6 მიზეზები დილის 6-ზე ასადგომად
2236 Views

6 მიზეზები დილის 6-ზე ასადგომად

ჩვენს ერთგულ მკითხველს წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა ადგეთ დილის 6 საათზე. B2P.GE-ის რედაქტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ტოროლები გახდებიან.

1. თქვენ გაგიჩნდებათ დრო იმისათვის, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ
ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მიაღწიოს მიზნებს, არ ჰყოფნით ფოკუსირებულლობა. თუ თქვენ დღეს არ იწყებთ იმის გარკვევთ, თუ რაზე უნდა იყოთ მობილიზებული პირველ რიგში, სავარაუდოდ ნაკლებად გაგახსენდებათ მთელი დღის მანძილზე საკუთარი დიდი მიზნების შესახებ.
ცნობილია, რომ სწორედ დღის პირველ ნახევარში თქვენი ტვინი გაცილებით ეფექტურად მუშაობს. გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ საკუთარი ცხოვრება დაუქვემდებაროთ გონივრულ კონტროლს და არა ემოციებს.

2. თქვენ გაგიჩნდებათ დრო საკუთარი დღის დასაგეგმად
ტოროლებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი დღე წინასწარ დაგეგმონ, მანამ, სანამ სამსახურში წავლენ. რაც უფრო ადრეა შედგენილი თქვენი გეგმა, მით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად დახარჯავთ დროს.
ხვალინდელი დღე დაგეგმეთ წინა საღამოს — კონტრპროდუქტიულად. სისულელეია გეგმების შედგენა, როცა თქვენი ტვინი დაღლილია და მხოლოდ დასვენება სურს.

3. დილა — საუკეთესო დროა საკუთარ თავზე სამუშაოდ
ვინ თქვა, რომ გაღვიძებისთანავე ოფისში უნდა გაიქცეთ? ბევრი ადამიანი წუწუნებს სწორედ იმაზე, რომ დრო არ ჰყოფნის ოჯახისთვის, გართობისთვის ან სპროტულ დარბაზში სასიარულოდ.
თუ თქვენ დაიწყებთ დილის 6-ზე გაღვიძებას, თქვენ რამოდენიმე საათი გექნებათ სამსახურში წასვლამდე და ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხისთვის. როცა სპორტით ხართ დაკავებული დილაობით, თქვენი ორგანიზმი ივსება ენდორფინით. ეს არის ჰორმონები, რომელბიც გამოიყოფა აქტიური ფიზიკური დატვირთვისას და ადამიანს ანიჭებენ სიხარულისა და ეიფორიის განცდას. დილით გამომუშავებული ენდორფინები სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენ ენერგიული და ხალისიანი იყოთ მთელი სამუშაო დღის მანძილზე.

4. თქვენ დაიწყებთ საუზმობას
მთელი ცხოვრება გესმით რჩევები იმის შესახებ, რომ საუზმე — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სავები დღის მანძილზე. თუ თქვენ დილით ადრე გაღვიძებას დაიწყებთ, მაშინ აუცილებლად მოახერხებთ საუზმობას.
ჰოპკინს-ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სრუფასოვანი საუზმე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვან და დადებით ფუნქციას ასრულებს. ისევე როგორც თქვენს ავტომობილს სჭირდება ბენზინი იმისათვის, რომ დაიძრას, თქვენს ორგანიზმს სჭირდება საკვები, რათა მოახერხოს საჭიროებისამებრ ფუნქციონირება. განსაკუთრებით კი საუზმე.

5. ასე იქცევა ბევრი წარმატებული ადამიანი!
New York Magazine-მა თავის სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა Twitter-ის დამფუძნებელს – ჯეკ დორსის, მოუთხო მკითხველს იმის შესახებ, რომ ის თავის დღეს იწყებს დილის 5:30-ზე. დორსი სამუშაოს დაწყებამდე დროს იყენებს მედიტაციისთვის და 10 კმ-იანი მანძილის გარბენისთვის.  
Apple-ის გენერალური დირექტორი – ტიმ კუკი, პარტნიორების ელექტრონულ წერილებს პასუხობს დილის 4:30-დან.
Virgin Group-ის დამფუძნებელი – რიჩარდ ბრენსონიც დილით ადრე გაღვიძების მომხრეა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ბრენსონმა მისცა გამოცემა Business Insider-ს მან თქვა, რომ იღვიძებს დილის 5:45-ზე და ეგრევე მუშაობას იწყებს. ჯერ ჯდება კომპიუტერთან გარკვეული დროით, ხოლო შემდეგ საუზმობს.

6. თქვენ ორი ნაბიჯით გაუსწრებთ ყველას
ადრე გაღვიძების ჩვევა, როგორც კვლევები აჩვენებს, დაგეხმარებათ გახსნათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვევა ანვითარებს თქვენს თავდაჯერებულობას: თქვენ მუშაობას იწყებთ მაშინ, როცა ყველა თქვენს კონკურენტს ჯერ კიდევ სძინავს.
ყველა უსიამოვნო სამუშაო უნდა შეასრულოთ დილაადრიან. ეს ჩვევა დაგეხმარებათ დარჩენილი დრის ენერგიულად და მოხდილი მოვალეობის განცდით გაატაროთ. ასევე მოგიხსნით სტრესს და შფოთვას.
და კიდევ – თუ თქვენ ჩვევად აქცევთ დილით ადრე გაღვიძებას, დღის მანძლზე 150 დამატებით თავისუფალ წუთს მიიღებთ. ეს კვირაში 17,5 საათია და თვეში 70 საათზე მეტი. წელიწადში კი 840 საათი გამოდის. არჩევანი თქვენზეა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like