7 არაჩვეულებრივი გაკვეთილი უილ სმიტისგან

7 არაჩვეულებრივი გაკვეთილი უილ სმიტისგან

1. ნუ იქნებით რეალისტი
„რაში მდგომარეობს რეალიზმის არსი? ედისონი არ ყოფილა რეალისტი…“
ყველაფერი დიდებული ერთ დროს არარეალისტების მიერ შეიქმნა. მსოფლიოში მხოლოდ რეალისტები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ ამ დრომდე ვიცხოვრებდით ბნელ გამოქვაბულებში ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა მიღწევის გარეშე. მაშ რაში მდგომარეობს გაკვეთილი? ნუ იქნებით სრულად რეალისტები. დაისახეთ დიდი, თამამი მიზნები, რომელმაც შეიძლება შეგაშინოთ კიდეც. გამოდით თქვენი საზღვრებიდან, თქვენ შეგიძლიათ გაცილებით მეტი, ვიდრე თავს უფლებას აძლევთ მიაღწიოთ.

2. იყავით მიზანდასახული
გეგმა „ბ“ მხოლოდ გაცდენთ გეგმა „ა“-სგან
ფოკუსირდით თქვენს მიზნებზე და გამორიცხეთ სხვა დანარჩენი. თქვენი ყურადღების ერთდროულად რამდენიმე ძირითად მიზანზე განაწილებით თქვენ ხელიდან უშვებთ შანსს წარმატებაზე, რაშიც მდგომარეობს ადამიანების უმრავლესობის წარუმატებლობის მიზეზი. თუკი თქვენი ყურადღების კონცენტრაცია მყარია და თუკი თქვენს ძალისხმევას ძირითად ამოცანასა და მიზანზე მიმართავთ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას. მიზანდასახულობა კრიტიკულია. არ ღირს გაფანტვა წვრილმანებზე.

3. შეეცადეთ იყოთ დიდებული
„მე ვცდილობ დავემსგავსო იმ დიდებულ ადამიანებს, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ“.
ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან იყონ საშუალო და მეორეხარისხოვანი, ვერასოდეს მიაღწევენ დიდებას. იმისთვის რომ იყოთ დიდებული, უნდა ისწრაფვოდეთ დიდებისკენ. თქვენ აუცილებლად უნდა ისწრაფვოდეთ დაეხმაროთ უამრავ ადამიანს. რატომ უნდა იყოთ უბრალო, საშუალო ადამიანი, თუკი შეგიძლიათ მიაღწიოთ გაუგონარ დიდებას? რატომ უნდა იცხოვროთ ისე როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ და დახარჯოთ დრო სისულელეებზე, თუკი შეგიძლიათ თავი ხელში აიყვანოთ და ახვიდეთ დიდებისა და წარმატების მაღალ მწვერვალზე.

4. ჩაიხედეთ თქვენს გონებაში
„ჩემს გონებაში მე ყოველთვის ვიყავი ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი, უბრალოდ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“.
თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ამის დანახვა, ეს არასოდეს გექნებათ. თქვენს გონებაში უნდა ხედავდეთ იმას, რისი მიღწევაც გსურთ, ვიდრე ეს ყველაფერი რეალური გახდება. დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს წარმატებაში. თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენს ახალ სახლში, ატაროთ ახალი მანქანა და თქვენს წარმოსახვაში ხედავდეთ გასაოცარ მეორე ნახევარს, ვიდრე ეს ყველაფერი რეალური გახდება.

5. იქონიეთ რწმენა
„ეს რომ ნამდვილად იყოს ის, რისთვისაც რეალურად ვიქნებოდი მოწოდებული, ვფიქრობ ვერაფერი შემაჩერებდა შევდგომოდი შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეს“.
უნდა გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, ვიდრე რაიმე მოხდება. თქვენ ვერ შეძლებთ წარმატებულად მიიღოთ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში თუკი მიიჩნევთ, რომ არ იმსახურებთ პრეზიდენტობას. ეს ეხება ნებისმიერ მიღწევას. უნდა გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების და უნდა ეკუთვნოდეთ თქვენს მიზანს, რომ წარმატება მოვიდეს თქვენთან. თქვენ უნდა გახდეთ თქვენი ფან კლუბის პირველი წევრი.

6. იკითხეთ, რატომ „არა“?
„ყველა ჩვენგანი უმეცარია, ოღონდ ცოდნის სხვადასხვა სფეროში“.
ადამიანების უმრავლესობა გადაჭარბებით აფასებს სხვა ადამიანების შესაძლებლობებს და სათანადოდ არ აფასებს საკუთარს. ნუ განათავსებთ სხვა ადამიანებს საპატიო პედასტალზე, ამ დროს თქვენს თავს უმნიშვნელო ადამიანად შეაფასებთ. უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: „რატომ მე არა, რატომ ახლა არა?“. განა ვინმეს შეუძლია იყოს თქვენზე უკეთესი, განა ვინმე შეიძლება იყოს უფრო ღირსეული? მართლაც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩვენ ყველა უმეცრები ვართ, მაგრამ არის ისეთი სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გენიოსი უსაზღვრო შემოქმედების სფეროში.

7. იარეთ წინ
„ცხოვრების მანძილზე ადამიანებმა შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანონ, მოგექცნენ უპატივცემლოდ და ცუდად. მოდით უფალს მიანდეთ შეაფასოს მათი საქციელი, რადგან სიძულვილი თქვენს გულში შიგნიდან მოგიღებთ ბოლოს“.
ყოველთვის იყავით მზად აპატიოთ და წახვიდეთ წინ, გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენ გაკრიტიკებენ, ყველაზე მეტად განიცდიან სიყვარულის ნაკლებობას. სიძულვილი შობს სიძულვილს, სიყვარული კი სიყვარულს. იარეთ წინ, როცა აწყდებით ნეგატივს ადამიანების მხრიდან, უფლებას ნუ მისცემთ სიძულვილის გრძნობას, რომ შემოაღწიოს თქვენს გონებაში და მოიცვას თქვენი გული.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like