ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ხუთშაბათი

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ხუთშაბათი

დაიწყეთ დღე პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით.

  1. ცხოვრებას თავისი წესები აქვს, გონიერება სწორედ იმაშია, ალღო აუღო ამ წესებს და ისე ითამაშო, რომ გაიმარჯვო.
  2. რაც უფრო გაბედულად მიაბიჯებ, მით მეტად ფასდება შენი ნაბიჯები.
  3. წარმატების ხე მით უკეთეს ნაყოფს გამოისხამს, რაც მეტი რუდუნებით მოუვლი ხესაც და ხის ძირსაც.
  4. შეიძლება იფიქრო, რომ შეცდომებისგან დაზღვეული იქნები, თუკი არაფერს მოიმოქმედებ, მაგრამ სწორედ ესაა უდიდესი შეცდომა.
  5. რაც არ უნდა დიად მიზანს ემსახურებოდე, წვრილმანებში თუ არ გათვალე და პატარ-პატარა ამოცანები ნაბიჯ–ნაბიჯ არ შეასრულე, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.

P.s. გახსოვდეთ, თქვენი წინსვლისთვის სამი რამ არის აუცილებელი: გულმოდგინება, გულმოწყალება და ერთგულება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მაკო ჯაოშვილი
მაკო ჯაოშვილი 6 posts

მაკო ჯაოშვილი, პიარ-პროფესიონალი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დარგის ექსპერტ-ფასილიტატორი, Ph.D, საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა-ორგანიზების კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, პიარ-აკადემიაში ბიზნეს-ტრენერი & საერთაშორისო ურთიერთობათა აღმასრულებელი დირექტორი, ჯიპას მოწვეული ლექტორი, სხვა და სხვა ჟურნალებსა და პროფესიულ საიტებზე სტატიების ავტორი, გატაცება: პოზიტიური აზროვნება და თვით მოტივაცია, საკუთარი ლექსები/ჩანახატები, ბლოგერი.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ