ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: პარასკევი

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: პარასკევი

  • შეიძლება იფიქრო, რომ შეცდომებისგან დაზღვეული იქნები, თუკი არაფერს მოიმოქმედებ, მაგრამ სწორედ ესაა უდიდესი შეცდომა.
  • როგორც სპორტში, ასევე საქმეში დაწინაურება უდიდესი შრომის ნაყოფია. ფიზიკურის მსგავსად გონებრივი ვარჯიში და მუდმივი მეცადინეობა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა.
  • არ მეშინია, რომც წავბორძიკდე, – ზუსტად ვიცი, მაინც განვაგრძობ გზას.
  • სისხამ დილით ნაწვიმარზე ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერს რომ შეისუნთქავ, მაშინ ყველაზე მეტად რწმუნდები რამხელა ძალა აქვს სიცოცხლეს.
  • ყოველდღიურად შევთხოვ ღმერთს რწმენაში გამაძლიეროს და მომცეს ძალა უშურველად დავიხარჯო სიკეთეში.
P.s. გახსოვდეთ, თქვენი წინსვლისთვის სამი რამ არის აუცილებელი: გულმოდგინება, გულმოწყალება და ერთგულება.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მაკო ჯაოშვილი
მაკო ჯაოშვილი 6 posts

მაკო ჯაოშვილი, პიარ-პროფესიონალი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დარგის ექსპერტ-ფასილიტატორი, Ph.D, საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა-ორგანიზების კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, პიარ-აკადემიაში ბიზნეს-ტრენერი & საერთაშორისო ურთიერთობათა აღმასრულებელი დირექტორი, ჯიპას მოწვეული ლექტორი, სხვა და სხვა ჟურნალებსა და პროფესიულ საიტებზე სტატიების ავტორი, გატაცება: პოზიტიური აზროვნება და თვით მოტივაცია, საკუთარი ლექსები/ჩანახატები, ბლოგერი.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ