ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ორშაბათი

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ორშაბათი

დაიწყეთ დილა პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით.

  1. ყველაზე წარმატებული ხარ მაშინ, როცა ამოიცნობ საკუთარ შესაძლებლობებს და მათ სწორი განვითარების შესაძლებლობას მისცემ.
  2. წინსვლისთვის მუყაითი შრომა გაცილებით მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე მარტოოდენ ნიჭი მოქმედების გარეშე.
  3. შენი სიმამაცე ისაა. როცა გარშემო ბარიერების მიუხედავად მედგრად მიიწევ წინ.
  4. რაც უფრო მეტ გაუკვალავ გზას გაკვალავ, მით მეტ ცოდნას და გამოცდილებას იძენ. სხვის ნაკვალევზე სიარულს, საკუთარი კვალის დატოვება გერჩივნოს.
  5. შეუძლებელი არაფერია, თუკი გულისთქმის კარნახთან ერთად გონიერებასაც ყურად იღებ.

P.s. გახსოვდეთ, თქვენი წინსვლისთვის სამი რამ არის აუცილებელი: გულმოდგინება, გულმოწყალება და ერთგულება.

Print Friendly, PDF & Email

About author

მაკო ჯაოშვილი
მაკო ჯაოშვილი 6 posts

<p>მაკო ჯაოშვილი, პიარ-პროფესიონალი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დარგის ექსპერტ-ფასილიტატორი, Ph.D, საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა-ორგანიზების კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, პიარ-აკადემიაში ბიზნეს-ტრენერი & საერთაშორისო ურთიერთობათა აღმასრულებელი დირექტორი, ჯიპას მოწვეული ლექტორი, სხვა და სხვა ჟურნალებსა და პროფესიულ საიტებზე სტატიების ავტორი, გატაცება: პოზიტიური აზროვნება და თვით მოტივაცია, საკუთარი ლექსები/ჩანახატები, ბლოგერი.</p>

View all posts by this author →

You might also like