5 რჩევა, რომ სულელად არ გამოვიყურებოდეთ საუბრისას

5 რჩევა, რომ სულელად არ გამოვიყურებოდეთ საუბრისას

1. ტრაბახი
ზოგიერთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ახალ მანქანასთან ან მსხვილ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ტრაბახით გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეიძლება. ნაწილობრივ ეს მართალია, რადგან ისინი შთაბეჭდილებას ახდენენ გარშემომყოფ…სულელებზე, ჭკვიანი ადამიანები კი ტრაბახის მოყვარულებს ცარიელებად და არასაინტერესოებად მიიჩნევენ. როცა ვინმე შეგნებულად ცდილობს „აიმაღლოს“ თავი ეს თვალშისაცემია და როგორც წესი, მსგავსი ცდები პირდაპირ საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს.

2. ბევრი რჩევის მიცემა
ყველა ადამიანს უყვარს რჩევის მიცემა და ამაში საკვირველი არაფერია. როცა ვინმე საკუთარ პრობლემებზე გიამბობთ – პირველი სურვილი რაც ჩნდება ეს არის მხარდაჭერა, საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ თქმა სურს. ისწავლეთ კომენტარებისგან თავის შეკავება იმგვარ სიტუაციებში, როცა გრძნობთ, რომ კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია. როგორც წესი ადამიანები თვითონ ითხოვენ რჩევებს თუ რჩევები ნამდვილად სჭირდებათ. ამ სიტუაციაში შეეცადეთ არ გადააჭარბოთ. ძალიან აქტიური მრჩეველი გვერდიდან შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც საკუთარ თავზე ჩაციკლული ჭკვიანი, რომელიც დარწმუნებულია რომ იცის პასუხები ყველა შეკითხვაზე. მათ, ვინც ოდესმე შეჯახებიან რეალურ პრობლემას, ამგვარი ყოვლისმცოდნეები აღიზიანებთ.

3. „მე კი…მე…ჩემს შემთხვევაში“
არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ განიხილონ მხოლოდ ერთი თემა – საკუთარი თავი. ნებისმიერ დიალოგს ისინი აქცევენ მონოლოგად საკუთარი თავის შესახებ, რაც გამაღიზიანებელია. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული მეთოდები ასეთი თანამოსაუბრეების თქვენს „რელსებზე“ გადმოსაყვანად:

ა) ხშირად შეაწყვეტინეთ თანამოსაუბრეს ფრაზით: „ეს კიდევ არაფერი, მაგალითად მე“ და დაიწყეთ თქვენი ამბის თხრობა
ბ) დიალოგის დროს ნაცვლად იმისა, რომ უსმინოთ თანამოსაუბრეს, უბრალოდ დაელოდეთ თქვენს რიგს რომ დაიწყოთ საუბარი
გ) შეეცადეთ გადაიტანოთ საუბარი თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე და განავითარეთ იგი მაშინაც კი, თუკი ძირითადი სათქმელი უკვე თქვით
დ) ისაუბრეთ ბევრი

4. ჭორები
გადაწყვიტეთ რომ თქვენს ახალ ნაცნობთან ერთად განიხილოთ მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომი ქალბატონის ჩაცმულობა, საერთო ნაცნობის მოუწესრიგებელი თმა ან თქვენი მეზობლის ბოლო რომანი? მაშინ ნუ გაგიკვირდებათ თუკი ეს საუბარი ამ ადამიანთან ბოლო იქნება. ჭორაობა და გარშემომყოფთა განხილვა სამოყვარულო კლასია. რა თქმა უნდა, მსგავსი საუბრები ბადებს სხვებზე მეტობის შეგრძნებას, მაგრამ ამასთან, ისინი შეიცავენ ბევრ ნეგატიურ მომენტს. ეს მოსაწყენია, უსარგებლო და რაც მთავარი ტოვებს უსიამოვნო შეგრძნებებს. ამასთან, თუკი თქვენ გაბედნიერებთ სხვების განხილვა, თქვენს თანამოსაუბრეს ადვილად შეუძლია იფიქროს, რომ როგორც კი გაგცლებათ, სასაუბრო თემად სწორედ მას აირჩევთ – ეს, რა თქმა უნდა, გაუქრობს თქვენთან ურთიერთობის ნებისმიერ სურვილს.

5. შეცდომის დაშვების შიში
საუბრის დროს ერთერთი მთავარი შეცდომაა შეცდომის დაშვების მუდმივი შიში. როცა ადამიანი ზედმეტად ფიქრობს იმაზე, რომ დატოვოს სასიამოვნო თანამოსაუბრის შთაბეჭდილება, ეს თვალშისაცემია – ის არჩევს თითოეულ სიტყვას, ხოლო მისი აზრები სადღაც შიგნით არის მობილიზებული და არ ეფუძნება დიალოგს. საჭიროა იყოთ უფრო მარტივი. იფიქრეთ, რაზეც საუბრობთ და ისაუბრეთ, რაზეც ფიქრობთ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1501 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ