37 ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი!

37 ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი!

1. ბედნიერება თქვენშია. ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავთ სხვების მხრიდან გამართლებისა და ნუგეშისცემის ძიებაში. თან ყოველთვის ვხვდებით, რომ არასოწრად ვეძებთ. ჩაიხედეთ საკუთარ თავში.

2. მადლიერი იყავით ყველაფრის გამო. კარგის გამოც და ცუდის გამოც – საშინელის გამოც კი. ცხოვრება – ეს თავისთავად შეუფასებელი საჩუქარია. სიამოვნება და ტკივილი – ჩვენი ცხოვრებისეული გზის ნაწილია.

3. შეცვალეთ მიმღეობა და თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. როცა თქვენ გრძნობთ შიშს, ბრაზს, წყენას, უბრალოდ სხვა კუთხით შეხედეთ სიტუაციას.

4. შეუძლებელია ყველას გაბედნიერება, დარჩით საკუთარი თავის ერთგული. თუმცა, სჯობს გარისკოთ და აღმოჩნდეთ გაუგებარი, ვიდრე იყოთ საყვარელი ადამიანი და ამ ყველაფერს მოჩენებითი სახე ჰქონდეს.

5. სამყარო გარშემო — ეს არის სარკე. ის, რაც სხვებში გვიყვარს — არის იმის ანარეკლი, რაც საკუთარ თავში გვიყვარს. ის, რაზეც გული გვწყდება სხვებში – ეს იმის ინდიკატორია, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საკუთარ თავში.

6. ყოველი ადამიანი გარკვეული მიზნით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ ჩვენ თავად ვწყვეტთ ვისწავლოთ თუ არა გაკვეთილებზე, რომლებსაც მათგან და ცხოვრებისგან ვიღებთ, თუ არა. რაც უფრო ცუდია ამ ადამიანის როლი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო სერიოზულია გაკვეთილი.

7. გჯეროდეთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველაზე რთულ დროს ღმერთი ზურგს გაგიმაგრებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

8. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. სხვა ადამიანების ქცევა – ეს იმის გამოხატულებაა, რაც მათ პირად ცხოვრებაში ხდება. როგორც წესი, ამ ყველაფერს თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვს.

9. ბუნება კურნავს. სუფთა ჰაერზე გასეირნება და ლამაზი პეიზაჟების ხედები არაჩვეულებრივად ასუფთავებს ადამიანის თავს უსარგებლო ფიქრებისგან, უბრუნებს მას ცხოვრების ხალისს და უმაღლებს განწყობას.

10. განაწყენებული ადამიანები ცდილობენ სხვებიც გაანაწყენონ. თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უნდა გიყვარდეთ და არც არავინ გიკრძალავთ მათ სიყვარულს დისტანციურად.

11. იმისათვის რომ განიკურნო, საჭიროა განიცადო. საკუთარი შიში და სისუტე დააყენეთ თქვენს წინაშე და მიმართეთ მათზე სინათლის სხივი, რადგან მათგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება მათზე გავლაა. სიმართლისთვის თვალებში ყურება მტკივნეულია, თუმცა პერსპექტივაში ის ამად ნამდვილად ღირს.

12. პერფექციონიზმი — ეს არის ილუზია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მტკივნეული ილუზიაა. მისწრაფება იქონიეთ სრულყოფილებისკენ, თუმცა, საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებაც მიეცით და იყავით ბედნიერი შედეგისდა მიუხედავად.

13. მოიცილეთ თვალებიდან ბინდი. ნუ კონცენტრირდებით მხოლოდ პირად სურვილებსა და მიზნებზე. ასე თქვენ რისკავთ ხელიდან გაუშვათ ცხოვრების და იმ ადამიანების სილამაზე, რომლებიც თქვენს გარშემო არიან. სამყარო გასაოცარია, როცა თქვენ მიაბიჯებთ ფართედ გახელილი თვალებით.

14. იზეიმეთ საკუთარი გამარჯვებები. აღნიშნეთ ყველაფერი, წვრილმანი წარმატებაც კი.

15. ისწავლეთ პატიება. პირველ რიგში ეს თქვენ გჭირდებათ და არა მათ, ვინც გაწყენინათ. პატიებით თქვენ მოიპოვებთ სიმშვიდეს და თავისუფლებას, რომელსაც იმსახურებთ. აპატიეთ მარტივად და სწრაფად.

16. ყველა ჩვენგანს გვაქვს წარმოუდგენლად დიდი ინტუიცია. თუ შევჩერდებით, გავჩუმდებით და მივაყურადებთ, შევძლებთ ჩვენი შინაგანი სიბრძნის ხმა გავიგოთ. მოუსმინეთ საკუთარი გულის ჩუმ ძგერას. მან იცის საით არის გზა.

17. იყავით ნამდვილი! დედამიწაზე თქვენი მსგავსი არავინ არის. იყავით გულახდილი, იცხოვრეთ და ისუნთქეთ სავსე მკერდით, იმოძრავეთ დასახული მიზნებისკენ.

18. ჩვენ ყველანი შემოქმედნი ვართ. საჭირო დოზით პრინციპულობისა და კონცენტრაციის გამოჩენისას, ყველაფერი შესაძლებელია. გახსოვდეთ ეს.

19. ყველა ჩვენგანი ასხივებს შუქს. ზოგიერთი ადამიანი ჩრდილავს საკუთარ შუქს. იყავით სინათლის სხივი სხვებისთვის და გაუნათეთ მათ გზა.

20. ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად! ცოცხალი მაინც არავინ დარჩება და არც საიქიოში წავა ვინმე ცოცხლად. გაიღიმეთ. მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რომ იყოთ სულელი. გამოიყენეთ მომენტი. გაერთეთ.

21. გარშემო შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და მხარს გიჭერენ. თქვენც გიყვარდეთ და მხარი დაუჭირეთ მათ. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა რაიმე უფრო ნაკლებისთვის.

22. ცხოვრების ირგვლივ იტრიალეთ თავისუფალი ცეკვით. თუ დიდი ოცნება გაქვთ, მიყევით მას მთელი ვნებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ სინაზე და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა შეძლოთ იყოთ საკმარისად მოქნილი და მოძრავი, როცა მოეწყობით ცხოვრების ცვალებად რითმზე.

23. რაც უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. გაუზიარეთ სხვებს სიბრძნე, სიყვარული, ნიჭი. გაუზიარეთ მარტივად და თქვენ დაინახავთ, რამდენი კარგი რამეა ამ ცხვორებაში, რაც უკან გიბრუნდებათ.

24. მთავარია არ გასცეთ საკუთარი თავი ბოლომდე. რადგან, როცა შინაგანი ფიალა იცლება, უკვე გასაცემი აღარაფერი რჩება. საჭიროა ბალანსის დაცვა.

25. უთხარით «კი!» ყველაფერს, რის გამოც იწვის თქვენი თვალები. უთხარით გადამჭრელი «არა» ყველაფერს, რაც არ გაინტერესებთ ან რაზეც დრო არ გაქვთ. დრო – ყველაზე ფასეული რესურსია, რომელიც არ ნაზღაურდება. გახარჯეთ ის გონივრულად.

26. ზოგჯერ ჩვენ მეგობრობას ვწყვეტთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი მეგობრები ვართ, უბრალოდ ჩვენი გზები იყოფა. შეინარჩუნეთ მეგობრები გულში, მაგრამ თუ ისინი თქვენს განაწყენებას დაიწყებენ, მაშინ დროა დისტანცია დაიცვათ და საერთოდ დაივიწყოთ მეგობრობა.

27. შიში — ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რა გვინდა სინამდვილეში და ცხოვრებაში. საშუალება მიეცით მას იყოს თქვენი კომპასი და ისიამოვნეთ ამაღელვებელი თავგადასავლებით, რომელშიც მას მიყავხართ.

28. საკუთარი შიშის გადალახვა — ეს ყველაზე სასარგებლო რამეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის. ამით თქვენ ასევე უმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ეს არის საკუთარ თავში რწმენის სუპერ გენერატორი.

29. ჩვენი სხეული — ეს არის ტრანსპორტი, რომელსაც ჩვენი ოცნებისკენ მივყავართ. გიყვარდეთ ის, მზრუნველობით და სიფრთხილით მოექეცით მას, თუ გინდათ, რომ თავი ენერგიულად და მხნედ იგრძნოთ. მაგრამ არასოდეს არ ჩაიციკლოთ. გარეგნობა სუბიექტურია და დროთა განმავლობაში გარკვეულწილად იცვლება. მთავარია საკუთარ სხეულში თავი იგრძნოთ კომფორტულად და მოხერხებულად.

30. რაც შეიძლება ხშირად უთხარით და დაანახეთ ახლობლებს, რომ გიყვართ. სიყვარულის გამოხატვა ზედმეტი არასოდეს არ არის. თქვენი დრო, გვერდით ყოფნა, სიყვარული და გულწრფელი ზრუნვა მათზე – ყველაზე კარგი საჩუქარია.

31. იცხოვრეთ აწმყოთი. ეს ერთადერთი რამეა, რაც ახლა გვაქვს. ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე და ისიამოვნეთ კარგი მოგონებებით, მაგრამ ნუ ჩაებღაუჭებით მათ და ნურც იმის უფლებას მისცემთ, რომ ლანდივით უკან გსდიოთ. იოცნებეთ მომავალზე, მაგრამ ფანატიზმის და აკვიატების გარეშე. გიყვარდეთ აწმყო.

32. ცხოვრება — ეს არის აღმაფრენისა და დაცემის მონაცვლეობა. იმისათვის, რომ გახსნათ თქვენი სრული პოტენციალი, საჭიროა ერთიც და მეორეც. უბრალოდ მაგრად მოეჭიდეთ და ისიამოვნეთ მოგზაურობით.

33. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ადამიანური ოჯახი ვართ. არც ერთი ჩვენგანი არ არის ერთმანეთზე კარგი ან ცუდი. უბრალოდ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ. შემდეგ ჯერზე ეს ვინმე სხვა იქნება.

34. მადლობელი იყავით ყოველდღე იმისათვის, რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ. ასე თქვენ გარშემო იქმნით სივრცეს, რომელიც კიდევ უფრო მეტი ბედნიერების, სიყვარულის, ჯანმრთელობისა და წარმატების მომტანი იქნება.

35. თქვენ არ ხართ სამყაროს ცენტრი. თუმცა, ზოგჯერ თქვენი ეგო გაიძულებთ ასე იფიქროთ. არ ღირს ასე მოქცევა. შეხედეთ სამყაროს და გარშემომყოფ ადამიანებს და თქვენ ძალიან ბევრ ახალ და მშვენიერ რამეს შეიტყობთ.

36. სამყაროს სჭირდება უფრო მეტი სიყვარული, სინათლე და სიცილი.

37. თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის გურუ. ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩვენ გვეუბენებიან რა უნდა ვაკეთოთ, რა არის კარგი და რა არის ცუდი, როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ა.შ. საკუთარ თავზე იფიქრეთ თავად. როგორც კი შეწყვეტთ იმის კეთებას, რასაც თქვენგან ელიან და დაიწყებთ საკუთარი ინტუიციით მოქმედებას, ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ