5 რეკომენდაცია თვითგანვითარებისთვის

5 რეკომენდაცია თვითგანვითარებისთვის

1. თავისუფალი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად
დასვენებას მოაქვს სიამოვნება, ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ მაშინ დგება, როცა გარშემო ის ადამიანები გყავთ, ვისაც გულწრფელად უყვარხართ, პატივს გცემენ და მზად არიან რთულ მომენტში ყოველთვის დაგეხმარონ. მხოლოდ სასიამოვნო გარემოცვა მოგანიჭებთ ცხოვრების ხალისს და შეგაგრძნობინებთ ყოველი ახალი დღის „გემოს“. შეეცადეთ, რომ თქვენს გვერდით იყვნენ პიროვნებები, ვისთან ერთად თქვენ იქნებით ის, ვინც ხართ. ეს არის თქვენს ცხოვრებაში ახალი ფურცლის შექმნის პირველი ეტაპი.

2. ნუ შეგეშინდებათ პრობლემების, შეხვდით მათ თავაწეული
როგორც ცნობილია, ადამიანზე საუბრობენ არამარტო პრობლემები, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი მათზე. ჩვენს სამყაროში პრობლემები ყოველთვის იქნება, არავინ არ ცხოვრობს იდეალური ცხოვრებით, ამიტომ, თქვენ უნდა ისწავლოთ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას აქვს ორი გამოსავალი. მოძებნეთ ალტერნატივა, ისწავლეთ გააანალიზოთ და მიიღოთ სწრაფი, მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება. ყველაზე მთავარი კი არის საკუთარი თავის გაგება, იმის გაცნობიერება, რომ ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქმედებაზე, შეცდომაზე პასუხისმგებელი იქნებით თქვენ.

3. ყოველთვის იყავით ის ვინც ხართ და იამაყეთ ამით
ახლანდელი ახალგაზრდობა ცდილობს მიბაძოს ცნობილ სახეებს ან ვინმეს საკუთარი გარემოცვიდან – ეს უხეში შეცდომაა. ყველა ადამიანი – ეს არის განუმეორებელი პიროვნება. ისწავლეთ იმის გაფრთხილება, რაც თქვენში ჩადებულია ბუნების მიერ. მოგბაძონ სხვებმა, თქვენ ნუ დაეშვებით ამ დონემდე.

4. დააფასეთ ცხოვრებისეული გაკვეთილები, დაშვებული შეცდომები
არ არსებობენ უნაკლო ადამიანები. ყველა ჩვენგანი ვუშვებთ შეცდომებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი ადამიანი ღირსეულად უმკლავდება სირთულეებს და სწორ დასკვნებს აკეთებს, ზოგი ნებდება და თვლის, რომ ცხოვრება არ შედგა. დაიმახსოვრეთ – ცხოვრებისეული სირთულეები და წვრილმანი გამოცდები გაძლიერებთ. ზოგჯერ გარისკეთ, დაცემისას ადექით და ისევ ეცადეთ რაიმეს კეთება. შეეცადეთ მუდმივ მოძრაობაში იყოთ, ისწავლეთ რამე ახალი, გაიზარდეთ და გახდით სრულყოფილი.

5. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას

ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა საკუთარი გრძნობებით და აზრებით ხელმძღვანელობა. ნუ შეგეშინდებათ იმის კეთება, რასაც გული გკარნახობთ. ბევრი წარმატებული ადამიანი აღიარებს, რომ ინტუიცია – დასახული მიზნების მიღწევაში საუკეთესო მრჩეველია. გამოავლინეთ ორიგინალურობა, კრეატიულობა, გააოცეთ სხვები საკუთარი იდეებითა და წინადადებებით. დღეს ბევრი მოქმედებს გეგმის მიხედვით, ცნობილი თეორიებით ხელმძღვანელობენ, თქვენი ამოცანა კი ჩარჩოებს გარეთ გასვლაა. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ უნდა დააფასოთ ყოველი წუთი, ყოველი დღე, რადგან ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ აზრი არ აქვს რაიმეს გეშინოდეთ ან «შესფერის მომენტს» ელოდოთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ