5 მარტივი წესი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

5 მარტივი წესი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

1. სიმდიდრე მხოლოდ საკუთარი ბიზნესით არ მოიპოვება
საიდან იწყება ნებისმიერი ბიზნესი? ვერასოდეს გამოიცნობთ, სურვილიდან, რა თქმა უნდა! თუმცა როგორც ცნობილია ეშმაკი დეტალებში იმალება. თუკი გსურთ მხოლოდ გაიუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ბიზნესი გჭირდებათ. მაგალითად, ნებისმიერი გამყიდველი ბაზარში – ბიზნესმენია, ისევე როგორც ბებო, რომელიც მზესუმზირას ყიდის. თუმცა მხოლოდ ეს ადამიანს ვერ გაამდიდრებს.

მეორეს მხრივ თუკი დაგიქირავებენ, საკმაოდ კარგი ანაზღაურების მიღება შეიძლება. ჩვენ ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, ასევე ხშირად უწევთ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლა, სადაც მდიდრულ სასტუმროებში ცხოვრობენ, ემსახურებათ სამსახურეობრივი ავტომობილი. სჭირდებათ ასეთ ადამიანებს საკუთარი ბიზნესი თავისი თავის ტკივილებითა და რისკებით? ვშიშობთ რომ არა. შეეცადეთ ააწყოთ თქვენი კარიერა მსხვილ კორპორაციაში.

2. საკუთარი საქმე რისკია, რომელსაც ყოველთვის წარმატება არ ახლავს
არსებობს მკაცრი სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიების ორი მესამედი იხურება მუშაობის პირველ წელს, ხოლო მათგან ვინც რჩება, შემდეგ წელს ასევე იხურება კიდევ ორი მესამედი. ამდენად, ორი წლის შემდეგ გადარჩენის შანსი კომპანიების მხოლოდ 10%-ს აქვს. რა თქმა უნდა, არიან ფირმები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იხსნებიან, რომ მაშინვე დაიხურონ.

კიდევ ერთი სტატისტიკა: ვიდრე იპოვით შემოსავლიან საქმეს, მოგიწევთ სცადოთ საშუალოდ, 5-7-ჯერ. მზად იყავით არაერთგვაროვანი შეტევებისთვის. ცუდი კი ის არის, რომ შედარებით მომგებიანი პროექტები დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან. ნაკლები რისკი – ნაკლები მარჟა.

3. წარმატებული ბიზნესი – ყოველთვის ინოვაცია
პროექტში მთავარია იდეა. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი ყოველთვის იდეაა, რომელიც მას სხვებისგან განასხვავებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაჩერებაზე ჯიხურის გახსნა და ვაჭრობა შოკოლადითა და ლუდით, მაგრამ ამით ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწევთ. არ შეიძლება ბიზნესში უკან მიჰყვეთ დინებას. თუკი თქვენ ხედავთ ინოვაციას, რომელსაც ფულის მოტანა შეუძლია, მოეჭიდეთ მას. შეისწავლეთ იგი, გამოიკვლიეთ.

კარგი რჩევა: ინოვაცია ჩვენს ქალაქში ეს ხშირად ის არის, რაც სხვა ქალაქში უკვე დიდი ხანია ცნობილია. თითქმის ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ან უბრალოდ ნაკლებად ცნობილია. შეისწავლეთ ბიზნესი სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენს ქალაქში ჯერ-კიდევ არ არის. ეს მარტივიც კია, რადგან იდეამ უკვე აჩვენა უფლება არსებობაზე. არ გაქვთ საინტერესო იდეა? მაშინ ცდა არ ღირს, რადგან კარგი იდეების მქონე კონკურენტები უბრალოდ გაგანადგურებენ.

4. სასტარტო ბიზნესისთვის საჭიროა მინიმალური თანხა და მაქსიმალური ძალისხმევა
არსებობს მოსაზრება, რომ საკუთარი საქმისთვის ყოველთვის საჭიროა კარგი სასტარტო კაპიტალი. უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, თუ რესტორნის გახსნა გსურთ, ცოტა თანხა არ დაგჭირდებათ. მსოფლიოში ცნობილმა ბევრმა ბიზნესმა სტარტი ფაქტიურად ხურდა ფულით დაიწყო, მაგალითად: Microsoft-მა, Macintosh-მა, Coca-Cola-მ, Kodak-მა, Google-მა და სხვა.

თუკი თქვენ იწყებთ სწორ ბიზნესს, ის ძალიან სწრაფად გამოკვებავს საკუთარ თავს. თქვენი ამოცანაა ცოტა ხანი გაუძლოთ მწირ შემოსავლებს. როგორც წესი, პირველი კვარტლის შემდეგ, უკვე ცნობილი ხდება არსებობს თუ არა პერსპექტივა და ღირს თუ არა საქმის გაგრძელება.

5. თუ ბიზნესისთვის საჭიროა თანხა, ის აუცილებლად მოიძებნება
თუკი იმგვარ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ თანხები გჭირდებათ, მათი მოძიება ყოველთვის შეიძლება. მოძიების სტანდარტული სქემა ნათესავები, მეგობრები და „სულელებია“. თუკი მეგობრებს არ სურთ უბრალოდ მოგცენ თანხა, შესთავაზეთ საერთო საქმე. თუკი ასეც არაფერი გამოგივათ, დაფიქრდით ზოგადად გჭირდებათ თუ არა ბიზნესი. თუმცა გამონაკლისები არსებობს…

თუკი თავს გენიოსად მიიჩნევთ, აიღეთ ბანკის კრედიტი, დღეს ეს ყველაზე ადვილია. თუმცა საჭიროა სწორი კრედიტის აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდა უნდა აწარმოოთ პერიოდის ბოლოს და არა ყოველთვიურად. ასევე შესაძლებელია მოიგოთ ქალაქის ან რეგიონალური კონკურსი და თანხა სახელმწიფოსგან მიიღოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნეს გეგმების წერა უნდა შეგეძლოთ, რაც ყველას არ შეუძლია. ასევე შესაძლებელია უბრალოდ მიხვიდეთ მდიდარ მეწარმესთან და შესთავაზოთ ინვესტირება…

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ