43 რამ, რაც საჭიროა ასწავლოთ თქვენს გოგონას

43 რამ, რაც საჭიროა ასწავლოთ თქვენს გოგონას

ამერიკელმა ქალბატონმა ჯინა მეიორსმა (Gina Majors), რომელიც 2 გოგონას დედაა, რომელთაგან ერთი მალე 18 წლის გახდება და უკვე სრულწლოვანი იქნება, შეადგინა ჩამონათვალი სპეციალურად ამ განსაკუთრებული იუბილეს აღსანიშნავად, რომელშიც როგორც ჩანს მან მთელი გული და სული ჩადო.

ეს არის ჩამონათვალი ცხოვრებისეული წესებით, რომელიც გოგონას სამომავლოდ გამოადგება. გთხოვთ, წაიკითხეთ, ვინ იცის, იქნებ მასში იპოვოთ ის, რისი მოყოლაც შეიძლება თქვენი მოზარდი გოგონასთვის.

  1. სკოლა — ეს ჯერ კიდევ არ არის რეალური ცხოვრება. იყავი ამისთვის მზად.
  2. ცხოვრებაში შენ შეხვდები ბევრ ცუდ გოგოს. უბრალოდ თავი დაიჭირე და ჩაუარე გვერდი.
  3. თუ შენ იპოვე ნამდვილი მეგობარი, შეეცადე შეინარჩუნო ის, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს ხართ ერთმანეთისგან.
  4. ნივთები არ გაგაბედიერებენ შენ.
  5. ნუ განსჯი სხვებს თავად, მაგრამ მზად იყავი იმისთვის, რომ შენ მუდმივად განგსჯიან.
  6. ყველა პრობლემა არ არის სამყაროს დასასრული.
  7. აირჩიე შენი მთავარი საბრძოლი, რადგან ყველაფრისთვის ბრძოლა არ ღირს.
  8. ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვებს, ისინი ვერასოდეს იქნებიან ისეთები, როგორიც შენ ხარ.
  9. რაც არ უნდა ძლიერ გიყვარდეს ადამიანი, შეეცადე თავი არ დაკარგო.
  10. ილაპარაკე. იპოვე შენი ხმა და გამოიყენე ის!
  11. ისწავლე სიტყვა „არა“ და ნუ შეგეშინდება მისი გამოყენება.
  12. შენ მოგიწევს საკუთარი ცხოვრების ისტორიის დაწერა, შეეცადე გვერდები ბედნიერი მოვლენებით შეავსო.
  13. არასოდეს გაეკიდო მამაკაცს, სწორი იქნება, თუ ის თავად გიპოვის.
  14. ისწავლე სწორად მიიღო კომპლიმენტები და შეეცადე გჯეროდეს მათი.
  15. ისწავლე ყოველთვის იყო გულახდილი.
  16. შეძელი იყო ბედნიერი შენს როლში და ნუ შეგეშინდება მარტოობის. ნურასოდეს შეგეშინდება იმის გაზიარება, რასაც გრძობ.
  17. კამათი შესაძლებელია, მაგრამ გახსოვდეს მე-9 წესი.
  18. თუ შენ მიხვედი ბიჭთან სახლში და ვერსად დაინახე წიგნები, მოშორდი იქაურობას.
  19. შენ არავის საკუთრება არ ხარ!
  20. ყოველთვის იყავი მზად საკუთარი თავის დასაცავად.
  21. ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის. სწორედ მასზე სწავლობენ.
  22. არასოდეს გადააგზავნო ელექტრონული ფორმით ისეთი რამ, რის გამოქვეყნებასაც ვერ შეძლებდი გაზეთეის პირველ გვერდზე. მისი წაშლის შემთხვევაშიც კი ის ხელმისაწვდომი იქნება.
  23. დაეხმარე სხვებს უანგაროდ, კეთილ საქმეს მოაქვს ბედნიერება.
  24. იყავი მადლიერი. მადლიერება ხსნის ხასიათს.
  25. იყავი თავაზიანი. შენი საქციელი უკეთ მეტყველებს შენზე, ვიდრე შენი სიტყვები.
  26. ნუ დამალავ შენს გრძნობებს, მოძებნე მათი გამოხატვის საშუალება.
  27. ეძებე სილამაზე ყველაფერში.
  28. ისარგებლე მზისდამცავი საცხით!
  29. ნუ დაკარგავ კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც უყვარხარ.
  30. ყოველთვის იარე თავაწეულმა.
  31. იტირე, როცა ეს საჭიროა და იპოვე ახალი ძალები შენს ცრემლებში.
  32. სიცილი გულის წამალია.
  33. სიტყვებით შეიძლება ააშენო და გადაწვა ხიდები. შეარჩიე ისინი გააზრებულად.
  34. სახლი – არის იქ, სადაც შენ უყვარხარ და არა იქ, სადაც შენ ცხოვრობ.
  35. თუ ბოდიშს პირველი მოიხდი – ეს არ ნიშნავს სისუსტის გამოვლენას.
  36. იმუშავე, შეასრულე მძიმე სამუშაო. ყოველთვის გქონდეს საკუთარი თავის უზრუნველყოფის საშუალება.
  37. მე ვიცი, შენ ვერ მიტან ზოგჯერ, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარხარ.
  38. შენ თქვითკმარი ხარ! შენ შეგიძლია მითხრა რაც გინდა ნებისმიერ დროს.
  39. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. დაიმახსოვრე, მე ყოველთვის მეყვარები.
  40. შენ უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია.
  41. შენ ლამაზი ხარ და ნურავის მისცემ უფლებას გაიძულოს, რომ სხვაგვარად შეიგრძნო საკუთარი თავი.
  42. ცხოვრება შედგება მხოლოდ დღევანდელი დღისაგან. იცხოვრე მოცემულ მომენტში.
  43. შენ არ შეგიძლია სრულად გააკონტროლო შენი გუშინდელი ან ხვალინდელი დღე. ყველაფერი რაც გაქვს, ეს არის დღეს, ასე რომ, უბრალოდ იყავი ბედნიერი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცხოვრების გაუმჯობესება ერთ წუთში

შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა ერთ წუთში? თუ იტყვით არა – იქნებით არასწორი, რადგან შეგიძლიათ. ყველას შეუძლია ეს. ბევრ ჩვენგანს უჭირს დროებით შეჩერება რომ მოდუნდეს, გაერთოს ან უბრალოდ სუნთქვის ვარჯიშები გააკეთოს.

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგიური ტესტი: ნაყში

“პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი სურათი და შემდეგ წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი” ___________________________________________ პირველი:ხშირად ამ სურათს ის ადამიანები ირჩევენ, ვინც ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი თავით არიან უკმაყოფილონი, უნდათ რაღაცის შეცვლა უკეთესობისკენ “იქ

Print Friendly, PDF & Email

თვითშთაგონება: ნუ გეშინია!

ყველა აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან

Print Friendly, PDF & Email

27 გზა ქალის გასაღიმებლად

1. უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია. 2. როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად. 3. აკოცეთ კისერზე,ან ყელზე. 4. დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით. 5. ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

კარლ გუსტავ იუნგს თამამად შეიძლება ეწოდოს პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ნებისმიერი ნევროზის ან დეპრესიის ფორმაში ის ხედავდა ცნობიერების გაფართოვების იმპულსს. B2P.GE-მ თავი მოუყარა ფროიდის მოსწავლის 20 ციტატას, რომლებიც დაგეხმარებათ შეიცნოთ

Print Friendly, PDF & Email

ცრუ წარმოდგენები ბედნიერებაზე

ფოტოებზე გამოსახული ბედნიერების შესახებ გავრცელებული შეხედულებები არის დამოკიდებულება იმასთან, რაც ვიცით ბედნიერების შესახებ თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევებიდან და კონცეპციებიდან. 1) ბედნიერება როგორც მთის მწვერვალი. რაიმე, რის მიმართაც უნდა ვისწაფვოდეთ, რასაც აუცილებლად

Print Friendly, PDF & Email