6 მეთოდი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის
1235 Views

6 მეთოდი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისთვის

სამწხაროდ ჩვენი ცხოვრება ყოველთვის არ არის «გლუვი» და იდეალური. დროთა განმავლობაში მასში ხდება სევდიანი ისტორიები და პრობლემებიც ჩნდება. ჩვენ ვცდილობთ მათ გადაჭრას, თუმცა ხშირად სირთულეებს ვაწყდებით. ზოგჯერ გვჭირდება მინიშნება იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად მოცემულ სიტუაციაში.

ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ 6 შესანიშნავი და მარტივი მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

1. დეკარტის კვადრატი
ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის იდეალური მეთოდი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ხშირად ვიციკლებით ერთადერთ შეკითხვაზე: «რა იქნება ეს თუ მოხდა?» ეს ხელს გვიშლის გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ჩვენ ვუყურებთ პრბლემას, მხოლოდ ერთი მხრიდან. დეკარტის კვადრატი – უმარტივესი ტექნიკაა, რომელიც საშუალებას იძლევა წუთების განმავლობაში მოხდეს გადაწყვეტილების მოძებნა. მაშ ასე, დახაზეთ ფურცელზე კვადრატი. იქსის მაგვარი ხაზებით გაყავით ის ოთხად. ყოველ ნაწილში ჩაწერეთ შემდეგი შეკითხვები:

  • რა იქნება ეს რომ მოხდეს?
  • რა იქნება ეს რომ არ მოხდეს?
  • რა არ იქნება თუ ეს მოხდა?
  • რა არ იქნება თუ ეს არ მოხდა?

უპასუხეთ ოთხივე შეკითხვას და გადაწყვეტილება მოვა თავად. ეს მოხდება იმიტომ, რომ სიტუაციას განიხილავთ ოთხი მხრიდან.

2. ავტომატური წერილი
მეთოდი, რომელიც თქვენგან მოითხოვს დროს და მოთმინებას, მაგრამ შედეგებით ნამდვილად გაოცდებით. მეთოდის არსი ძალიან მარტივია: თქვენ უბრალოდ უნდა აიღოთ კალამი, ქაღალდი (ბევრი ქაღალდი!) და დაიწყოთ წერა. აუცილებელი არ არის იმ შეკითხვების წინასწარ ფორმულირება, რომლებზეც საჭიროა პასუხის გაცემა. ავტომატური წერილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამოირთოს ცნობიერება და ქვეცნობიერს მიეცეს გარეთ გამოსვლის საშუალება. მაშ ასე, თქვენ გჭირდებათ მარტო დარჩენა და სიმშვიდე. აიღეთ კალამი, ფურცელი და დაიწყეთ ყველაფრის წერა, რაც თავში აზრად მოგივათ. არ გაჩერდეთ. თქვენ დიდი დრო დაგჭირდებათ, 20 წუთიდან 1 საათამდე. რაღაც მომენტში თქვენ ნამდვილად დაიწყებთ ავტომატურად წერას, ანუ, შეწყვეტთ იმაზე ფიქრს თუ რაზე წერთ რეალურად. შემდეგ თქვენ უნდა გადაიკითხოთ დაწერილი. სავარაუდოდ ყველა შეკითხვაზე პასუხებსაც იპოვით და გაოცებულიც დარჩებით.
3. ფოკუსის შეცვლა
შეუძლებელია პრობლემის ობიექტურად განხილვა მასში ყოფნისას. გარედან დამკვირვებლებისთვის რჩევის კითხვაც უშედეგო იქნება, რადაგნ ისინი არ ყოფილან მსგავს პრობლემაში და არ ესმით რეალურად რას ნიშნავს ეს. რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – თქვენ თავად უნდა გახდეთ «გვერდიდან დამკვირვებელი». ამის გაკეთება მხოლოდ ერთი საშუალებით შეიძლება, რეალურად პრობლემისგან გაქცევით. შემდეგი ეტაპი არის ყურადღების გადატანა! საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ უბრალოდ წახვალთ, რთულ სიტუაციაზე ფიქრს ვერ შეწყვეტთ. ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ დრო (რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გაქვთ) ან ძლიერი შთაბეჭდილებები – უმჯობესია პოზიტიური. თქვენ უნდა გაერკვეთ ემოციებში. მას შემდეგ, რაც პრობლემას გაემიჯნებით ფიზიკურად და ემოციურად, თქვენ შეძლებთ მას დაუბრნდეთ, როგორც «გვერდიდან დამკვირვებელი», ეს დაგეხმარებათ პრობლემას სხვა თვალით შეხედოთ.

4. სპეციალისტისთვის მიმართვა
თუ ძალიან დაბნეული ხართ, ახლობლები სავარაუდოდ ფსიქოლოგთან ვიზიტს გირჩევენ. თქვენ თავის მხრივ არ წახვალთ. რადგან ღმერთმა იცის, როგორ შეიძლება კარგი სპეციალისტის მოძებნა. თან ამ ყველაფერს სჭირდება ფული და დრო, რომელიც ასევე შეიძლება არ გქონდეთ. სინამდვილეში საჭიროა ერთი რამის გაგება: თქვენ პრობლემას უნდა შეხედოთ სხვისი თვალით. სწორედ ამიტომ, თქვენ ვერ დაგეხმარებათ მეგობარი, რომელმაც იცის პრობლემის შესახებ; ვერ დაგეხმარებათ დედა, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ; მითუმეტეს ვერ დაგეხმარებათ ისეთ ადამიანი, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს. ნუ შეგეშინდებათ ფსიქოლოგების. არ არის საჭირო მსოფლიოში საუკეთსო სპეციალისტის ძებნა – დიდი ალბათობით თქვენ დაგჭირდებათ რამოდენიმე სეანსი. საჭიროა იყოთ მზად იმისათვისაც, რომ სპეციალისტი არანაირ რჩევას არ მოგცემთ, რეალურად ეს არც გჭირდებათ. თავად შესაძლებლობა იმისა, რომ პრობლემის არსის შესახებ უამბოთ უცხო ადამიანს, გეხმარებათ შეხედოთ მას სხვისი თვალით.

5. ტვინის ჭყლეტვა (ე.წ. „ბრეინსთორმინგი“)
ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ძველი და კარგი მეთოდი — ალბათ გამოგიყენებიათ კიდეც ის. «მეგობრისთვის რჩევის კითხვა» — სწორედ ეს არის ბრეინსთორმინგი. მაგრამ სინამდვილეში რაც უფრო მეტი «ტვინი» ამუშავდება, მით უკეთესი. თქვენ გჭირდებათ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ, ადგილი, სადაც შეძლებთ შეკრებას და დრო იმისათვის, რომ განიხილოთ ყველა ვარიანტები. ღრმად პირადული პრობლემების გადაჭრისთვის ეს მეთოდი არც ისე შესაფერისია. მაგრამ თუ ეს არის ისეთი სიტუაცია, რომელშიც თავს ჩიხში გრძნობთ, კოლექტიური ტვინის ჭყლეტვა – იდეალური მეთოდია, რადგან არავინ თქვენი მეგობრებიდან არ შემოგთავაზებთ შესაფერის გადაწყვეტილებას ეგრევე. ის იბადება პროცესში.
6. მამონტის შეჭმა
«მამონტის შეჭმაც კი შესაძლებელია, თუ მას ნაწილ-ნაწილ შეჭამთ» — ეს არის ამ მეთოდით მთელი არსი. თქვენ ამ «მამონტის» დანაწვრებაც კი არ დაგჭირდებათ, რადგან ახალ პრობლემას წამოიკიდებთ საიმისოდ, თუ როგორ გადაჭრათ წინამდებარე უკეთესად. წარმოიდგინეთ, რომ მტაცებელი ხართ, თქვენს წინ ნანადირევი მამონტი დევს. მიუახლოვდით და დაუწყეთ კბეჩა. ანუ, ნუ დაიწყებთ პრობლემის გადაჭრის რაიმე ერთი ჭეშმარიტი გზის ძიებას, სცადეთ მას მიუდგეთ სხვადასხვა კუთხით და «მოაჭამოთ» ცოტ-ცოტა. ანუ გამოიყენეთ საშუალო ძალისხმევა, რაც არ დაგღლით და არ შეგაშინებთ. ამგვარად თქვენ პრობლემას ყველა მხრიდან მოსინჯავთ და დროთა განმავლობაში მიხვდებით თუ რომელი კუთხით სჯობს მისი გადაწყვეტა.

ისე გააკეთეთ, რომ ვერანაირმა პრობლემამ ვერ შეძლოს თქვენი ხასიათის გაფუჭება და თქვენი სულიერი წონასწორობის დარღვევა. ნუ მისცემთ საშუალებას უსიამოვნებებს, რომ დაგეუფლონ. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია. გისურვებთ კარგ განწყობას!

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like