6 სასარგებლო ჩვევა, რომელიც გაგიაქტიურებთ ფსიქოლოგიურ გამძლეობას

6 სასარგებლო ჩვევა, რომელიც გაგიაქტიურებთ ფსიქოლოგიურ გამძლეობას

დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ადამიანებად თავისუფლად შეიძლება დავასახელოთ «ზღვის კატები» — აშშ-ს სამხედრო-საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმი. ჟურნალისტმა ნიკოლას კოულმა შეაგროვა რჩევები, რომლებიც ეხმარება სამხედროებს თავი გაართვან მძიმე რეჟიმს. B2P.GE გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

1. შეჭამეთ სპილო ნაჭრებად
ასე ეძასხიან წარმატებული დაგეგმვის და მიზნების მიღწევის ტექნიკას. გუნდში ეფექტურად მუშაობისთვის, საჭიროა გვესმოდეს როგორ ეხმარება თქვენი მცირედი თანამონაწილეობა მთელ გუნდს მიზნებისკენ მიმავალ გზაზე წინსვლაში. ამისათვის საჭიროა დიდი მიზანი დაიყოს პატარა და მარტივად შესრულებად ამოცანებად.

ეს ტაქტიკა მუშაობს ცხოვრებისეულ ყველა სფეროში. თუ თქვენ მუდმივად ფიქრობთ მხოლოდ საბოლოო მიზანზე, თქვენ მუდმივად შეუსრულებელი საქმის წინაშე დადგებით. და პირიქით, თუ თქვენ მობილიზდებით მხოლოდ წვრილმად დავალებებზე, ვერ შეძლებთ საერთო სურათის დანახვას და სულ მოგეჩვენებათ, რომ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნით.

საჭიროა ამ ორი მომენტის შეთავსება. დაიწყეთ მცირედით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ის დიდი მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფით.

2. მოახდინეთ წარმატების ვიზუალიზაცია
რა არის საჭირო სწორი ვიზულიზაციისთვის?

ყველაფერი წარმოიდგინეთ რაც შეიძლება გარკვევით და დეტალურად. ჩართეთ გრძნობის ყველა ორგანო.
საკუთარი ქმედებები მანამ ატრიალეთ თავში, სანამ არ მიაღწევთ მათ ავტომატიზირებას.
იყავით ოპტიმისტი, ნუ იფიქრებთ წარუმატებლობაზე, წარმოიდგინეთ, რო მყველაფერი გამოგდით.

გახსოვდეთ შედეგები: შესაძლოა ახლობლების განაწყენება არ გინდოდეთ, ან საკუთარი თავის სულელის პოზიციაში წარმოჩენა. თუ გრძნობთ, რომ სულიერად ვერ უმკლავდებით სიტუაციას, წარმოიდგინეთ თქვენი მარცხის შედეგები – ეს საშუალებას მოგცემთ გამაგრდეთ და მობილიზდეთ.
შემდეგ ამაღელვებელ ღონისძიებამდე წინასწარ გათვალეთ საკუთარი ქმედებები და წარმოიდგინეთ როგორ წარმატებულად გაართვით თავი ყველაფერს.

3. ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა
ამისათვის «ზღვის კატები» იყენებენ «4 X 4 X 4» მეთოდს:
ჩასუნთქვა — 4 წამი;
ამოსუნთქვა — 4 წამი;
გაიმეორეთ 4-ჯერ.
ეს მეთოდი სუნთქვის ვარჯიშებს ჰგავს, რომელიც მდიტაციაში გამოიყენება. მისი არსიც იგივეა – გეხმარებათ დამშვიდებაში. ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე არ შეიძლება, თუმცა პრაქტიკულად ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. შემდეგ ჯერზე, როცა სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, საკუთარ თავს მიეცით რამოდენიმე წუთი იმისათვის, რომ არაფერზე არ იფიქროთ და უბრალოდ კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე.

4. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება სიტუაციისადმი
ცნობილია, რომ ჭიქა შეიძლება იყოს ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია როგორ მიუდგებით ცხოვრებას. ფსიქოლოგიურად გამძლე ადამიანები ცდილობენ ყველაფერში დადებითი მხარე იპოვონ. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან ნეგატიური მიდგომა ვერანაირად ვერ დაეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში, პირიქით, ხელს შეუშლის.

სიტუაციისადმი საკუთარი დამოკიდებულების შეცვლის უნარი უმნიშვნელოვანესია წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის. რადგან როცა ოპტიმისტურად ვაზროვნებთ, ჩვენი მოტივაცია და სამუშაო პროცესში ჩართულობის მაჩვენებელი მაღლდება.

5. გაიხარეთ პატარა გამარჯვებებით
არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის დაჯილდოვება.
შეწყვიტეთ საკუთარი თავისთვის მუდმივად თქმა – «მე ძალიან ცოტა რამ გავაკეთე». წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებთ. მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი გექნებათ, თქვენ კი მხოლოდ დაიღლებით და გაღიზიანდებით.

შეჩერდით ცოტახნით და დაფიქრდით, რას მიაღწიეთ უკვე დასახული მიზნისკენ მიმვალ გზაზე. იზეიმეთ პატარა გამარჯვებები: დადებითი ენერგია დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში.

6. იყოლიეთ თქვენს გარშემო სწორი გარემოცვა
რა თქმა უნდა სპეცდანიშნულების სამხედროებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სპეციალურად წვრთნიან იმისათვის, რომ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ რთულ ოპერაციებში. გუნდური მუშაობა და ნდობა — მათი წარმატების საფუძველია. თუმცა სხვა სფეროებშიც მშვენივრად გამოგადგებათ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი ხართ: მარტო ყოველთვის ვერ გაართმევთ თავს საქმეს და ისეთ შედეგებს ვერ მიიღებთ, როგორიც შეიძლება გუნდური მუშაობისას.

ადამიანებთან ურთიერთბისას, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს და ინტერესებს, თქვენ უფრო სწრაფად განვითარებას და სრულყოფას შეძლებთ. მთავარია — იპოვოთ ის ადამიანები, ვინც თქვენ გგავთ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ განსხვავებულიც იმისთვის, რომ რაიმე ახალი ისწავლოთ ერთმანეთისგან. ასეთ გარემოცვაში თავენ გაგიჩნდებათ ერთობისა და კუთვნილების განცდა, ეს კი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ადამიანში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ინდიელების სიბრძნე

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს. 2. იმისათვის, რომ საკუთარი თავის გაიგონო, საჭიროა ჩუმი დღეები. 3. თუ შეატყვე, რომ მკვდარ ცხენით მიაჭენებ – ჩამოდი! 4. მან, ვინც ჩუმად არის, ორჯერ

Print Friendly, PDF & Email

ონლაინ სესხების 3 დადებითი შესაძლებლობა და რა შემთხვევაში არ უნდა ისარგებლოთ მისით

არის შემთხვევები როცა სასწრაფოდ გესაჭიროებათ თანხა და სხვა გამოსავალი, გარდა ონლაინ სესხისა არ არის, მაგრამ აუცილებელია გააცნობიეროთ პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რაც ამ უკანასკნელი მომსახურეობის მიღების შედეგად დაგეკისრებათ. მაშ ასე, რა

Print Friendly, PDF & Email

დიპაკ ჩოპრას 7 რჩევა ბიზნესმენებს

პირადი ეფექტურობის სპეციალისტი დიპაკ ჩოპრა ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ეხმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვემოთ მოცემულია ჩოპრას 7 რჩევა, რომლებიც მან ბიზნესმენებს მისცა. 1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ მინდა ბიზნესის კეთება? როცა

Print Friendly, PDF & Email

სიყვარული წვრილმანებშია…

მხატვარი «Puuung»-ი ხატავს ძალიან სასიამოვნო და თბილ ილუსტრაციებს, რომლებშიც აცოცხლებს სიყვარულის და ყოველდღიური ცხოვრების უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს. სიყვარული წვრილმანებში ცხოვრობს. ასეთი ფოტოების შემდეგ B2P.GE კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში.

Print Friendly, PDF & Email

საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის

ოფისი — ეს არის ფირმის სახე, სადაც ყველა თანამშრომელი ახდენს სტუმრის წინაშე კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის დემონსტრირებას. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა გაღიმება, საქმიანი სტილის ტანსაცმელი, ზრდილობიანი საუბარი – პირველი ნიშნებია, რომელთა

Print Friendly, PDF & Email

სტუდენტის სხარტი პასუხი პროფესორს

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა: — ბატი ღორთან არ მეგობრობს. — მაშინ, ნახვამდის პროფესორო, სხვაგან გადავფრინდები. პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და

Print Friendly, PDF & Email