5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც მრავალი ადამიანი უშვებს

5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც მრავალი ადამიანი უშვებს

დეპრესიის მიზეზი ძალიან ხშირად მარტივია: საკუთარი ცხოვრების დანგრევით ადამიანი უბედური ხდება. თან ამას ისე აკეთებს, რომ მისთვისაც კი შეუმჩნეველია. ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით საკუთარი არჩევანის სისწორეს – ნაჩქარევად ვირჩევთ. ამ შემთხვევაში მუშაობს ყველასათვის ნაცნობი სქემა: სკოლის შემდეგ უნივერსისტეტში ჩაბარება, დაოჯახება, სამსახურის შოვნა. რაც უფრო მალე გახდები წარმატებული ყველა სფეროში, მით უკეთესი!

არანაირი შესვენება ბედნიერების დევნაში, რადგან ვინმე რომ გახდე, ჯერ უნდა იშრომო. დაუფიქრებელი ქმედებებისა და გაუცნობიერებელი არჩევანისგან რომ არ დაზარალდეთ, საჭიროა არ დაუშვათ გარკვეული საბედისწერო შეცდომები. ყოველთვის იმაზე იფიქრეთ, თუ რა უფრო უკეთესია თქვენთვის!

რა გვაუბედურებს:

1. არასწორი ადამიანის შერჩევა
არასწორი ადამიანის შერჩევით, თქვენ საკუთარ ცხოვრებას ანგრევთ. როგორც ქალები, ისე კაცები, მარტო დარჩნის შიშით ხშირად აჩქარებენ ურთიერთობებს. საჭიროა ადამიანი უფრო ახლოს გაიცნობთ, სანამ მასთან ხანგრძლივ ცხოვრებას გადაწყვეტთ. სიყვარული ხელს უნდა უწყობდეს პარტნიორების სრულყოფილ ურთიერთბას, მათ გაბედნიერებას და პიროვნულად გაუმჯობესებას. ისწავლეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას კარგად იგრძნოთ თავი და თქვენი ადამიანი თავისით მოვა თქვენამდე.

2. უმოქმედობა
თქვენ შეიძლება ბევრი რამ არ მოგწონდეთ, მაგრამ რატომღაც არაფერს ცვლით, რატომ? რისთვის უნდა ითმინოთ დისკომფორტი და მუდმივად იწუწუნოთ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება ყველაფრის შეცვლა საკუთარი ძალების კუნსტრუქციულად მიმართვისა და სასწაულების მოხდენის ხარჯზე? თუ ხელების ჩამოშვების ვარიანტს ირჩევთ, ამით საკუთარ ცხოვრებას ანგრევთ!

3. ხანგრძლივი მეხსიერება
თქვენ წარსული მკაფიოდ გახსოვთ, დეტალებში, და განსაკუთრებულად ყველაზე ცუდი მოვლენები. წყენა, ნეგატიური გამოცდილება – ის, რაც ქვემოთ გექაჩება, რადგან ეს ცუდად მოქმედებს თქვენს ხასიათზე. ახალი ურთიერთობების შიში, რომელიც ეფუძნება წარსულის ცუდ გამოცდილებას ანგრევს მომავალს. დაემშვიდობეთ წარსულს, ნუ დაათრევთ მას მუმივად თან – გააკეთეთ ეს და ცხოვრება გაგიმარტივდებათ. ხანგრძლივი და ავი მეხსიერება ცხოვრებას აფუჭებს!

4. შედარება
სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარებით უბედური ხდებით. შეწყვიტეთ ამის გაკეთბა! მისწრაფება იქონიეთ თვითგანვითარებისკენ, შეეცადეთ იმაზე უკეთესი გახდეთ, ვიდრე აქამდე იყავით, ისწავლეთ და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი სიახლე. სხვა ადამიანები არაფერ შუაშია, შენ ხარ ინდივიდუალურობა. ყველას თავისი გზა აქვს.

5. ჩაკეტილობა
ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გრძნობების გამოვლენის. ახლობლებს ზოგჯერ ძალიან სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ თქვენთვის ძვირფასები არიან, ამისათვის კი ღიმილიც კმარა ზოგჯერ. ნუ მოგერიდებათ ძვირფას ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდეთ – თუ ამას გააკეთბეთბ, დარწმუნებული იყავით, რომ მათი სიხარულით სავსე თვალები დიდხანს დაგამახსოვრდებათ. როცა თავს ემოციურობის უფლებას ართმევთ, ამით ცხოვრებას ინგრევთ.

ეს პრინციპები ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს ადამიანმა და ამის შემდეგ გაცილებით მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება დედამიწაზე. ნუ უღალატებთ საკუთარ თავს, თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება აქციოთ ზუსტად ისეთად, როგორიც გსურთ. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს, რაც გსურთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

როგორ ავირჩიოთ ბიზნესის ადგილმდებარეობა: 10 რჩევა

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საკუთარი კომპანიის შესაქმნელად? რა დაეხმარება მას გადარჩეს პირველი სამი წლის მანძილზე? ამ სტატიაში მოყვანილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ახალი ოფისისთვის ადგილის შერჩევისას.

Uncategorized @ka

ნუ დაუწერთ ნაცნობებს დაბალ ქულებს

ულამაზეს ხედს- ლურჯ ზღვაში მიმოფანტულ თოლიებს და გარშემო მთებს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და შთაგონებით სავსემ წერა გავაგრძელე. გემმა  გააპო კვლავ ტაატით ლურჯი ტალღები და ჰორიზონტისკენ ავიღეთ გეზი ახალი თავგადასავლების

წარმატება და მოტივაცია

როგორ გადავლახოთ გამოწვევები სამსახურში

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად  მომზადებული  თუ ორგანიზებული ხარ, დაბრკოლებები ყოველთვის მოაღწევს შენამდე, გაიძულებს გამოხვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან და მოიმოქმედო რაიმე, რათა გადალახო ისინი. და როდესაც შენ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდები, პირველი