4 კვირა, რომლიც მთლიანად შეცვლის თქვენ ცხოვრებას
May 9, 2015 2334 Views

4 კვირა, რომლიც მთლიანად შეცვლის თქვენ ცხოვრებას

1 კვირა
ადრე ადგომა,  დაახლოებით დილის 6-ზე და მაშინვეგაჩნდება საკუთარი თავის მოვლის დრო,  რომლის გამონახვა დღის მანძილზე ძალიან რთულია.  შედეგი – სიმშვიდე და წყნარი გარემო, სანამ ყველას სძინავს,   შეგიძლიათ თქვენი საქმე ისე აკეთოთ,  რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ. ეს იდეალური დროა დლის პრაქტიკისთვის,  ორგსნიზმის იმაზე მოსამართად,  რომ ამ დღეს 100%-ით უნდა იცხოვროთ.

სიზარმაცე,  ადრე ადგომის სურვილის არქონა – ეს დაღლილობის მაჩვენებელი სულაც არ არის.  ეს უფრო იმის მაჩვენებელია,  რომ ცხოვრება არ გინდათ.  დილის დადგომა უნდა გახარებდეთ,  როგორც ახალი დღის დასაწყისი და არა როგორც მოსაწყენი,  დამღლელი,  საცობებში,  მეტროში და სამსახურში გასატარებლად განკუთვნილი.  დაგვეთანხმეთ,  რომ კარგი განწყობით დილით ადრე ადგომაც არ იქნება პრობლემა.  როგორც ჩანს ეს ორმხრივად მუშაობს.  ცხოვრება ყველა ფერს გამოიყენებს  და იბრწყინებს თუ დილით ადრიანად ადგებით,  თუ არადა – იქნება უფერული!

მსუბუქი კვება –  მუდმივი ცვლილებების გადასალახად ჩვენ გვჭირდება კოლოსალური ენერგია. ხშირ შემთხვევაში ის იხარჯება ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირების შესანარჩუნებლად,  რომელიც ყოველდღიურად უმკლავდება ისეთ მავნე ჩვევებს,  როგორიცაა ალკოჰოლი,  სიგარეტი,  მძიმე და ცხიმიანი საკვები,  ცომეული,  ტკბილეული…  ყველას თავისი სისუსტეები გააჩნია,  რომლებიც უნდა მოიშალოს.  თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ კვების ტიპი,  რომელიც სწორად მიგაჩნიათ. მაგრამ გახსოვდეთ,  რომ ალკოჰოლი,  ჩიპსები,  გაზიანი სასმელი,  ნახევარფაბრიკატები,  ფასტფუდი – ნამდვილად არ შედის ჯანსაღ საკვებში.  ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გამორიცხოთ. ულუფები  უნდა შეამციროთ და დანაყრებამდე არ მიირთვათ,  განსაკუთრებით ძილის წინ. დიეტოლოგის რჩევების გათვალისწინებაც კარგი იქნებოდა. მთავარია არ დატვირთოთ საკუთარი თავი ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის ამოცანით.  ამ ყველაფერთან გამკლავება შესაძლებელუა მსუბუქი,  ჯანსაღი საკვებით.  ორგანიზმიც კმაყოფილი იქნება და თქვენც საკმარისი ენერგია გექნებათ პროდუქტიულობისთვის.

სპორტი – ეს ყველაზე აუცილებელია.  სპორტი არის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის საწინდარი.  მოძრაობა კი ცხოვრებაა. ამიტომ,  დაღლილ სხეულში სიცოცხლე რომ გამოაღვიძოთ – უნდა გაინძრეთ! საუკეთესო ვარიანტია – იოგა,  სირბილი და ცეკვა.  შეეცადეთ ყოველ დღე უფრო მეტი იმოძრაოთ.

2 კვირა – საქმეების,  სივრცის და გარემოს გაწმენდა.
სივრცის გასაწმენდად ვყრით ყველაფერს!  სადმე ნივთების გადამალვა არ ითვლება. ვაწესრიგებთ მაგიდებს,  თაროებს,  კარადებს – ყველგან. იფიქრეთ იმაზე,  რომ თქვენს სახლში არსებულ ყველა ნივთი არამარტო ადგილს იკავებს,  არამედ მიაქვს თქვენი ენერგიის დიდი ნაწილიც. ყველაზე პატარასაც კი!  ღირს ის ამად?  დაიტოვეთ მხოლოდ აუცილებელი და ისეთი ნივთები რომლებიც გიყვართ. გაითვალისწინეთ,  თუ ყოფილის ნაჩუქარ ნივთებს ინახავთ, ასეთი “სასიამოვნო” მოგონებების ადგილი თქვენს გვერდით ნამდვილად არ არის. გათავისუფლდით მათგან დაუფიქრებლად – ასე სუნთქვა გაგიადვილდებათ. განსაკუთრებით მაშინ,  თუ იატაკი მოწმინდეთ და მტვერიც მოაშორეთ.

საქმეების და ვალდებულებების წმენდა – გაიხსენეთ, რამდენი წელია აპირებთ ინგლისურის სწავლას. რამდენი ხანია დეიდას პირდებით, რომ შეუვლით? რამდენი პუნქტი გადაგაქვთ მომავალი წლისთვის საახალწლო გეგმიდან? გაიხსენეთ ყველა დაპირება, რომელიც მიცემული გაქვთ საკუთარი თავისა და სხვებისთვის, გადაწყვიტეთ როგორ მოიქცეთ. რეალურად ორი ვარიანტია: 1 – შეასრულოთ ისინი და 2 – უარი თქვათ მათზე სამუდამოდ და ამოშალოთ სიიდან. მაგრამ თუ თქვენ არ შეგიძლიათ მაგალითად დეიდა ამოშალოთ – წადით მასთან ხვალვე. გააკეთეთ საქმე იმის ნაცვლად, რომ ტვირთად ათრიოთ პასუხისმგებლობა და საკუთარი თავით უკმაყოფილება.

გარემოს წმენდა –  ყველა იმ ურთიერთობის დასრულება, რომელბიც უკან გვექაჩებიან, დეპრესიაში გვაგდებს. მაგრამ საჭიროა მათთან ურთიერთობაზე უარის თქმა, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს და ყველაფრით უკმაყოფილოა. მათთან, ვისთანაც საერთო არაფერი დაგვრჩენია. მათთან ვისგანაც ვერაფერს ვისწავლით. უნდა ვისწავლოთ წასვლა, «არა»-ს თქმა. საკუთარ თავს უფლება უნდა მივცეთ ვიყოთ «უმადურები», «უზრდელები», «გიჟები», «გარეწრები» — თუ ეს არის თავისუფლების საფასური. გამონაკლისია — მშობლები. მათთან საჭიროა ურთიერთობების დალაგება. რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს.

3 კვირა – გეგმები, მიზნები და ოცნებები
გეგმების ჩაწერა და განხორციელება – წინა კვირიდან დარჩენილი გეგმა როგორი გაქვთ? იწვევს ის კმაყოფილებას, სიხარულს, ენთუზიაზმს, ხლების დაკაპიწების სურვილს? თუ არა, შეიძლება ღირდეს ამოშალოთ კიდევ რამოდენიმე პუნქტი. ან შეასრულოთ და შემდეგ ამოშალოთ. ორივე შემთხვევაში გელით ძალის მოზღვავება და სიცოცხლის სურვლის გაჩენა. კიდევ  დაწერეთ ყველაფერი, რაც იწვევს დათრგუნვას და შინაგან კვდომას თქვენში. გაიხსენეთ, რომ გიყვართ, ან ოდესღაც გიყვარდათ. არ დაგავიწყდეთ დაგეგმოთ არამარტო სამუშაო და ფული, არამედ დასვენებაც, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა (ეს პუნქტი ყოველთვის ავიწყდება ყველს). საჭიროა ისეთი გეგმის დაწერა, რომლის შესრულებაც მოგინდებათ. ყველაფრის – ერთდროულად. თქვენი ცხოვრების შესახებ ისეთი წიგნი უნდა დაწეროთ, რომლის წაკთხვაც თავად დაგაინტერესებთ და დაურთოთ მას კონკრეტული ვადები და ნაბიჯები.

დაუჯერებელი საკითხების სია –  შეადგინეთ საკუთარი ოცნებების სია, რომლებიც არასაოდეს ასრულდება. ისეთების, რომელთა შესრულების არანაირი შანსი არ არსებობს. გამორთეთ კრიტიკა და წარმოიდგინეთ, რომ ყველანაირი შესაძლებლობები გაქვთ, თითის განძრევაა მხოლოდ საჭირო მათ შესასრულებლად. გაქვთ დრო, ფული, საჭირო კავშირები, ნიჭი, რომელიც საჭიროა. რას მოისურვებდით?

ყოველდღიური დაგეგმვა – ყოველ საღამოს დაწერეთ შემდეგი დღის გეგმა. მოკლე, გასაგები, როგორიც გინდათ – მთავარია გეგმა არსებობდეს, თან საღამოდან – ეს მნიშვნელოვანია.

მეორე დღეს ერთხელაც რომ არ გაიხსენოთ ამ გეგმის არსებობის შესახებ, თქვენი პროდუქტიულობა  საკმაოდ გაიზრდება. ეს შემოწმებულია! და კიდევ: არ დაგავიწყდეთ გლობალურ გეგმაში ჩახედვა და საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმა – სწორად მიდიხართ? და საით? საერთოდ თუ მიდიხართ? რატომ?

4 კვირა – ვაფართოვებთ საზღვრებს
სხვანაირად ცხოვრების მცდელობა – წვრილმანების შეცვლა, მაგალითად სამსახურში სხვა გზით წასვლა. უცნობ კაფეში ან ძალიან ძვირიან მაღაზიაში შესვლა. ახალი სპორტის ცდა. იმის გაკეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. ჩვევად უნდა გაიხადოთ ახლის გამოცდა, მუდმივად დატოვოთ ნაცადი და გაცვეთილი.

კომფორტის ზონიდან გამოსვლა – რა თქმა უნდა ყველა წინა პუნქტი, თუ ისინი შეასრულეთ, უკვე არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მაგრამ გაგრძელებაა საჭირო – საკუთარ შიშს უნდა ჩახედოთ თვალებში, და არა ამრტო ჩახედოთ, უნდა შეებრძოლოთ მას. აქ რადიკალური მეთოდებია საჭირო. სიმაღლის გეშინიათ? – გადმოხტით პარაშუტით. უფროსის გეშინიათ – მიდით მასთან ახალი რაციონალური გადაწყვეტილებებით. უცნობი კომპანიების გეშინიათ? – წადით მათ წვეულებაზე და არც იფიქროთ რომელიმე ნაცნობთან კუთხეში მიყუჟვა. სწორედ ასეთ საველე პირობებში უნდა ისწავლოთ.

დასვენება – თქვენ როგორ ფიქრობდით – მხოლოდ მუშაობა? გაითვალისწიენთ, დასვენება მხოლოდ სახლიდან აუცილებლად გასვლის პირობით, ინტერნეტის აუცილებლად გამორთვით და აუცილებლად მარტო. და აუცილებელი (გულახდილი!) უკუკავშირი საკუთარ თავთან. რა იყო ეს? როგორ ჩაიარა ყველაფერმა? რა ცვლილებები მოხდა? როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება ამის შემდეგ?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like