5 სარეკლამო ხრიკი, რომლებიც ტვინს აიძულებენ რეკლამით დაინტერესდეს
1341 Views

5 სარეკლამო ხრიკი, რომლებიც ტვინს აიძულებენ რეკლამით დაინტერესდეს

1. გამოსახულება მარცხნივ, ტექსტი მარჯვნივ
როცა ბრენდი ახდენს საკუთარი ლოგოტიპის რეკლმირებას, მნიშვნელოვანია, რომ გამოსახულება იყოს მარცხნივ, ხოლო ტექსტი მარჯვნივ. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია გამოსახულებების დამუშავებაზე, ამასთან ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას აღიქვამს სარკისებურად.
იმისათვის, რომ მოხდეს გამოსახულების გადამუშავება, რომელიც განთავსებულია ლოგოტიპის მარჯვენა მხარეს, ტვინს სჭირდება მისი გადატრიალება. გამოსახულების მარცხნივ განთავსებით, ჩვენ ვუადვილებთ ტვინს მუშაობას და ვამცირებთ იმის ალბათობას, რომ 100 მლრდ ნეირონი კონცენტრაციას რაიმე სხვაზე მოახდენს.

2. გამოსახულებებში აამოქმედეთ სახის არაერთმნიშვნელოვანი გამომეტყველება
სახის გაანალიზებით, ტვინი ადარებს გამოსახულებების მენტალურ სიას, რომლებთანაც ადრე ჰქონია შეხება. თუ ის ხედავს მომღიმარ ან მოღუშულ სახეს, ის მომენტალურად ამოიცნობს ადამიანი მოწყენილია თუ კარგ ხასიათზე, ხოლო შემდეგ გადადის სხვა საკითხებზე. თუმცა, სახის არაერთმნიშვნელოვანი გამომეტყველება ტვინს აიძულებს გამოსახულება უფრო გულდასმით შეისწავლოს.

მონა ლიზა რომ ავიღოთ მაგალითად – რამდენ საათს კარგავდნენ ადამიანები წლების მანძლზე, როცა ცდილობდნენ გაეგოთ რაზე ფიქრობს ის?

3. რაც უფრო ნაკლები, მით უკეთესი
ყველამ, ვისაც ინტერნეტით ფილმები აქვს ნანახი, იცის, რომ ზედმეტი რეკლამა ადამიანში უარყოფით ემოციას იწვევს და არც კი ნახულობს მას.

ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად, რომლებიც ბლოკავენ რეკლმას, გამომცემლებს გაუჩნდათ სარეკლამო შემოსავლებისა და კონტენტის ხარისხს შორის ბალანსის დაცვის მძაფრი მოთხოვნილება. გონიერ გამომცემლებს შეუძლიათ შეზღუდონ რეკლამის რაოდენობა და მიუხედავად ამისა გაზარდონ შემოსავლები, რადგან მომხმარებლები მზად არიან შეეგუონ რეკლამას იმ შემთხვევაში, თუ საიტზე ის მთავარი არ არის.

4. შეხვეული გვერდები – უკეთსია
დროის სვლასთან ერთად ევოლუციამ ადამიანს ასწავლა, რომ მწვავე, მჭრელი საკითხები შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს, ამიტომ საჭიროა მათ თავი ავარიდოთ ყველანაირად. ამასთან დაკავშირებით დიზაინში «მახვილი კუთხეები» მომხმარებლის ტვინში იწვევს წინააღმდეგობას და მათი თავიდან აცილების სურვილს.

მაგალითად, Apple-ი (ბოლო პერიოდამდე) არასოდეს არ იყენებდა საკუთარი საქონლის დიზაინში მახვილ კუთხეებს, ის ყოველთვის ამრგვალებდა მათ და ამით იზიდავდა მომხმარებელს.

5. ნახევრის პრინციპი
Sticky-ს კვლევებმა გამოავლინა, რომ თუ მომხმარებელი უყურებს რეკლამას 1,5 ან მეტი წამი, ის უფრო მეტად დაიმახსოვრებს ბრენდს და მის დამოკიდებულებას მომხმარებლის მიმართ. რეკლამა, რომელსაც უყურებს მომხმარებელი ერთი წამის ან ნაკლები დროის მანძილზე, რეკლამის დამკვეთბისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, რამოდენიმე წამიან რეკლმას უწოდებენ «ოქროს შუალედს».

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like