6 ისტორიული აღმოჩენა, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

6 ისტორიული აღმოჩენა, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

კაცობრიობის ისტორია არაერთ ათასწლეულს ითვლის და მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი შეკითხვა, რომლებზეც მეცნიერებს პასუხები არ აქვთ. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები სპეციალისტებს აიძულებენ ჩაიკარგონ ამოუცნობ საკითხებში, რომელთა არსებობის გამო ჭეშმარიტების ძიება კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

GoodTravel.Ge გთავაზობთ ყველაზე საინტერესო აღმოჩენების ჩამონათვალს, რომლებიც დღემდე ამოუცნობია.

კოსტა-რიკას გიგანტური ქვის ბურთები

ამოუცნობი ქვის წარმონაქმნები, რომლებსაც იდეალურად მრგვალი ფორმა აქვთ გასაოცარია არამრტო გარეგნულად, არამედ წარმოშობითაც.

პირველად ისინი აღმოჩენილ იქნა მე-XX ს-ის 30-იან წლებში, როცა ბანანის პლანტაციებისთვის ჯუნგლები გაწმინდეს. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, ქვის ბურთებში ჩამალული უნდა ყოფილიყო ოქრო. ბევრი პეტროსფერო გაჭრეს, ნაწილი კი ააფეთქეს, მაგრამ მათში სიცარიელე იყო.

უცნობია ვის მიერ და რამიზნით იქმნებოდა ეს პეტროსფეროები. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ციური სხეულების სიმბოლოები იყო, რაც სხვადასხვა ტომების მიწებს შორის საზღვრებს აღნიშნავდა.

ბაღდათის ბატარეა

ელექტროობის აღმოჩენას ფორა მესოპოტამიელებმა მისცეს. მე-XX ს-ის 30-იან წლებში, ბაღდათთან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ იქნა არტეფაქტი, რომელსაც ეწოდა «ბაღდათის ბატარეა». მას შემდეგ ფორმა ჰქონდა: 13 სმ-იანი მილი, რომელშიც გაყვანილი იყო რკინის მავთული კოროზიის ნიშნებით. მილის შიგნით განთავსებული იყო სპილენძის ცილინდრი, ხოლო ცილინდრში – რკინის ღერძი.
აღმოჩენის აგებულებიდან გამომდიარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს არის უძველესი ბატარეა, რომელსაც შეეძლო შეექმნა ელექტროობა 1 ვოლტი ძაბვით.

ერთ-ერთი ვერსიით, მსგავსი ბატარეა შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ოქროს გალვანიზაციისას, ასევე ღიად რჩება საკითხი თუ რატომ დაიკარგა ასეთი ტიპის ბატარეების შექმნის ტექნოლოგია და სხვა რეგიონებში არაფერი მსგავსი არ მოიპოვება.

ვოინიჩის მანუსკრიპტი

ვოინიჩის მანუსკრიპტი — ყველაზე იდუმალი წიგნია მსოფლიოში. მას არ ჰყავს ავტორი, გაუგებარ ენაზეა დაწერილი, ფურცლებზე გაურკვეველი სიმბოლოები და ილუსტრაციებია.

მანუსკრიპტის არასტანდარტულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაწერილია უნიკალური ალფავიტის გამოყენებით, რომელიც არცერთ დამწერლობას არ ჰგავს. ამ გაუგებარმა ნიშნებმა ჩიხში შეიყვანეს მე- XX ს-ის კრიპტოგრაფები და წიგნი დღემდე ამოუხსნელი რჩება.

ინკების ოქროს ფიგურები

სამხრეთ ამერიკაში ნაპოვნი ოქროს ფიგურები გარეგნულად მფრინავ აპარატს ჰგვანან და ისინიც დაუჯერებელი ქმნილებებია. გაუგებარია რა გახდა ამ ფიგურების შექმნის საფუძველი.

1996 წელს, გერმანელმა ავიამოდელისტებმა ალგუნდ ენბომმა და პეტერ ბელტინგმა პრაქტიკულად დაამტკიცეს, რომ ამოუცნობი არსებების ფორმით გამოხატულ საფრენი აპარატის მოდელის ჰიპოთეზას არსებობის უფლება აქვს. მათ ფიგურების ზუსტი ასელბის 16-ჯერ გაზრზდილი კოპიები შექმნეს, რომელსაც პირობითად კოლუმბიური ოქროს თვითმფრინავები უწოდეს. ჰაერში ასაფრენად მოდელებს ჩაუდგეს ძრავი და რადიომართვის სისტემები.

ორმა მოდელმა არამარტო ამუშავება და ჰაერში ასვლა, არამედ გამორთული ძრავითაც უმაღლესი პილოტაჟის დონეზე შეასრულეს ფრენის ფუნქცია.

გენეტიკური დისკო

წარმოუდგენლად საოცარ არტეფაქტზე — გენეტიკურ დისკოზე გამოსახულია პროცესები და საგნები, რომლებიც თანამედროვე ადამიანმა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დაინახოს. დისკოზე სავარაუდოდ გამოსახულია ნაყოფის ჩასახვისა და განვითარების პროცესი. ასევე ერთ-ერთ ძველ ნახატს წარმოადგენს ადამიანის გაურკვეველი ფორმის თავი.

დისკო შესრულებულია მყარ ქვაზე, რომლის სახელწოფებაა ლიდიტი. განსაკუთრებული სიმყარის მიუხედავად ამ ქვას ფენოვანი სტრუქტურა აქვს და ამ უძველესი არტეფაქტის ზომის მიუხედავად, რეალურად მისგან რაიმეს დამზადება ფაქტიურად შეუძლებელია.

ანტიკიტერის მექანიზმი

ანტიკიტერის მექანიზმი წარმოადგენს უძველეს და ცნობილ გამომთვლელ მექანიზმს, კომპიუტერის პირველ ანალოგს თავისი რეალურად რთული კონსტრუქციის გამო.
ათწლეულებით გაგრძელებული გამოკვლევების შემდეგ, მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ მექანიზმი აჩვენებს მზის, მთვარის მდებარეობას, პლანეტების მოძრაობას, წინასწარმეტყველებს მზის და მთვარის დაბნელებას და მნიშვნელოვან მოვლენებსაც კი, მაგალითად როგორიც არის ოლიმპიური თამაშები.

ამ არტეფაქტთან დაკავშირებით ძირითადი კამათი მიმდინარეობს იმის ფაქტის გარშემო, რომ თითქოს ანტიკურ ცივილიზაციებს მსგავსი სირთულის მექანიზმის შექმნა არ შეეძლოთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბრინჯაოსგან დამზადებული ეს მექანიზმი ათასწლეულით უსწრებს მსგავსი ტიპის ტექნიკას, რომლებიც მოგვიანებით იყო შექმნილი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

Good Travel
Good Travel 10 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

აი ეს არის რესტორანი! არ მოიწყენ შეკვეთის მოლოდინში

როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კლიენტების მოზიდვა? ალბათ ფიქრობთ, რომ ყველას iPhone 6 უნდა აჩუქოთ, რაც რესტორნის მშაობას კი არ გაზრდის, მის დახურვას გამოიწვევს. მაგრამ, როგორც მინიმუმ, არსებობს საშუალება, რომელსაც

ფსიქოლოგია

ყალბი ბედნიერება

“ფეისბუქზე” თავის წარმოჩენა და რეალობის შეცვლა? ის, რომ ადამიანებს მომხიბვლელი პროფილები აქვთ, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი რეალურად ბედნიერები არიან. ჩვენთან გულწრფელობა როდის შემოვა მოდაში? ბედნიერების ძიებაში ადამიანები იცვლიან

ბიზნესფსიქოლოგია

პირადი ფინანსირებისა და სიმდიდრის 20 პრინციპი

1. თუ ფული არ გყოფნის – მოძებნე დამატებითი სამსახური. 2. ფულის გამომუშავება მარტივია – რთულია მათი შენახვა და რაოდენობაში გაზრდა. 3. ხშირად ადამიანები ცოტას შოულობენ იმიტომ, რომ არ აფასებენ თავიანთ