პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებოდნენ ბევრად უფრო ბედნიერები მეტი ნივთის ან ფულის ქონის შემთხვევაში. რასაკვირველია, კარგი სახლი, ავტომანქანა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ბევრად გაალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ფულის არსებობა არ ხდის ადამიანს ბედნიერს.

ცნება პოზიტიური ფსიქოლოგიის შესახებ მარტინ სელიგმანმა შემოიტანა და დღეს იგი ძალიან პოპულარულია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ცხოვრებაში აქცენტები დავსვათ დადებით მომენტებზე და არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქროთ ცუდზე. მეცნიერები დღეს უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ სტრესი და უარყოფითი ემოციები ცუდ გავლენას ახდენს სხეულზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. პოზიტიური ემოციები კი ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს თავისი ფსიქოლოგიური ბალანსი, განავითაროს შემოქმედებითი მხარე და ზოგადად თავი იგრძნოს კარგად.

ფსიქოლოგიაში არსებობს 4 იდეა იმისათვის, რომ გახდეთ უფრო ბედნიერები და ამასთან მათი განხორციელება ძალიან მარტივია. მაშ ასე, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის:

1. ბედნიერებისთვის ადამიანს ესაჭიროება სიყვარული! აუცილებელია ვინმე გვიყვარდეთ და ვინმეზე ვზრუნავდეთ. ამასთან, როგორც წესი, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და მასზე ზრუნავ (თუნდაც იყოს ეს შინაური ცხოველი) საპასუხოდ მისგანაც იღებ იგივე გრძნობას.

2. ბედნიერებისთვის ადამიანს ესაჭიროება საქმე! რამდენი მდიდარი ადამიანი ვერ გრძნობს თავს ბედნიერად მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს საქმე. ყველასთვის საჭიროა იყოს მნიშვნელოვანი, სადმე აგვიანდებოდეს, სასარგებლოდ ხარჯავდეს საკუთარ დროს, რაიმეს აკეთებდეს და მით უმეტეს უკეთესია თუ ეს საქმიანობა იქნება მისთვის საყვარელი.

3. მესამე იდეა, რომელსაც შეუძლია ცხოვრებაში სიხალისე და ბედნიერება შემოიტანოს, არის ის, რომ ველოდოთ რაიმე სასიამოვნოს ახლო მომავალში. აბა გაიხსენეთ, რა კარგად გრძნობთ თავს როცა ხვალ ან ზეგ რაიმე სასიამოვნო შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, ამის გახსენებაზეც კი თქვენ სახეზე ღიმილი ჩნდება და თავს ძალიან კარგად გრძნობთ. სასიამოვნო მოლოდინი გადაგალახინებთ მოწყენილობას და გაახალისებს ყოველდღიურ ერთფეროვნებას.

4. მეოთხე იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სასარგებლოდ და პოზიტიურად გამოიყენოთ თავისუფალი დრო. ანუ იმის ნაცვლად, რომ გაატაროთ დღეები უშედეგოდ მხოლოდ ტელევიზორის ან კომპიუტერთან ჯდომასა თუ დეპრესიულად ჭამაში, შეცვალეთ ეს უარყოფითი ჩვევები დადებითში: ივარჯიშეთ, წაიკითხეთ რაიმე კარგი, გაიჩინეთ საინტერესო ჰობი. დაიწყეთ მცირედით და მალე თქვენი ცხოვრება მთლიანად საუკეთესოსკენ შეიცვლება!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ