400 წლის წინ მცხოვრები იაპონელი სამურაის 19 წესი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

თითოეული ადამიანი ძალიან განსხვავებულია და მათ ერთმანეთს ვერ შეადარებ.

იაპონელი ბუდისტები ამბობენ, რომ არსებობს 19 წესი, რომელთა შესრულებითაც  შეგვიძლია  ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას მივაღწიოთ.  სიკვდილის წინ მიამოტო მუსასმა შეადგინა იმ ძირითადი წესების სია, რომლის მიხედვითაც თავად  ცხოვრობდა. იგი  1584 წელს დაიბადა,  იყო პროფესიონალი მოფარიკავე, ცნობილი მებრძოლი და მის სწავლებებს ახლაც იყენებენ, თუმცა ყველაზე ღირებული რაც მან შექმნა არის საოცრად შთამაგონებელი ცხოვრებისეული წესები. როგორც მან უწოდა ,,მარტოობის გზა“, ესაა მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ  ცხოვრებისეული წარმატებით გზის გავლაში.

ისწავლეთ, ცხოვრება მიიღოთ ისეთი როგორიც არის

თუ გსურთ შეინარჩუნოთ მყარი ფსიქიკა,  უბრალოდ უპირობოდ  უნდა მიიღოთ ცხოვრება.  სტრესი, შფოთვა, სასოწარკვეთა ადამიანის ცხოვრების შემდაგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი გამოუსწორებელ პრობლემად და მით უმეტეს  ,,თავდასხმად“ არ უნდა აღიქვათ.

თავიდან მოიშორეთ ნებისმიერი აკვიატება, რათა შეძლოთ ცხოვრებით ტკბობა

როგორც წესი, ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ სიამოვნების მიღებაზე – ვიკლავთ მოთხოვნილებებს, მივიღწვით დაწინაურების და გაზრდისკენ, გავხდით სექსუალური მოთხოვნილებებით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი. მუსასი ამტკიცებს, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვცადოთ ვიცხოვროთ აწმყოში და მივიღოთ სიამოვნება თითოეული წამით. არ ვიცხოვოთ მომავლის შიშით არც წარსულის აჩრიდლის ქვეშ. ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.

ნუ იქნებით იმპულსური

ხშირად გვეუბნებიან, რომ მივყვეთ ჩვენს გულისთქმას, მაგრამ მუსასის სწავლებით ეს არც ისე კარგი აზრია. მისი აზრით, უეცრად მოვარდილ გრძნობას ჯერ გაანალიზება საჭიროებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გული მეტისმეტად ემოციურია და ამიტომ მხოლოდ გულის კარნახით მოქმდებამ შესაძლოა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს. ამიტომ გულის კარნახი გონების ფილტრში უნდ გავატაროთ და  არასოდეს მოვიქცეთ იმპულუსურად.

ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარი თავით შეპყრობილი

საკუთარი თავით შეპყრობილობა საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში. დღესდღეობით,  ისე ვართ ფოკუსირებული ონლაინ სამყაროზე, გამუდმებით ვიღებთ სელფებს და ვისწრაფვით თითქოსდა  სრულყოფილებისკენ. ეს უკვე ნარცისიზმია. ამ ორომტრიალში გვავიწყდება, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ეცადეთ განაცალკევოთ თქვენი თავი და თქვენი ეგო, რათა უკეთ დაინახოთ ნამდვილი ღირებულებები.

არასოდეს მისცეთ ეჭვს თქვენი ცხოვრების მართვის  შესაძლებლობა

ეჭვიანობა  სიძულვილის ძალიან ძლიერი ფორმაა  და მუსასის მტკიცებით,  მისი კონტროლის ქვეშ ყოფნა აუცილებლად  გაგანადგურებთ. ის ამბობს – არასოდეს შეგშურდეთ სხვების და იყავთ მადლიერი იმისთვის რაც გაქვთ.

გათავისუფლდით უტოპიური სურვილისკენ სწრაფვისგან

რაიმეს ნდომის ძლიერი სურვილიც გვიბიძგებს, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ამ  სურვილზე  და გარშემო სხვა ყველაფერი დავივიწყოთ.  მუსასი თვლის, რომ  ზედმეტად ბევრი ფიქრი და ოცნება რაიმე სურვილზე დამანგრეველია. ადამიანმა უნდა  გამოიჩინოს მადლიერება  და დააფასოს ის, რაც ცხოვრების მოცემულ ეტაპზე აქვს. არ ისურვოს ერთაბაშად რთულად შესასრულებელი სურვილის ასრულება, უბრალოდ იცხოვროს, იმოქმედოს და ყველაფერი კარგი და ეტაპობრივად მოვა მის ცხოვრებაში.

არასოდეს იცხოვროთ სინანულით

ჩვენ ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს – წარსულს ვერ შეცვლი. მუსასის სჯეროდა, რომ ყველაფერი  რაღაც მიზნით ხდება  და ეს   ცხოვრების ნაწილია. წუწუნით და სინანულით უკვე მომხადარს ვერ შეცვლის და შესაბამისად ამის გამო დარდი აზრსმოკლებულია.

არ ჩავარდეთ დეპრესიაში განშორების გამო

გამუდმებით სევდიან მომენტებზე ფიქრი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მეგობრებთან და ოჯახთან ხელს გვიშლის წინსვლაში და განვითარებაში. მუსასი ფიქრობდა, რადგანაც წარულს ვერ შეცვლი, უბრალოდ განაგრძე ცხოვრება.

არასოდეს დაკარდოთ დრო წუწუნზე

ბევრ ადამიანს უყვარს  წუწუნი. ისინი თითქოსდა ასე უფრო უკეთ გრძნობენ თავს.  მაგრამ მუსასის სწავლების მიხედვით,  უბრალოდ  უნდა მივიღოთ ცხოვრებისეული სირთულეები და არ ჩავიციკლოთ უარყოფით მომენტებზე. შესაბამისად ბევრიც არ უნდა ვისაუბროთ მასზე.

არ მისცეთ ვნებას თქვენი ცხოვრების მართვის უფლება

ადამიანი ბუნებით სექსუალური არსებაა და ბევრი ადამიანი ძალიან დიდ დროს ხარჯავს სექსუალურ ფანტაზიებზე. მუსასი თვლის, რომ ნაცვლად ამისა უკეთესია ვიზრუნოთ ნამდვილ სიყვარულსა და ხანგრძლივ ურთიერთობებზე.

იყავით გახსნილი

ნუ შეზღუდავთ საკუთარ  ფიქრებს და მისწრაფებებს. მიეცით თქვენს ოცნებებს  გასაქანი და მიიღებთ ახალ შესაძლებლობებს.

ნუ დაემონებით სიმდიდრეს

ერთი შეხედვით, შესაძლოა მნიშვნელოვნად გვეჩვენება ქონება და ძვირადღირებული სახლი, მაგრამ ცხოვრებაში არის უფრო დიდი განძი: სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ნუ იქნებით ხარბი

ჩვენი საზოგადოება შეპრობილია გურმანობითა და გემოთმოყვარეობით. მუსაშის სჯეროდა, რომ არ შეიძლება ჭამით ზედმეტად  ტკბობა. საჭმელი უნდა იყოს ჯანსაღი და სულაც არ არის აუცილებელი ის გემრიელიც იყოს.

მოიშორეთ უსარგებლო ნივთები

ნუ იქნებით შეპყრობილი იმ მატერიალური ნივთებით,  რაც სხვა სამყაროში აღარ დაგჭირდებათ. ნივთები არსებობენ თქვენთვის და არა თქვენ ნივთებისთვის.  ყოველთვის დროულად მოიშორეთ არასაჭირო საგნები და იცხოვრეთ მარტივი, სუფთა ცხოვრებით.

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რასაც გეტყვიან

ყველაფერზე გქონდეთ საკუთარი აზრი  და ნუ მოექცევით  სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ.

ნუ შეგეშინდებათ სიკვდილის

სიკვდილის მუდმივი შიში  ხელს  შეგიშლით სავსე ცხოვრებით ცხოვრებაში. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ნუ შეგეშინდებათ თქვენი მოქმედების  შედეგების.

არ გამოიყენოთ იარაღი თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის

მიუხედავად იმის, რომ მუსასი მოფარიკავე იყო,  სჯეროდა რომ იარაღი  მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენო.

ნუ მოაქცევთ საკუთარ თავს ზეწოლის ქვეშ სიმდიდრის მოსაპოვებლად

ადამიანების  უმეტესობა აგროვებს დანაზოგს  საპენსიო ასაკისთვის, რათა შეძლოს უზრუნველად ცხოვრება, მაგრამ სწავლება კვლავ გვახსენებს, რომ  მატერიალური კეთილდღეობა არ განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას. დაიჭირეთ წამი და მიიღეთ მისგან მაქსიმალური სიამოვნება.

ყოველთვის დაიცავით თქვენი ღირსება

მუსასი თვლიდა, რომ ერთადერთი გზა  იყო მართალი საკუთარ თავთან  ისაა, რომ  მიჰყვე საკუთარ  რწმენას, არ უღალატო საკუთარ პრინციპებს და ღირსეულად იცხოვრო.

თარგმანი: ანა აბრამიშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტინგი, როგორც სექსი – შვიდი ჭეშმარიტება, რომლებიც ყველა ბიზნეს-ლიდერმა უნდა გაითავისოს

20 ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, რა არის მარკეტინგი, მიიღებთ 20 სხვადასხვა პასუხს. რატომ არის რთული ამ გაგებისთვის ერთიანი განმარტების მიცემა? შესაძლოა იმიტომ, რომ თავად მარკეტოლოგებსაც კი არ შეუძლიათ ამის გაკეთბა. ისინი

Print Friendly, PDF & Email

იმისათვის, რომ მამაკაცურად გამოიყურებოდეთ

1. უნდა იბანაოთ ყოველ დღე. სწორედ ყოველ დღე და არა რაიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ. 2. უნდა გამოიცვალოთ წინდები დღეში ერთხელ. ყვოელ დღე დილით უნდა ჩაიცვათ სუფთა წინდები. 3. უნდა შეიჭრათ

Print Friendly, PDF & Email

მშვენიერი გამოცდა ლოგიკაში

მიმდინარეობს ლოგიკის გამოცდა. პროფესორი: — თვითმფრინავის ბორტზე 500 აგურია. ერთი აგური ჩამოვარდა. რამდენი აგური დარჩა ბორტზე? სტუდენტი: — ეს მარტივია! 499! — სწორია. შემდეგი შეკითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში 3 მოქმედებით? — 1. გავხსნათ მაცივარი. 2.

Print Friendly, PDF & Email

რეგინა ბრეტტი: ცხოვრებისეული გაკვეთილების სია

რეგინა ბრეტმა 45 წლის ასაკში შეადგინა სია იმ გაკვეთილებისა, რომელიც ცხოვრებამ მისცა. ამ სიის პოპულარობის გამო ის 90 წლის ასაკშიც აქვეყნებს მას. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია. თუ ორჭოფობ –

Print Friendly, PDF & Email

არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან 10, 20 ან 30 წელია გასული და ამ სიტყვებს ვიღაც გეუბნებათ. თქვენ უკვე ცხოვრების ნახევარზე მეტი გაიარეთ და იცით, რომ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. შეგიძლიათ დეტალურად

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ წარმატებული პიროვნება? !

სასტუმრო, რომელშიც დავჩექინდი სტამბოლში, აია–სოფიასთან ახლოს მდებარეობს და ტერასიდან  ბოსფორის ულამაზესი ხედი მოჩანს. მე კი  ასეთი მშვენიერი ხედებით შთაგონებულს  ახალი იდეები მიჩნდება  და ვფიქრობ, მორიგი სტატიაც  უფრო ადვილად მიაღწევს  მკითხველის

Print Friendly, PDF & Email