40 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრებაზე

40 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრებაზე

1. თუ გინდა მშვიდად იცხოვრო – ნუ გაუკეთებ სიკეთეს, როცა ამას არავინ ითხოვს შენგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდები მხსნელი და აღმოჩნდები ბედის სამკუთხედში (მდევარი – მხსნელი – მსხვერპლი).

2. ცხოვრებაში არსებობს 3 მთავარი რამ: ცვლილებები, არჩევანი და პრინციპები.

3. იცხოვრეთ არა თქვენი ისტორიით, არამედ თქვენი წარმოსახვით.

4. დანაშაულის გრძნობა თიშავს ტვინს.

5. ცხოვრება 10%-ით შედგება იმისგან, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ხოლო 90%-ით იმისგან, როგორ ვრეაგირებთ ამ ყველაფერზე.

6. რასაც ბრძენი დასაწყისში აკეთებს, სულელი იმას აკეთებს ბოლოს.

7. ჩვენს ცხოვრებას ადამიანებისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს. ის მათთვის ან მაგალითია, ან გაფრთხილება.

8. რაც უფრო კარგად არის აწმყო, მით უფრო ნაკლებს ვფირქობთ წარსულზე.

9. ორჯერ არ ცხოვრობენ, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც ერთხელ ცხოვრებაც არ შეუძლიათ.

10. ცხოვრება – ოკეანეა. რთულია ბობოქარ ზედაპირზე ცურვა. სუსტები იძირებიან: იქ უფრო სიმშვიდეა.

11. თქვენ არ გჭირდებათ ყველა ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარება ერთიანად, თქვენ მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემები უნდა გადაწყვიტოთ. თქვენგან საჭიროა მხოლოდ კონკრეტული მომენტების გადატანა და მათგან მოყენებული ტკივილის გაძლება.

12. შესანიშნავი გამოთქმაა „bel far niente“ – რაც ნიშნავს “სიხარული არაფრისკეთების”.

13. დაცემა – ცხოვრების ნაწილია, ფეხზე ადგომა მისი განვლა. იყო ცოცხალი – საჩუქარია, ხოლო იყო ბედნიერი – ეს თქვენი არჩევანი.

14. პიროვნება – ხელწერაა წყალზე. შენ ჯერ არ დაგისრულებია ხელმოწერა და ის უკვე ქრება.

15. რაც არ უნდა იყოს, ნუ მიიღებთ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად: მას ცოცხლად თავს მაინც ვერ დააღწევთ.

16. იმისათვის, რომ მეორე ადამიანთან ბოლომდე დაკავშირებული იყოთ ჯერ საკუთარ თავთან უნდა მოძებნოთ კავშირი. თუ არ შეგვიძლია საკუთარ მარტოობასთან შეგუება, ვიწყებთ სხვის გამოყენებას იზოლაციისგან თავის დაცვის მიზნით.

17. ბრძოლა არსებობისთვის, თუ არსებობა ბრძოლისთვის – ყველაფერი ჩვენს ხელთაა.

18. თუ დიდ გალიაში მოვათავსებთ მშიერ ლომს, ადამიანს, შიმპანზეს, ბაბუინს და ძაღლს, უდავოა, რომ პირველად ადმიანს შეჭამენ!

19. სიძუნწე და ბედნიერება არასოდეს შეხვედრილან ერთმანეთს. გასაკვირიც არ არის, ერთმანეთს რომ არ იცნობენ.

20. ცხოვრება – ეს არის პოეზია და არა საქონელი ბაზარზე. თუ თქვენ ცდილობთ, რომ სასარგებლო იყოთ, თქვენ გიყენებენ. თქვენ აღვირს ამოგდებენ, რადგან სამყარომ ვერაფერი მოუხერხა პრაქტიკულ ადამიანებს.

21. ადამიანს შეუძლია იცინოს, ან იტიროს. ყოველ ჯერზე, როცა შენ ტირი, გახსოვდეს, რომ შეგეძლო გეცინა. არჩევანი შენზეა.

22. შინაგანი ძალა – ეს არის უნარი დააფასო სხვისი მუსიკა, მაგრამ იცეკვო საკუთარი მელოდიის ჰანგებზე და უსმინო საკუთარ ჰარმონიას.

23. ნაადრევად დამწიფებული ნაყოფი დიდხანს არ ინახება.

24. ღმერთი გაწაფულია, მაგრამ არა ბოროტი.

25. გული გამჭრიახად ხედავს, მთავარს თვალებით ვერ დაინახავ.

26. ვინც ქარს თესავს, ის ქარიშხალს მოიმკის.

27. ბედნიერება ყველას უღიმის, მხოლოდ ცოტას – საპირისპიროდ, უმეტესობას კი – მიყოლებით.

28. თქვენ ვერაფერს უზამთ თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას. მაგრამ შეგიძლიათ მოუხერხოთ რამე მის სიფართეს და სიღრმეს.

29. გამოცდიელბა – ეს არის სავარცხელი, რომელსაც ცხოვრება მაშინ გვაძლევს, როცა თმა აღარ გვაქვს.

30. მსოფლიოში ბევრი კაქტუსია, მაგრამ არ არის სავალდებულო მათზე დაჯდომა.

31. თუ ფრთების გარეშე დაიბადეთ, ნუ შეუშლით ხელს მათ გაზრდას.

32. გაოფლილი მოთამაშეები ცხოვრებაში უფრო მეტ სიამოვნებას ნახულობენ, ვიდრე ქედმაღალი მაყურებელი.

33. უმეტესი ნაწილი წარმატების დამოკიდებულია იმაზე, რომ შენ უნდა განაგრძო წინსვლა, მაშინ როცა სხვებმა უკან დაიხიეს…

34. ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ორი ტრაგედია. პირველი – ვერ მიიღოს ის, რაც მას სურს ყველაზე მეტად და მეორე – მიიღოს ყველაფერი.

35. ყველაფერი, რაც კარგია ცხოვრებაში ან უკანონოა, ან ამორალურია, ან გასუქებას იწვევს.

36. ნუ ყვირი სანამ არ მიაღწევ, მიღწევისას იყავი მორიდებული.

37. ზოგჯერ ყველაზე ბრძნულია თავის სულელად მოჩვენება.

38. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ამ სამყაროში არსებობა შეუძლებელია. მაგრამ სხვაგან ვერსად.

39. ადამიანს შეუძლია მთელი ცხოვრება დახარჯოს ბედნიერების საპოვნელად და ვერც კი გაიგოს, რომ ის მასშია!

40. შენი ხვალინდელი ცხოვრება დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like