5 ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

5 ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

განეწყვეთ შრომისთვის, ოღონდ იშრომეთ სიამოვნებით . დაივიწყეთ ის ზღაპარი, რომ დივანზე წამოწოლილი შეძლებთ საყვარელი საქმის კეთებას და დივიდენდების მიღებას. ეს მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით.
  1. განეწყვეთ შრომისთვის, ოღონდ იშრომეთ სიამოვნებით . დაივიწყეთ ის ზღაპარი, რომ დივანზე წამოწოლილი შეძლებთ საყვარელი საქმის კეთებას და დივიდენდების მიღებას. ეს მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით.
  2. მუდმივად ისწრაფეთ სრულყოფისკენ. გაიარეთ თქვენს მიერ შერჩეული საქმიანობის ყველა ეტაპი, ისწავლეთ მათგან, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას ამ სფეროში. მუდმივად განიახლეთ თქვენი ცოდნა ახალი ინფორმაციებით. ეს საოცრად საინტერესო და თავშესაქცევია!
  3. გადაანაწილეთ დრო სწორად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ დაგეგმილის შესრულებას. წარმატების მისაღწევად აუცილებელია არა თუ მოასწროთ დაგეგმილის შესრულება იყოთ შორსმჭვრეტელნი!
  4. შეიძინეთ საინტერესო ნაცნობები. ჩაერთეთ იმ სფეროს სადაც გსურთ მოღვაწეობა. ეძებეთ, დასვით შეკითხვები, იარეთ სემინარებსა და კონსულტაციებზე, შეიძინეთ მასწავლებლები, კოლეგები და მეგობრები თქვენი სფეროდან, ეს თქვენ ბევრ რამეს შეგმატებთ!
  5. მშვიდად გადაიტანეთ სიძნელეები. გახსოვდეთ, პრობლემები არსებობს ყველგან და ყოველთვის, არ გაექცეთ მათ, პირიქით, აღმოაჩინეთ მათში ახალი შესაძლებლობები. ხშირად სწორედ ასეთ დროს ნებდებიან, აღარ სჯერათ წარმატების და ტოვებენ წამოწყებულს საქმეებს. იარეთ წინ და გადადით ახალ ეტაპზე – გახსოვდეთ, სწორედ პრობლემების დაძლევა განაპირობებს თქვენს მიღწევებს. 
გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენ აუცილებლად გაგიღიმებთ ბედი!
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ