6 რჩევა პრობლემების გადაჭრისთვის (ნეირობიოლოგების დადასტურებით)

6 რჩევა პრობლემების გადაჭრისთვის (ნეირობიოლოგების დადასტურებით)

1. კონცენტრაცია მოახდინეთ გადაწყვეტილებაზე და არა პრობლემაზე
ნეირობიოლოგებმა დაადასტურეს, რომ ტვინს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება თუ თქვენ ჩაიციკლებით პრობლემაზე. ეს იმიტომ, რომ პრობლემაზე ყურადღების მიმართვისას თქვენ იზიდავთ ნეგატივს, რომელიც თავის მხრივ ცნობიერებაში ააქტიურებს უარყოფით ემოციებს. ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები უნდა დააიგნოროთ, პირიქით, ამავდროულად უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეს დაგეხმარებათ გააცნობიეროთ პრობლემა, შემდეგ კი გადაერთოთ გადაწყვეტილების მიღებაზე მოთქმა-გოდების და დამნაშავეების ძებნის ნაცვლად.

2. იყავით ობიექტური
მოსინჯეთ და განიხილეთ ყველა შესაძლო გადაწყვეტილება, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს რომელიმე მათგანი. იმისათვის, რომ ჩაუშვათ კრეატიული აზროვნება, რომელსაც შეუძლია გიკარნახოთ შესაძლო გადაწყვეტილებები, საჭიროა განიხილოთ ყველა იდეა და არც ერთზე არ თქვათ უარი თავიდანვე.

ე.წ. „ბრეინსთორმინგის“ ან პრობლემის გადაწყვეტის სხვა ხერხების დროს იფიქრეთ, რომ «ნებისმიერი იდეა კარგია» – ეს აზროვნების დროს კრეატივის სტიმულირებაში დაგეხმარებათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ მასხრად არ აიგდოთ „სულელური გადაწყვეტილებები“, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი იდეები გაცილებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს გვკარნახობენ.

3. პრობლემაზე იმსჯელეთ მიუკერძოებლად
შეეცადეთ არ მიიღოთ პრობლემა როგორც რაიმე საშინელი! თუ თქვენ დაფიქრდებით რაში მდგომარეობს პრობლემა – ეს იქნება უბრალოდ რეაქცია შექმნილ სიტუაციაზე. პორობლემა გაცნობებთ, რომ მოცემულ მომენტში რაღაც არ მუშაობს და საჭიროა ახალი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, შეეცადეთ პრობლემები გადაწყვიტოთ მიუკერძოვებლად, რაიმე შეფასების გარეშე. თუ თქვენ ჩაიციკლებით პრობლემაზე, ეს გამოიწვევს უარყოფით აზრებს და ხელს შეუშლის შესაძლო სპონტანურ გადაწყვეტილებებს.

4. იფიქრეთ აბსტრაქტულად
შეცვალეთ თქვენი აზრების „მიმართულება“ აბსტრაქტული აზროვნების დახმარებით. კონცენტრირება გააკეთეთ გამოთქმებზე: «ერთი და იგივე ადგილას ორმოს ამოთხრისას შეუძლებელია სხვა ადგილას ორმოს ამოთხრა». შეეცადეთ შეცვალოთ მიდგომა და შეხედეთ საგნებს სხვა მხრივ. შეგიძლიათ საკუთარ მიზნებს აბსოლიტურად საპირისპირო კუთხით შეხედოთ. მაშინაც კი, თუ ეს სულელურად მიგაჩნიათ, რადგან ახალი და ორიგინალური მიდგომა ხელს უწყობს ორიგინალური გადაწყვეტილების მიღებას.

5. ისაუბრეთ იმ ენაზე, რომელსაც თან ახლავს შესაძლებლობები
იფიქრეთ ფრაზებით: «რა იქნება რომ…» და «წარმოიდგინეთ რომ…». ეს გამონათქვამები ჩვენს ცნობიერებას საშუალებას აძლევენ კრეატიული გადაწყვეტილებები მიიღოს. თავი აარიდეთ ჩაკეტილ, უარყოფით გამონათქვამებს: «მე არ ვფიქრობ, რომ…» ან «ეს არასწორია, მაგრამ…».

6. გაამარტივეთ ყველაფერი
როგორც მოაზროვნე არსებებს, ადამიანებს ყველაფერის გართულებისკენ მიდრეკილება აქვთ. შეეცადეთ გაამარტივოთ თქვენი პრობლემა მისი განზოგადოების საშუალებით. მოაშორეთ დეტალები და დაუბრუნდით მთავარს. შეეცადეთ ნახოთ რეალურად მარტივი გადაწყვეტილება – რეზულტატმა შეიძლება გაგაოცოთ! ყველამ ვიცით, რომ მარტივი იდეები ხშირ შემთხვევაში ძალიან პროდუქტიულია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ