამ ეს ყველაფერი –თქვენი წარმატების საწინდარია, ვინაიდან თითოეული გადალახული სირთულე– გაკვეთილია.

7. შეამცირეთ სწავლის დრო
საგნის შესწავლის სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო გამოვყავით ამისთვის. რაც უფრო ნაკლები დრო გაქვთ ველოსიპედის ტარების სასწავლებლად, მით უფრო სწრაფად აითვისებთ ტარებას. აი რამდენიმე ხერხი სწავლისთვის განკუთვნილი დროის შესამცირებლად:

  1. ძალისხმევა, რომელსაც თქვენ იყენებთ, იმისათვის რომ გააუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები და ცოდნა, უნდა იყოს გამართლებული. თუ ვერ ხედავთ სარგებელს, ნუ გაირჯებით. განივითარეთ ის თვისებები, რომელიც რეალურად გამოგადგებათ. 
  2. შეეცადეთ სწრაფად გადახვიდეთ პრაქტიკაზე. რამდენიც არ უნდა იკითხოთ წიგნში ერბო კვერცხის რეცეპტი, სანამ არ დაამზადებთ, მაინც არაფერი გამოგივათ.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ