5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის.

ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ, რომ ვერაფერი შექმნეს. თავში უჩნდებათ დამთრგუნველი აზრი, რომ დრო გავიდა და უნდა შეეგუონ იმას, რაც არის.

თუმცა, ეს ასე არ არის. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმ ადმაიანების ისტორიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება არასოდეს არის გვიანი და წარმატება მოდის ცოტა მოგვიანებით.

რეი კროკი, McDonald’s-ის დამფუძნებელი
აი რას წერს ისთავის ცნობილ წიგნში «McDonald’s-ი: როგორ იქმნებოდა იმპერია»: «1954 წელს მე 52 წლის ვიყავი. მაწუხებდა დიაბეტი და ართრიტი. გავიკეთე ნაღვლის ბუშტის და ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია. მაგრამ მე მომავლის მჯეროდა». და დადგა იღბლიანი მომენტი, როცა კროკი 52 წლის ასაკში შეხვდა ძმებ მაკდონალდსებს.

ჰენრი ფორდი, Ford Motor Company-ის დამფუძნებელი
36 წლამდე ჰენრი ფორდი მუშაობდა ედისონის კომპანიაში ინჟინრად. პირველი ავტომობილი მან 30 წლის ასაკში ააწყო, ხოლო საკუთარი კომპანია დააფუძნა ათი წლის შემდეგ. კომპანიამ წარმატებას მიაღწია Ford T-ს მოდელის გამოშვებისას 1908 წელს, ჰენრი ფორდი მაშინ 45 წლის იყო. ამის შესახებ ფორდი წერს საკუთარ წიგნში «ჩემი ცხოვრება. ჩემი მიღწევები».

მაიკლ ბლუმბერგი, ნიუ-იორკის მერი, საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის დამფუძნებელი
39 წლის ასაკში მომავალი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი ქუჩაში აღმოჩნდა. «რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედ მე შემემთხვა, — წერს ბლუმბერგი თავის წიგნში «ბლუმბერგი Bloomberg-ზე» , — მე 39 წლის ვიყავი, როცა მითხრეს: «თავისუფალი ხარ». მე სამსახურის გარეშე დავრჩი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. შემდეგ დილით მე დავიწყე ახალი კომპანიის შექმნაზე მუშაობა, ეს იყო Bloomberg-ი. ყველაფერი მაშინ იწყებოდა».

ჯორჯ სოროსი, მსოფლიოის უდიდესი ინვესტორი
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1960-იანი წლების ბოლოს, როცა სოროსი 40 წლის იყო, ის ცდილობდა უფრო მაღალი თანამდებობა დაეკავებინა Arnhold & S. Bleichroeder-ში, მან შეძლო დაერწმუნებინა კომპანიის მეპატრონეები, რომ მოეხდინათ ორი ოფშორული ფონდის ორგანიზება და მისთვის მიენდოთ ამ ფონდების მართვა. Arnhold & S. Bleichroeder-ში მუშაობამ სოროსს უბიძგა გაეხსნა საკუთარი ფონდი. Soros Fund Management, რომელსაც მოგვიანებით სახელი გადაერქვა და დაერქვა Quantum Fund-ი, არცერთ წელს წაგებაზე არ წასულა. 1971 წელს, ფონდის აქტივების ღირებულება შეადგენდა 12,5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ერთი წლის შემდეგ — 20 მლნ აშშ დოლარს.

სემ უოლტონი, Wal-Mart-ის დამფუძნებელი
სემ უოლტონის პატარა მაღაზია ნიუპორტში ვითარდებოდა ხუთი წლის მანძილზე. ერთ დღეს შენობის მფლობელმა უარი განაცხადა იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. სემი საშინლად განიცდიდა. 44 წლის ასაკში მას მოუხდა ყველაფრის თავიდან დაწყება. მან დატოვა ნიუპორტი და ოჯახთან ერთად გადაბარგდა ბენტონვილში, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო: დააფუძნა მაღაზია Five & Ten Cents («ხუთი და ათი ცენტი»). ასე გაჩნდა თვითმომსახურების მქონე სუპერმარკეტის იდეა — პირველად ამერიკასა და შემდეგ მთელ მსოფლიოში. ამ იდეამ სემი უმდიდრეს ადამიანად აქცია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like