5 მარტივი შეკითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანი ყოველ დღე უსვამს საკუთარ თავს

5 მარტივი შეკითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანი ყოველ დღე უსვამს საკუთარ თავს

"“საკუთარ საქციელს უფიქრდები, თუ პირდაპირ მოქმედებაზე გადადიხარ?” "

ები პერკინსი

ამ რამოდენიმე ხნის წინ B2P.GE-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ -“10 რამ, რასაც წარმატებული ხალხი არასდროს იმეორებს”, გაგვახსენა სტივ ჯობსის მიერ ხშირად გამოთქმული ცნობილი ფილოსოფიური აზრი, იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვები დროდადრო.“თუ დღეს ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა, იმასვე გავაკეთებდი, რასაც დღეს ვაპირებ რომ გავაკეთო?” მართლაც, ყველაზე წარმატებულ ადამიანებს აქვთ უნარი, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი თავი რეგულარულ საფუძველზე დაყრდნობით, რაშიც იგულისხმება მათი შესაძლებლობები, ქმედებები და მიზნისადმი მიღწევის პროგრესი.

ისინი მხოლოდ ოცნების პროცესში არ იმყოფებიან, არამედ აქტიურად ფიქრობენ, იმაზე რასაც აკეთებენ. ამასთან, საკუთარი თავისათვის კითხვების დასმა არ ნიშნავს, საკუთარი თავის ხელმეორედ აღმოჩენას, არამედ ეს გულისხმობს საკუთარი მდგომარეობის შეფასებას, ობიექტურობას და იმის დადგენას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რომ აღმოაჩინო შედეგი სუფთა და არამიკერძოებული განსჯით. ეს ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც დაგეხმარებათ დაგაფიქროთ და უფრო წარმატებული გაგხადოთ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში.

აი ის 5 მარტივი შეკითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ ყოველდღიურად:

1. ვიმყოფები თუ არა სწორ ნიშაში? თუ შენი საქმე არ გიყვარს, ვერ იქნები მოტივირებული, რომ გადალახო ის წინაღობები და დაბრკოლებები, რომელთაც ცხოვრება გვახვედრებს წარმატებისაკენ სავალ გზაზე. თუნდაც დაწყებისას ენთუზიაზმით სავსე იყო, ეს შეგრძნებაც შეიძლება გაგიქრეს ერთ დღესაც. ამიტომაც არის სწორედ, ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გამუდმებით შეამოწმო საკუთარი თავი და არსებული მოტივაცია. თუ ხვდები, რომ ენთუზიაზმი ჩაგიქრა და თითქოს გადაიწვი, აუცილებელია ცვლილება, რომ კვლავ აივსო საქმისადმი ენერგიით. აუცილებელია იპოვო ის ნიშა, რომელიც ემოციურად გაგაძლიერებს, გაგინათებს გონებას და მოგცემს ძალას, რომელიც გჭიდრება წარმატებისაკენ სვლაში.

2. ვსწავლობ თუ არა შეცდომებზე? წარმატებული შემთხვევების უმეტესობა სავსეა უამრავი განცდილი მარცხით. ეს სრულიად ბუნებრივია და სასრგებლოც კია. რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ამით სწავლობ და შემდგომში ნაკლებად იმეორებ დაშვებულ შეცდომას. როცა ჩიხში ხარ მოქცეული, გამოყავი დრო იმისათვის, რომ შეაფასო რა იყო არასწორი? რისი შეცვლაა აუცილებელი? და როგორ უნდა აიცილო თავიდან მსგავსი შეცდომა მომავალში? ეცადე თითოეულ განცდილ მარცხში, რომელსაც ეჯახები წარმატებისაკენ სავალ გზაზე, სიბრძნის მარცვალი აღმოაჩინო და გაკვეთილად მიიღო.

3. ვაფართოვებ კი საკუთარ საზღვრებს სისტემატიურად? წარმატებას მხოლოდ სწრაფი სვლით ან უკვე გაკვალულ ბილიკზე სიარულით ვერ მიაღწევ. შეისვენე და დარწმუნდი, რომ ადამიანები რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს შენს საწარმოში მუდმივად მიიწევენ წინ და შესაძლებლობების საზღვრებს იფართოებენ. ახალის შექმნა, უფრო გაბედული მიზნები და მათი მიღწევს მცდელობა, გამუდმებით გავსებს ენთუზიაზმით და გამყოფებს მუდმივად წარმატებისაკენ ბრძოლის მდგომარეობაში. უბიძგე შენს თავს პროფესიული ბარიერების გადალახვაში და ყოველთვის ეცადე მიაღწიო შეუძლებელს.

4. რაში მდგომარეობს ჩემი თამაშის გეგმა? სანამ საკუთარ თავს გამოწვევებისაკენ უბიძგებ ამავდროუალდ უნდა დაგეგმო სტრატეგიები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას, გახდე მეტად ქმედითი და გულმოდგინე. თუ ცდილობ, უფრო სწრაფი იყო და უკეთესი გახდე, უნდა დაადგინო საჭირო რეჟიმი და განავითარო ტექნოლოგიები, რომლებიც მოგცემენ ამ მხრივ ქმედების საშუალებას. მართლაც, დაჯექი და ჩამოაყალიბე ფიზიკური რუკა, სადაც აღნიშნული იქნება თუ სად ხარ ეხლა და საით გინდა, რომ წახვიდე. დაიტოვე ადგილი შემოვლითი გზებისათვის, რომლებიც მცირე საქმეებად ითვლებოდა; ამ პროცესით ისწავლი გაცილებით მეტს და გაიზრდები.

5. ხომ ჯერ კიდევ მწამს, რომ მე ეს შემიძლია? წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის საკუთარი თავის რწმენა, და ის, თუ როგორ მიიწევ წინ. ყველაზე დიდი ამბიციებიც კი არფერს ნიშნავს იმის დაურწმუნებლობის გარეშე, რომ შენ ნამდვილად ძალგიძს მათი მიღწევა. სარკეში კარგად ჩაიხედე და ჰკითხე საკუთარ თავს, თუ ემთხვევა შენი გატაცებები და განზრახვები შენსავე მისწრაფებებს. ცოდნა და შესაძლებლობები, ეს ბრძოლის ნახევარსაც არ ნიშნავს. თუ თავად არ გჯერა, რომ შეგიძლია ამის მიღწევა, სხვისი დარწმუნებაც რთული აღმოჩნდება. პირველ რიგში შენ უნდა იყო საკუთარი თავის მომხრე, სანამ ვინმე სხვას ელი რომ იქნება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like