5 ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, რომლებიც ცვლიან თქვენს ქცევას
2838 Views

5 ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, რომლებიც ცვლიან თქვენს ქცევას

ეს 5 ფსიქოლოგიური ეფექტი თქვენი ვიზა იქნება ადამიანის ტვინის ფუნქციონირების საიდუმლო სამყაროში შესასვლელად:

1. თქვენ სხვებს უფრო მეტად მაშინ მოსწონხართ, როცა შეცდომებს უშვებთ
ის, ვინც არასოდეს არ ცდება, ნაკლებად გვესიმპატიურება, ვიდრე ისინი, ვისაც ჩავარდნები აქვთ. შეცდომები უფრო ადამიანურს და მიმზიდველს გხდით. სრულყოფილება კი ქმნის უძლეველობის გამაღიზიანებელ აურას და დისტანციას.

ეს «სრული ჩავარდნის ეფექტი» გამოსცადა ფსიქოლოგმა ელიოტ არონსონმა. ვისაც ცდიდა, ის ადამიანები ისმენდნენ ვიქტორინაში მონაწილე ადამიანების ჩანაწერებს. ზოგიერთ ჩანაწერზე ისმოდა როგორ უვარდებოდათ ხელიდან ვიქტორინის მონაწილეებს ყავის ფინჯანი. შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე სიმპატიურად დაასახელეს ისინი, ვისაც ყავის ფინჯანი გაუვარდათ.

2. დიდი მოლოდინი ქმნის ახალ რეალობას
თუ რაიმესი გწამთ — ერთ დღს ეს აუცილებლად ასრულდება. ეს ე.წ. პიგმალიონის ეფექტია. ფსიქოლოგი რობერტ როზენტალი ამ მეთოდს იკვლევდა სკოლაში.
წლის დასაწყისში მან მასწავლებლებს სთხოვა შეეგროვებინათ იმ მოსწავლეების სია, რომლებსაც IQ-ს უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდათ. მაგრამ ეს სია სინამდვილეს არ შეეფერებოდა, როზენტალმა მოსწავლეების გვარები შემთხვევითობის მიხედვით შეარჩია.
წლის ბოლოს სწორედ ამ მოსწავლეებმა აჩვენეს უფრო მაღალი შედეგები, ვიდრე დანარჩენებმა.
ამ მოსწავლეების მიამრთ მასწავლებლების მხრიდან მოლოდინი უფრო მაღალი იყო, შესაბამისად ამან შექმნა ახალი რეალობა. როზენტალმა მისი აღმოჩენა ასე ახსნა: ის, რასაც ერთი ადამიანი ელის მეორესგან, შიძლება გახდეს წინასწარმეტყველებით თვითშესრულებადი.
გახსოვთ გამოთქმა: «თუ ადამიანს ღორს დაუძახებ, ის ადრე თუ გვიან დაიღრუტუნებს»?

3. რაც უფრო დიდი არჩევანია, მით ნაკლებია ალბათობა, რომ მისით კმაყოფილი დავრჩებით
მომხმარებელი ყოველთვის წუწუნებს შენაძენის შემდეგ და ფიქრობს, რომ შეეძლო უფრო იაფად ეყიდა, ან სხვა მოდელი ეყიდა ორი კვირის შემდეგ ფასდაკლებით და ა.შ.

მაშინაც კი, როცა ჩვენი გადაწყვეტილება სრულიად მართებულია — ჩვენ შეიძლება უკმაყოფილო დავრჩეთ, თუ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ამას ეწოდება «არჩევანის პარადოქსი»: როცა არჩევანი დიდია — რთულდება გადაწყვეტილებით კმაყოფილების მიღება.

4. რაც უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ დახმარება გჭირდებათ — მით უფრო დაბალია იმის ალბათობა, რომ დაგეხმარებიან
თუ თქვენ დახმარება გჭირდებათ — ნუ მოძებნით მას მასაში, რადგან ასეთ დროს მუშაობს «მოწმის ეფექტი».

ამ ეფექტს იკვლევდნენ ფსიქოლოგები ბობ ლატანი და ჯონ დარლი. როცა გამოსაცდელად შერჩეული ადამიანი ფიქრობდა, რომ ის ერთად-ერთი მოწმეა — დასახმარებლად მიდიოდა 85%. როცა გვერდით კიდევ 1 ადამიანი იმყოფებოდა — დასახმარებლად მიდიოდა 65%. როცა გამოსაცდელმა იცოდა, რომ გვერდით კიდევ 4 მოწმე იყო, — დასახმარებლად მიდიოდა 31%.
ხშირად ავარიის ან დანაშაულის მოწმეები არ ეხმარებიან დაზარალებულს: ყველა თვლის, რომ ვინმე სხვა გამოიძახებს პოლიციას და ა.შ. როცა ერთად-ერთი თვითმხილველია, მას ესმის, რომ დახმარება მხოლოდ მას შეუძლია და უფრო მეტად აქტიურად მოქმედებს.

5. თქვენი შეცდომები არც ისე შესამჩნევია, როგორც თქვენ ფიქრობთ
იმის განცდა, რომ ჩვენ მუდმივად გივყურებენ, მხოლოდ წარმოსახვის თამაშია. პარანოია და თავდაუჯერებლობა, რომელსაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ, როცა შევცდით, სინამდვილეში რეალობას არ ასახავს. ადამიანები ჩვენს მარცხს გაცილებით უფრო იშვიათად ხედავენ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ამ ეფექტს ეწოდება «პროჟექტორის ეფექტი», რომელსაც იკვლევდა ფსიქოლოგების გუნდი. ისინი გამოსაცდელ სუბიექტს აცმევდნენ გაურკვეველ მაისურს, შემდეგ კი აფასებდნენ რამდენი ადამიანი შეამჩნევდა ამას. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი აღმოჩნდა, შესაბამისად, თქვენ ყურადღების ცენტრში იმაზე გაცილებით ნაკლებად ხართ, ვიდრე ფიქრობთ.
ამის ცოდნა დაგეხმარებათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იყოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like