5 რჩევა მათ, ვისაც ბევრი კითხვა უყვარს

5 რჩევა მათ, ვისაც ბევრი კითხვა უყვარს

თუ თქვენ გიყვართ ბიზნეს-წიგნების, ონლაინ-სტატიების და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ალაბათ ცდილობთ წაკითხულიდან მაქსიმუმი შეიმეცნოთ. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას მათთვის, ვისაც სამსახურში უწევს ბევრი ელექტრონული და ბეჭდური ტექსტური მასალის კითხვა.

1. გააკეთეთ ჩანიშვნები წაკითხულის შესახებ
ყველაფერს თავში ვერ დაიტევთ, ხოლო ყველაზე ფასეული ფაქტები, საგულისხმო სტატისტიკური მონაცემები, გამონათქვამები ან აზრები, რომელბიც გაჟღერებულია წიგნის პერსონაჟების მიერ, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. აქვე ჩაინიშნეთ თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება წაკითხული წიგნის შესახებ (გამოგადგებათ თუ ვინმე გთხოვთ რეკომენდაციას ან კრიტიკულ შეფასებას წაკითხული წიგნის თაობაზე).

2. ამოიწერეთ ციტატები, რომლებიც მოგეწონათ ეს ეხება არამარტო საქმიან, არამედ მხატვრულ ლიტერატურასაც. ციტატები შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს ან უბრალოდ პრეზენტაციების, ტექსტებისა და ანალიტიკური სტატიების მომზადების დროს გამოგადგეთ.

3. ნუ წაიკითხავთ ერთდროულად რამოდენიმე წიგნს
პირველ რიგში ყველაფერი ერთმანეთში აგერევათ; მეორე – ეს იგივეა, რომ ერთდროულად რამოდენიმე სახის კერძი მიირთვათ. მიეცით საკუთარ თავს წაკითხულის „მონელების“ და „გემოთი ტკბობის“ საშუალება. ნუ აჩქარდებით მხოლოდ იმის გამო, რომ ერთდოულად რამოდენიმე წიგნის წაკიხვა მოასწროთ.

4. შეადგინეთ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა წაკითხვაც გსურთ
ამ ჩამონათვალში შეგიძლიათ შეიტანოთ წიგნები, რომელთა შესახებაც გსმენიათ ან ვინმემ გირჩიათ. თვეში ერთხელ ჩაიხედეთ ამ სიაში და ამოირჩიეთ 2-3 წიგნი წასაკითხად უახლოესი კვირეულისთვის. შემდეგ აუცილებლად შეიძინეთ, ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ ან მეგობრებს და ნაცნობებს სთხოვეთ ეს წიგნები და აუცილებლად წაიკითხეთ. წლის ბოლოს თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენს კითხულობთ და რა თემატიკაზე, რომელი ავტორები და ჟანრი გაინტერესებთ.

5. გამოიყენეთ წაკითხული, როგორც რესურსი ახალი იდეებისთვის, პროექტებისთვის ან ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის
საქმიანი ლიტერატურა – როგორც ახალი იდეების პოვნის და სამუშაო ამოცანების გადაჭრის საშუალება საქმიანობაში. მხატვრული ლიტერატურა – როგორც გარკვეული ცხოვრებისეული პრინციპების, მოტივებისა და პრიორიტეტების წყარო. პუბლიცისტიკა – როგორც საინტერესო ფაქტების წყარო. იკითხეთ არამარტო დასვენებისა და სიამოვნებისთვის (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, ასევე აქტიურად გამოიყენეთ ის, რის შესახებაც გაიგეთ წიგნებიდან.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ გაქვთ ის, რაც გაქვთ — დილტსის პირამიდა

აღიარეთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს უსვამთ შეკთხვას: «რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ?» ან «რატომ მაქვს ის, რაც მაქვს?». თუ ამ შეკითხვებს სვამთ — დღეს B2P.GE გაგიზიარებთ მათზე პასუხებს და მოგიყვებათ

Print Friendly, PDF & Email

19 საუკეთესო გამონათქვამი კინოდან და სერიალებიდან, რომლებზე დაფიქრება ღირს

1. არასოდეს მისცე ვინმეს იმის უფლება, გაგრძნობინოს, რომ შენ არ იმსახურებ იმას, რაც გინდა. © ჰიტ ლეჯერი 2. მათ მე ერთგულების დაფასება მასწავლეს… და მათი არდავიწყება – ვინც გიყვარს. ©

Print Friendly, PDF & Email

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება. 2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს. 3. იარე ფეხით რაც

Print Friendly, PDF & Email

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სინანულმა?!

დღევანდელ სტატიაში მინდა შემდეგი კითხვით მივიქციო თქვენი ყურადღება. საინტერესოა შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სინანული და მსგავსი ნეგატიური განცდები ჩვენს სასარგებლოდ? პასუხი ერთმნიშნელოვანია! რა თქმა უნდა კი! სინანული განუხორციელებელი მიზნების გამო,

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ცხოვრებამ დღემდე მასწავლა …

ვინც გვისმენს, თითოეული ადამიანი იმსახურებს დიდ პატივისცემას. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გულისყურით უსმენთ ადამიანს და მისგან იგნორი იგრძნობა, როგორი უსიამოვნოა. ახლა წარმოიდგინეთ, პირიქით, პატივისცემა რომ იგრძნობა, როგორი სასიამოვნოა. ხანდახან ხდება ისე,

Print Friendly, PDF & Email

7 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს წამლებზე უკეთ წმენდს

გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმს წამლებზე უკეთ წმენდს! ორგანიზმის გაწმენდის მწვავე საკითხი ხშირად აბსურდამდე მიდის. ზეთებს, ლიმონის წვენს და სხვადასხვა პრეპარატებს მივყავართ საავადმყოფოს საწოლამდე. ღირს დაფიქრება და ყურადღების მიქცევა

Print Friendly, PDF & Email