6 დაპირება, რომელიც საკუთარ თავს უნდა მისცეთ

6 დაპირება, რომელიც საკუთარ თავს უნდა მისცეთ

მნიშვნელოვანი და აუცილებელი დაპირებები, რომლებიც არამარტო უნდა მისცეთ საკუთარ თავს, არამედ უნდა შეასრულოთ კიდეც.

ცხოვრება – ყოველთვის ნათელი, მზიანი და მშვიდი ნამდვილად არ არის, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ამიტომ, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ის ფუჭად განვლილი არ იყოს. საჭიროა მუდმივად წინსვლა, მოძრაობა. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი გარესამყაროში არსებული ნეგატივისგან – უხეში, ბოროტი და უსაქმური ადამიანებისგან. დაპირდით საკუთარ თავს მხოლოდ წინ ყურებას, მომავლით ცხოვრებას და მიზნების მიღწევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიეცით საკუთარ თავს პოზიტიური დაპირებები!

დაპირდით საკუთარ თავს, რომ არასოდეს დანებდებით, რომ აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც მიზნად გაქვთ დასახული, რომ ხშირად იცინებთ, თან ბევრს, რომ ეჭვებს გაფანტავთ და არ მისცემთ უფლებას არანაირ უარყოფით მოვლენას ხელი შეგიშალოთ ცხოვრებაში.

1. არ მივცემ წარსულს იმის უფლებას, რომ განსაზღვროს ჩემი მომავალი
თქვენი წარსული პრობლემები, მარცხი, სინანული და შეცდომები გაკვეთილი უნდა იყოს თქვენთვის. თუ რამეს ნანობთ გასაგებია, მაგრამ საკმარისია ამაზე ფიქრი, ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში და დაივიწყოთ. იფიქრეთ იმაზე, რომ თავის დროზე ამ გადაწყვეტილებას თქვენ სწორად თვლიდით, ასაკითაც პატარა იყავით, მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, თქვენც შეიცვალეთ, ამიტომ არ არის საჭირო ამ ყველაფერზე დაუსრულებლად ფიქრი. რაც მეტი დრო გადის, მიმთ მეტ გამოცდილებას იძენს ადამიანი და შესაბამისად წარსულის შეცდომები არაფერი არ უნდა იყოს თქვენთვის გარდა გაკვეთილისა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ პიროვნულ ზრდაში, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც თქვენც და თქვენ ახლობლებსაც ძალიან დაეხმარება.

2. ვიქნები ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი და არასოდეს ვიტყვი უარს მასზე პასუხისმგებლობისგან
«კეთილმოსურნეები» ამბობენ, რომ წარუმატებლობაში თქვენ უნდა დაადანაშაულოთ მშობლები, მასწავლებლები, განათლების სისტემა, ხელისუფლება, მოკლედ მთავარია სხვა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ვისკენ გაიშვერთ ხელს, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაადანაშაულოთ საკუთარი თავი. არ მოუსმინოთ ასეთ ადმაიანებს, რადგან ცხოვრებისეულ პრობლემებსა და წარუმატებლობაში მხოლოდ და მხოლოთ თქვენ ხართ დამნაშავე. ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და პასუხისმგებელიც თავიდან-ბოლომდე თქვენ ხართ. გახდით მისი ბატონ-პატრონი და აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე!

3. ისე ვიცხოვრებ, როგორც გული მკარნახობს და არა ისე, როგორც სხვებს სურთ
უფლება მიეცით საკუთარ თავს იაროთ იმ გზით, რომელიც გაგაბედნიერებთ. შეიგნეთ, რომ ბევრს არ შეუძლია ამ გზაზე ბოლომდე სიარული სხვადასხვა მიზეზების გამო – თქვენ უნდა შეძლოთ! როცა თქვენ ცდილობთ საკუთარი ბედნირების მიღწევას, ეს წინააღმდეგობაში მოდის სხვების მიერ გარესამყაროს მიმართ მიმღეობასთან, რაც პრინციპში ყველაზე ნაკლებად უნდა გაღელვებდეთ. ასევე გახსოვდეთ, რომ მიზნების მიღწევის გზაზე აუცილებლად მოგიწევთ რაღაცის მსხვერპლად გაღება და ეს «რაღაც» არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გავლენის ქვეშ მოგიქციონ.

4. შევწყვეტ არაფრისმომცემ ადამიანებთან ურთიერთობას
ადამიანების უმრავლესობა თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ რამე მიგითითონ, ან უბრალოდ ცხოვრება გაგიფუჭონ. ისინი მოდიან, შემდეგ მიდიან, თუმცა არიან ადამიანებიც, რომლებიც დადებით კვალს ტოვებენ იმ ცოდნის სახით, რაც მათგან მიიღეთ. თუ თქვენ იქნებით გახსნილი და თქვენს გონებას მეტი მიმღეობა ექნება, ყოველი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა დატოვებს თავის პოზიტიურ კვალს. ცხოვრება იცვლება და ცვალებადია ადამიანების ხასიათიც – თქვენს ცხოვრებაში შემოსულმა დამიანებმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღონ წასვლის გადაწყვეტილება, ეს ნორმალურია და არ უნდა ჩათვალოთ ტრაგედიად, ასეთია ცხოვრება და თქვენ ახლა იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ. მთავარია თქვენს ცხოვრებაში შემოსული ადამიანები უარყოფით გავლენას არ ახდენდნენ თქვენზე და თქვენც ხვორებაზე.

5. არანაირ სიტუაციას არ მივცემ უფლებას ღიმილი დამაკარგვინოს
ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი შეეცადეთ გახსოვდეთ, რომ თქვენ – თქვენ ხართ. შეეცადეთ გაიხსენოთ ის მოვლენები, რომლებმაც რეალურად შეცვალეს თქვენი ცხოვრება. შემდეგ გადახედეთ განვლილ ცხოვრებას, გააანალიზეთ რამდენს მიაღწიეთ და გაიღიმეთ. ამ ცხოვრებაში არაფერია იმაზე ძლიერი და მშვენიერი, ვიდრე ცრემლებთან ერთად გაჩენილი ღიმილი. დალხენილ და ბედნიერ ცხოვრებაში ყველას შეუძლია გაღიმება, მაგრამ გაღიმება მაშინ, როცა ტირილი გინდათ – უდიდესი შინაგანი სიმტკიცისა და სიძლიერის ნიშანია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ადრე თუ გვიან, ასე თუ ისე. მთავარია, რომ გააგრძელოთ წინსვლა. მწუხარებას და გაჭირვებას, პრობლემებს და სირთულეებს თუ გადალახავთ გაცილებით უფრო ძლიერი და მტკიცე გახდებით ვიდრე იყავით.

6. შევეცდები გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან
ის, რომ რთული პერიოდი გაქვთ სულაც არ ნიშნავს, რომ წარუმატებლობას განიცდით. იმისათვის, რომ რეალურ წარმატებას მიაღწიოთ საჭიროა დაუღალავი შრომა. გახსოვდეთ – თუ გიჭირთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ მომენტში ხდებით უფრო ძლიერი და ჭკვიანი. რაც უფრო ხშირად და მეტად შეებრძოლებით ცხოვრებას და ბედისწერას, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ მიზანს. სჯობს ათი წუთი ძალების მობილიზებაზე დახარჯოთ, ვიდრე ჭერში ყურებაზე. ყოველ დღე გაიარეთ გარკვეული პრაქტიკა და ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ არ იგრძნობთ რომ შესაძლებლობები გაგეზარდათ. დაიხარჯეთ ბოლომდე, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, ისწავლეთ ამ შეცდომებზე და გააგრძელეთ წინსვლა!

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე პრობლემა გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ, იგივე აწუხებს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. ყოველთვის ეცადეთ გახდეთ უკეთესი, იფიქროთ მკაფიოდ, დაისახოთ მიზნები, ყველაფერი გააკეთოთ ამ მიზნების მისაღწევად, მოაწყოთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ და რაც მთავარია – არასოდეს არ დანებდეთ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ