5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.

1) ვინ ხართ თქვენ?
შეკითხვა – „ვინ ვარ მე?“ ხშირად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, რასაც ბავშვობის ასაკში დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, უკვე 20-30 წლის ასაკში გარკვეულად ჩამოყალიბებული წარმოდგენა გაგვაჩნია მის შესახებ. როდესაც მივაღწევთ 40, 50 და 60 წელს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ შეკითხვას კვლავ ვუსვამთ საკუთარ თავს. საკუთარი თავის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ელემენტების აღმოჩენას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ყოველი ჩვენგანი განსხვავებული ინტენსივობითა და დონით ახერხებს. თუმცა, ეს არის შეკითხვა, რომელიც საჭიროა ხშირად გავუმეოროთ საკუთარ თავს, რაც კარიერის შესატყვისობის ტესტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ხომ მართალია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას 10 წლის მანძილზე უყურადღებოდ არ დატოვებთ? იგივე დამოკიდებულება გვმართებს კარიერის/ცხოვრების სტილით დაკმაყოფილების დონის მიმართ, ვინაიდან ჯანმრთელობა და ცხოვრებისეული ბედნიერება/კარიერული წარმატება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. წლების მანძილზე გავდივართ ზრდისა და განვითარების ეტაპებს. ყოველი ეტაპი წარმოგვიდგენს ახალ სფეროებს, რომლებზე ფოკუსირების საშუალებით განვსაზღვრავთ, თუ როგორი ტიპის ინდივიდები, პიროვნებები, მეგობრები, პარტნიორები, მშობლები ვართ ჩვენ კარიერის დაწყების, კარიერის პიკისა და პენსიაზე გასვლის სტადიებში. ყოველივე ამის გამო აუცილებელია მუდმივად ვიზრუნოთ წარმატებული კარიერის მიღწევის გზების დასახვა-განხორციელებისათვის. ჩაუტარეთ მცირე ანალიზი საკუთარ თავს, დაიწყეთ თითოეული ასპექტის შესწავლით და გაიაზრეთ/ჩამოწერეთ თქვენი მოსაზრებები ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით.

2) რა არის ჩემი ფასეულობები?
ფასეულობები – ეს არის დამოკიდებულება და რწმენა ყოველივე იმისადმი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დემონსტრირება ხდება შესაბამისი ქცევების საშუალებით აღნიშნულ ფასეულობებთან მიმართებაში. ფასეულობები შეიძლება ატარებდნენ უსაფრთხო ან თავგადასავლებისა და რისკის მაძიებელ ხასიათს, დამოუკიდებლობის შენარჩუნებით დაწყებული და ურთიერთდამოკიდებულების ხელშეწყობით დამთავრებული. ფასეულობები ძირითად როლს თამაშობენ ჩვენ მიერ სამუშაოს ტიპის, სამუშაო გარემოს, ცხოვრების სტილის შერჩევის საქმეში, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და შესრულებადია.

3) რისი გაკეთება მომწონს?
ეს თქვენი ინტერესებია და ყოველივე ის, რისი გაკეთებაც მოგწონთ, გსიამოვნებთ და გეხერხებათ. მოგწონთ სპორტი? მოგწონთ სიარული ან სირბილი? მოგწონთ ფრინველების ან თვითმფრინავებიდან გადმომხტარი პარაშუტისტების ყურება, მოგწონთ მოგზაურობა? გაიხსენეთ ბოლო სამი თვე და ჩამოწერეთ ის, რასაც აკეთებდით ამ პერიოდის მანძილზე და რისი გაკეთებაც სიამოვნებას განიჭებდათ ნამდვილად, ე.ი. სამი ისეთი რამ, რასაც ერთი სული გაქვთ როდის გააკეთებთ – ან ნატრობთ იქონიოთ მეტი დრო, რათა აღნიშნული საქმიანობებით დაკავდეთ. ყველაზე უკეთ რა გამომდის? ის, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ გამოგვდის, სავარაუდოდ, ჩვენი ნიჭია ან უნარები, რომელთა გაკეთება უკეთესად შეგვიძლია. გაიაზრეთ, თუ რა გამოგდით ყველაზე კარგად.

4) სად მინდა ვცხოვრობდე?
ბევრი ადამიანისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი კითხვაა მათი კარიერის/ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენს გვსურს ვიცხოვროთ გარკვეულ ადგილებში სხვადასხვა მიზეზის გამო. მოგწონთ სხვადასხვა კულტურის მქონე ადგილებში ცხოვრება? გჭირდებათ გარკვეული კლიმატი ჯანმრთელობის თვალსაზრისით? ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა უფრო მომგებიანი იქნება გარკვეულ ადგილებში ან კლიმატური პირობების გამო? ამჟამად, სად გსურთ იცხოვროთ და რატომ?

5) რა რაოდენობის თანხა მსურს მქონდეს?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სწრაფად უნდა შეძლოთ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ფული მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია თქვენთვის კარიერის შერჩევისას. ან იმაში უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ თქვენ მიერ გაკეთებული საქმის გამორჩეულობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ფული ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. გაიაზრეთ, თუ რა რაოდენობის თანხის გამომუშავება გსურთ ყოველწლიურად. რა რაოდენობის თანხა გსურთ იქონიოთ და რატომ?

მინიმუმი, რომელიც საჭიროა იცოდე:
• გამორიცხეთ ის სამუშაოები, რომლებიც ნამდვილად არ მოგწონთ – ამით ოპტიმალურად შეამცირებთ გასააზრებელ არეალს;
• მიაქციეთ ყურადღება თქვენს ფასეულობებს, ვინაიდან სწორედ ისინი გამოძრავებენ კარიერის საკითხში გადაწყვეტილებების მიღებისას;
• გაითვალისწინეთ, რომ კარიერასთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანი შეიცვლება დროთა განმავლობაში თქვენს ცხოვრებისეულ და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად.

Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

<p>ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.</p>

View all posts by this author →

You might also like