დეილ კარნეგი: 5 რჩევა მეგობრების შეძენისთვის

დეილ კარნეგი: 5 რჩევა მეგობრების შეძენისთვის

ადამიანებს, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში პრობლემები აქვთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგს უჭირს სხვებთან კონტაქტი, ზოგიც ვერ ახერხებს იმის მიღწევას რაც ძალიან უნდა. თუმცა ყველაფერი ურთიერთობით იწყება და სწორედ ამის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ.

 ეს რჩევები, რა თქმა უნდა მცირეა იმასთან შედარებით რაც, საკმაოდ ცნობილი და პროფესიონალი ფსიქოლიგის დეილ კარნეგის წიგნში წერია, თუმცა შევეცადეთ მოკლედ მოგვეწოდებინა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი.
  1. განსჯისა და განქიქების ნაცვლად შევეცადოთ გავუგოთ ადამიანებს, შევეცადოთ მივხვდეთ, თუ რატომ იქცევიან სწორედ ასე და არა სხვაგვარად. ასეთი ცდა გაცილებით უფრო სასარგებლოცაა და საინტერესოც, ვიდრე კრიტიკა, ის ადამიანს უვითარებს მოთმინების, თანადგომისა და კეთილმოსურნეობის გრძნობას. დაიმახსოვრეთ ყველაფრის გაგება, ყველაფრის შენდობას ნიშნავს.
  2. გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ ადამიანი. დაფასებასა და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ ის კი კვლავაც მოიგონებს. შეაქეთ იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე კარგად გამოუვა, თუნდაც სულ უმნიშვნელოც კი.
  3. გულწრფელი ინტერესი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ. მაგალითად, კალენადრზე აღნიშნეთ ყველა იმადამიანის დაბადების დღეები რომლებთანაც ძალიან კარგი, თუ არა კარგი ურთიერთობა გაქვთ. შორეული მეგობრის ზარი დაბადების დღეზე თითოეულ ადამიანს წუთიერ ბედნიერებას აჩუქებს, რომელიც არასოდეს დაავიწყდება.
  4. კიდევ ერთი იოლი ხერხი, თუ როგორ უნდა ვიქცეთ კარგ მოსაუბრედ. ყურადღებით უსმინეთ. მიეცით თქვენ მოსაუბრეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, მიეცით საშუალება თავიანთ თავზე გესაუბრონ. ადამიანებს არ უყვართ როდესაც არ უსმენენ… მათ კარგ მოსაუბრედ სწორედ რომ კარგი მსმენელი მიაჩნიათ. აცადეთ მათ, ნება მიეცით გესაუბრონე თავიანთ თავზე და ცხოვრებაზე, არ შეაწყვეტინოთ. შეიძლება ცოტა რთულია უსმინო ვიღაცის გაუთავებელ წუწუნს თუმცა, ჩემი გამოცდლიებიდან გეუბნებით სოწრედ ამ ხერხით ბევრი ადამიანისთვის ვქცეულვარ კარგ მოსაუბრედდ.
  5. გულწრფელად შთააგონეთ თქვენს მოსაუბრეს მისი პიროვნების მნიშვნელობა.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ