5 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ!
1482 Views

5 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ!

პრობლემებით გადაღლილებს კვირა დღეს ხშირად გვიფიქრია იმაზე, რომ ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მაგრამ გადის ერთი დღე, მეორე… ხოლო სანატრელი ”ხვალ” არა და არ დგება.

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებას საკუთარი წარმოდგენებით, სურვილებითა და ფანტაზიებით ავსებს. თუმცა, ჩნდება თუ არა რაიმე პრობლემა, მის გადასაწყვეტად ძალა არ გვყოფნის, მუდმივ დაძაბულობაში ვცხოვრობთ და არსებობის აზრს ვეღარ ვხედავთ. როგორი ალგორითმი შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ამოცანის ამოსახსნელად? ფსიქოლოგი და თერაპევტი გვირჩევს: შევხედოთ ცხოვრებას სხვადასხვა კუთხით.

არსებობს ცხოვრებისეული მოღვაწეობის ოთხი ძირითადი სფერო. პირველი – სამსახური და სწავლა; მეორე – კონტაქტების სფერო, პარტნიორებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და განვითარების უნარი; მესამე – ჩვენი შინაგანი სამყარო: გატაცებები, ინტერესები; მეოთხე – სხეული, მისი შეგრძნების და მისდამი დამოკიდებულების უნარი. ამ სფეროში შედის სექსისა და ავადმყოფობების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება.

ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

ნაბიჯი 1. შეამოწმეთ ბალანსი
დასაწყისში, გაიარეთ პატარა ტესტი. ქაღალდის ფურცელზე დახაზეთ კოორდინტთა სისტემა. ჰორიზინტალურ ღერძზე აღნიშნეთ 4 სფერო, ვერტიკალურზე – პროცენტები 0-დან 100-მდე. შემდეგ ააგეთ გრაფიკი იმის მიხედვით, თუ რამდენ ადგილს (ენერგიას, დროს, ძალას) უთმობთ ცხოვრებაში ამა თუ იმ სფეროს. ახლა შეადარეთ თქვენი გრაფიკი იდეალურს, რომელშიც თითოეულ სფეროს 25% ეკუთვნის. დააკვირდით ყურადღებით: ის გიჩვენებთ, თუ რომელი სფერო საჭიროებს თქვენი ყურადღების გამახვილებას. ასე, მაგალითად, თუ მთელ დროს სამსახურს უთმობთ, ალბათ, ზარალდება თქვენი პირადი ინტერესები. წარმატების მისაღწევად ოთხივე სფეროს ჰარმონიული ურთიერთკავშირია აუცილებელი.

ნაბიჯი 2. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ”რატომ მოხდა ასე მაინცადამაინც ახლა?”
დაუკვირდით, რომელ სფეროს ეკუთვნის თქვენი პრობლემა და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ მოხდა ასე მაინცადამაინც ახლა? გააანალიზეთ პასუხი და შეუდექით კონსტრუქციულ მოქმედებას. აღნიშნეთ თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოიტანეთ დასკვნები მინუსებიდან. ნუ ინერვიულებთ მათ სიმრავლეზე. ნებისმიერი ნეგატივის მთავარი პლუსი მისი დადებითი პერსპექტივაა. დაეყრდენით პლუსებს _ ისინი ცვლილებისთვის აუცილებელ თქვენს რესურსებს წარმოადგენენ.

ხშირად შეხვდით მეგობრებს და ესაუბრეთ თქვენს პრობლემებზე. გადაუშალეთ გული, ნუ დარჩებით მარტო საკუთარ თავთან.

ნაბიჯი 3. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში
შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა გსურთ? შეეცადეთ პასუხის ისეთ ფორმირებაში, რომ თქვენი სურვილის დაკმაყოფილება დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლოთ. შეადგინეთ საკუთარი მიზნების ორი სია: ერთი – ნახევარი წლისთვის, მეორე – მთელი წლისათვის. მათ საფუძველზე ჩამოაყალიბეთ კონკრეტული მოქმედებების რეალური გეგმა. მოათავსეთ ის თვალსაჩინო ადგილას და ყოველ დღე გადახედეთ.

ნაბიჯი 4. განეწყვეთ საუკეთესოსთვის!
განეწყვეთ პოზიტიური ცვლილებებისკენ. ფიქრი მატერიალურია. ასე რომ, შეეცადეთ საკუთარი მომავლის ნათელ ფერებში წარმოდგენას.

ნაბიჯი 5. დართეთ საკუთარ თავს განცდების ნება
იმისათვის, რომ ახალ ცხოვრებას შეუდგეთ, ჯერ ძველი უნდა დაასრულოთ, გათავისუფლდეთ მისი ნეგატიური გავლენისგან. მიეცით საკუთარ თავს ფარული ემოციების გამოვლენის საშუალება. დაფიქრდით იმაზე, თუ რას გრძნობთ იმ ადამიანის ან სიტუაციის მიმართ, რომლის გამოც განიცდით. ნუ მოგერიდებათ. გამოუტყდით საკუთარ თავს წყენაში, ტკივილში, შიშში. დაწერეთ გულახდილი წერილი თქვენი განცდების უკეთ წარმოსაჩენად. ამ დროს თავშეკავებულობა არაფერში გამოგადგებათ, პირიქით, პრობლემას ვერ ამოწურავთ და დეპრესიაში ჩავარდებით. არ არის საჭირო ამ წერილის ადრესატთან გაგზავნა – დახიეთ ის ნაკუწებად, ან დაწვით და გადაყარეთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like