5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც შესაძლებელია ბუნებისგან

5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც შესაძლებელია ბუნებისგან

1. პირველი გაკვეთილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის კოდალასგან: „რეალისტური ფოკუსირების გაკვეთილი“
კოდალა ბევრ რამეში ჩვენზე ჭკვიანია. მართალია ის ხეს ურტყამს თავს, მაგრამ ამას წარმატებულად აკეთებს. ის რეალისტია. ის არ ცდილობს გახეთქოს ხე ერთი დარტყმით, როგორც ეს ბევრ ადამიანს უნდა ხოლმე, კოდალა ფოკუსირებულია და არ უკაკუნებს ხეს ყველა მხრიდან. ადამიანს კი ჭიაყელას მაგივრად გველი უნდა, მისი მოძებნა კი ხის მაგივრად ფოთლებმოყრილ მიწაზე სურს.

2. მეორე გაკვეთილი არის თევზისგან: „ნაკადის გაკვეთილი“
თევზი ყოველთვის მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ და საზოგადოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, ეს სწორია. ის ამას აკეთებს არა ცხოვრების გასართულებლად, არამედ იმიტომ, რომ ბევრი წყალი აირიდოს. ამგვარად წყლის ნაკადში მას ჩაუვლის ბევრი საკვები და ჟანგბადი. ასე მისი ცხოვრება რამოდენიმეჯერ უფრო მდიდრდება. ჩვენ, თევზისგან განსხვავებით, ყოველთვის ვცდილობთ ინერტული დინების მიმართულებით ცურვას და შედეგად 30 წლიანი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაცვლად ვაგროვებთ ერთწლიან ცხოვრებისეულ გამოცდილებას 30-ჯერ. ჩვენ არ გვინდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და მერე გვიკვირს, რატომ გვქონდა ცხოვრებაში ასე ცოტა შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა ცხოვრების ლატარეაში მოვიგოთ ისე, რომ ბილეთიც კი არ შევიძინოთ.

3. მესამე გაკვეთილი ლომის ბოკვერებისგან: „დაისვარე პირი სისხლით“
ლომის ბოკვერებს შეუძლიათ სწავლა. ისინი სწავლობენ უფროსებისგან-ლომებისგან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს და ისინი სწავლობენ არა წიგნებით და საუბრით, არამედ საქმით. მათ ზუსტად იციან – იმისათვის, რომ ნადირობა ისწავლონ, პირი სისხლით უნდა მოითხუპნონ. ჩვენ კი ხელის განძრევისაც გვეშინია. ჩვენ ვსხდებით მერხებთან და ვუყურებთ დაფასთან მდგომ კურდღელს, რომელიც გვასწავლის ნადირობას. ან ვიკეტებით სახლში და თავად ვსწავლობთ, ხოლო როცა ნადირობის დრო მოდის, ჩვენი არათუ ნადირობა არ ვიცით, სისხლის სუნისაც კი გვეშინია.

4. მეოთხე გაკვეთლი (სოციალური) – ძაღლისგან: “გააქიცინე კუდი პირველმა”
21 საუკუნეში უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი რას აკეთბ შენ, მნიშვნელოვანია რაზე ახდენ სხვა ადამიანების მოტივირებას. მშვენიერ მაგალითს გვაძლევს ძაღლი. ის არ ფიქრობს: „ჯერ სახლში მიმიყვანე, მაჭამე, დამბანე და მერე მე გაგიქიცინებ კუდს.“ ძაღლი პირველი გადმოსცემს გრძნობებს და მხოლოდ შემდეგ იღებს იმას, რაც სურს. ამასთან, ის არ გაძალებთ რამე მისცეთ, ის იქცევა ისე, რომ თქვე თავად გიჩნდებათ სურვილი ეს გააკეთოთ.

5. მეხუთე გაკვეთილი არის გველისგან: “არ იწუწუნო”
გველი არ ფიქრობს: “მე არ მაქვს ხელ-ფეხი, ცუდი მხედველობა მაქვს, მე დავიბადე შეუფერებელ ქვეყანაში, მე არავის არ ვუყვარვარ, ჩემი მშობლები არ ზრუნავდნენ ჩემზე”. გველი კმაყოფილდება იმით, რაც მას აქვს და ჩვენ გვეშინია ამ „ცხოველი-ინვალიდის“. როცა მას რამე არ მოსწონს, ის უბრალოდ ტყავს იცვლის და აგრძელებს ცოცვას ყოველგვარი სინანულის გარეშე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ