5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ იტანთ და ცუდ განწყობაზე დგებით – დროა სამსახური გამოცვალოთ. გთავაზობთ რამოდენიმე სავარჯიშოს, რომლებიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ სინამდვილეში რით უნდა დაკავდეთ.

• სავარჯიშო 1. ბავშვური ინტერესის დაბრუნება

იცით რით განსხვავდება გენიოსი უბრალო ადამიანისგან? გენიოსი იცავს საკუთარ უფლებას აკეთოს საყვარელი საქმე. ჩვეულებრივ ეს ადრეული ასაკიდანვე ხდება.

უპასუხეთ საკუთარ თავს შეკითხვაზე – რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მშობლები დაგიწყებდნენ დარწმუნებას, რომ «ხატვით საჭმლის ფულს ვერ იშოვიდით» ან «ცეკვა — ეს არასერიოზულია». ჩამოწერეთ სამი რამ, რომლებითაც ბავშვობაში იყავით გატაცებული. ეს პატარა მითითება იქნება საით უნდა აიღოთ გეზი.

• სავარჯიშო 2. კანონზომიერების მოძებნა: 20 საყვარელი საქმიანობა

ამჯერად შეადგინეთ თქვენთვის საყვარელი 20 საკითხის სია. შეიძლება რომელიმე მათგანი ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც დაწერეთ. როცა სია მზად იქნება, ყურადღებით გადახედეთ. ხედავთ კანონზომიერებას? იქნებ თქვენს სიაში არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება? ან რაიმე სპორტული საქმიანობაა? ან მშვიდ, მონოტონურ მუშაობასთან დაკავშირებულია რამე?

უნდა გაიგოთ რომელი ჯგუფების მიხედვით შეიძლება ამ სიის დაყოფა. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ როგორი ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ.

• სავარჯიშო 3. თქვენი იდეალური გარემოცვა

თუ თქვენი არავის არ სჯერა, საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ, გარემო, რომელიც გამარჯვებულებს ბადებს, თითქმის ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებულებისგან შედგება. სამწუხაროდ, გარემო, რომელშიც ჩვენ მივეჩვიეთ ყოფნას, არ ითვლისწინებს გენიოსების შექმნას.

წარმოიდგინეთ, რომ სამყარო ერთ ღამეში შეიცვალა თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. თუ ამას დაიჯერებთ, დილისთვის ის სავსე იქნება ისეთი ადამიანებით, როგორსაც თქვენ ისურვებთ. როგორები იქნებიან ისინი? რა თვისებები ექნებათ? – ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

რა გაიგეთ საკუთარ თავზე და რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბოლომდე გამოავლინოთ საკუთარი პიროვნება? – იფიქრეთ ამაზე.

• სავარჯიშო 4. ხუთი სიცოცხლე

ახლა კი წარმოიდგინეთ: თქვენ გაქვთ ხუთი სიცოცხლე და ყოველ მათგანში თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გინდათ. როგორ გაატარებთ ამ ხუთ სიცოცხლეს?

თუ სამ სიცოცხლეს გაუმკლავდებით – აიღეთ სამი. საჭიროა ათი – ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ხუთი ავიღეთ იმიტომ, რომ კარგი ციფრია.
წარმოიდგინეთ, რომ პირველი სიცოცხლე მიუძღვენით ბიოლოგიას, მეორე – პროფესიონალურ მოგზაურობას, მესამე იმას, რომ დიდი ოჯახი შეგექმნათ და ბევრი შვილები გყოლოდათ, მეოთხეში სკულპორი გახდით, ხოლო მეხუთეში – ასტრონავტი. რომელი უფრო მოგწონთ?

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ თუ ერთ სიცოცხლის არჩევა გჭიდებათ, თუნდაც იმის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, სხვების ნაკლებობას მაინც ვერ გადაფარავთ, რადგან ისინი თქვენი განუყოფელი ნაწილია. თქვენ თავში გაქვთ სტერეოტიპი: «ჩამოყალიბდი! განსაზრვრე!» – და ეს სამწუხაროა.

სამყაროში გვხვდებიან ადამიანები, რომელბიც ერთად-ერთი მიზნისთვის არიან დაბადებულები, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. თქვენი სიცოცხლის ყველა ნაწილი შეიცავს იმას, რაც თქვენ ძალიან გიყვართ და გჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოთ.

• სავარჯიშო 5. ჩემი იდეალური დღე

ამ სავრჯიშოს გავლისას მოგიწევთ წარმოასახვაში ხანგრძლივი გასეირნება. აიღეთ ფურცელი და კალამი და დაიწყეთ. მაშ ასე, როგორ ხედავთ საკუთარ იდეალურ დღეს?

გაატარეთ ასეთი დღე რეალურ ცხოვრებაში და წარმოიდგინეთ: სად იღვიძებთ, როგორი სახლია, ვინ გიწევთ გვერდით, რით საუზმობთ, რას იცვამთ, რას აკეთებთ სამსახურში და სახლში?

არ შეზღუდოთ საკუთარი ფანტაზია. აღწერეთ დღე, რომელიც გექნებოდათ სრული თავისუფლების, შეუზღუდაობის და შესაძლებლობების ფარგლებში, დღე – რომელზეც ოცნებობთ.

მას შემდეგ, რაც სია შედგენილია, ფანტაზიის ნაყოფი გაყავით სამ ნაწილად:

1. რა არის ამ ყველაფრისგან თქვენთვის ჰაერივით აუცილებელი.
2. რა არ არის აუცილებელი, მაგრამ ძალიან გინდათ რომ გქონდეთ.
3. რის გარეშე შეიძლება რომ იყოთ.

ჩვენი ცხოვრება შედგება ცხოვრებისეული გამოცდილებისგან, ისტორიისგან, როლებისგან, ურთიერთობებისა და უნარებისგან. აქედან რაღაცეებს თავად ვარჩევთ. მთელი რიგი საკითხები, რასაც ჩვენ არჩევანს ვეძახით – სინამდვილეში კომპრომისებია. რაღაც სრულიად შემთხვევითობაა. რაღაც ძალიან აუცილებელი და ძვირი. მაგრამ ყველაფერი ეს – არ ხართ თქვენ.
კონცენტრირდით საკუთარ თავზე. მოძებნეთ ის, რაც გიყვრთ და დაიწყეთ მოძრაობა საკუთარი დანიშნულებისკენ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ხდება ქარიზმის ფორმირება

ზოგჯერ ხდება ისე, რომ გაიცნობ ჩვეულებრივ ადამიანს, სრულიად ჩვეულებრივ ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ გინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება სულ უფრო მეტად. სწორედ ამას ჰქვია ქარიზმა, რომლის გამოც გვიჩნდება სურვილი უფრო დავუახლოვდეთ და

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი: 1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით  ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და

Print Friendly, PDF & Email

როგორ გადავეჩვიოთ ნერვიულობას?

ადამიანების უმრავლესობა მუდმივად ნახულობს ნერვიულობის მიზეზს, შფოთავენ და განიცდიან ნებისმიერ საკითხს. ამასთან ეს მდგომარეობა არ გასდით მას მერეც, როცა პრობლემა გადაჭრილია. როგორ გამოვიდეთ ასეთი მდგომარეობიდან? რამოდენიმე რჩევა დაგეხმარებათ მოდუნდეთ და

Print Friendly, PDF & Email

თუ ვინმეს პატიება არ შეგიძლიათ, უბრალოდ წაიკითხეთ

პატიება — ეს არის გაუვალი ჯუნგლები იმათთვის, ვისაც სამართლიანობა სწყურია. თავად ფიქრი იმისა, რომ ვიღაც დაუსჯელი დარჩება – ტკივილს აყენებს ადამიანს. ხშირად ჩვენ გვინდა დამნაშავემ იგივე ტკივილი იგრძნოს, რაც ჩვენ.

Print Friendly, PDF & Email

როგორ “წავიკითხოთ” ყველაზე ჩაკეტილი ადამიანები

ამის ცოდნა ყველას გამოადგება, ვისაც ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან. უცხო ადამიანების “წაკითხვა” დაგეხმარებათ იმ ჩვევების გამომუშავებაში, რაც საჭიროა გარშემომყოფებთან ურთიერთობის დასალაგებლად. ადამიანების სულიერი ამოცნობის პროფესიონალები, მაგალითად საიდუმლო სამსახურების ვეტერანები, ამტკიცებენ,

Print Friendly, PDF & Email

ფიქრობთ, როგორც მილიონერი?

ბევრი ფინანსური გიგანტის თანახმად, სიმდიდრე მოდის თქვენი გონებიდან და არა ჯიბიდან. სიმდიდრის მისაღებად უნდა გჯეროდეთ, რომ ეს არ არის წარმოუდგენლად შორი თქვენგან. მუყაითურად მუშაობით და თქვენი ძალების მიძღვნით, ნამდვილად მიიღებთ

Print Friendly, PDF & Email