32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან
1901 Views

32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან

1. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად.
2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავებიდან გამომდინარე.
3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — თქვით სიმართლე!
4. როცა თქვენ ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში უყურეთ.
5. არასოდეს დასცინოთ სხვის სიზმრებს და ოცნებებს.
6. მიეცით ადამიანებს მეტი, ვიდრე ელიან და გააკეთეთ ეს სიხარულით.
7. ყოველთვის გქონეთ გონებაში თქვენი საყვარელი ლექსი.
8. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით, დახარჯეთ ყველაფერი, რაც გაქვთ, იძინეთ მანამ, სანამ არ გამოიძინებთ.
9. დიდი სიყვარული და მიღწევები ყოველთვის მოითხოვს დიდ რისკს.
10. როცა აგებთ, შეეცადეთ გაკვეთილი მიიღოთ ამით, და ასევე სარგებელიც.
11. პატივი ეცით საკუთარ თავს, პატივი ეცით სხვებს, პასუხი აგეთ ყველა თქვენი ქმედების გამო.
12. ნუ მისცემთ პატარა კამათს იმის უფლებას, რომ დიდი მეგობრობა დაანგრიოს.
13. როცა მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრათ ის.
14. ყოველ დღე გარკვეული დრო გაატარეთ მარტოობაში.
15. მზად იყავით რაიმეს გაცვლისთვის, მაგრამ არ დაკარგოთ თქვენი ფასეულობები.
16. ზოგჯერ დუმილი — საუკეთესო პასუხია.
17. იკითხეთ მეტი წიგნი.
18. გჯეროდეთ ღმერთის, მაგრამ ყოველთვის ჩაკეტეთ თქვენი ავტომანქანა.
19. საყვარელ ადამიანთან კამათისას შეეხეთ მხოლოდ აწმყოს. ნუ გაიხსენებთ წარსულს.
20. იკითხეთ სტრიქონებს შორის.
21. საკუთარი ცოდნა გაუზიარეთ ბავშვებს. დღევანდელობაში ეს უკვდავების მოპოვების ერთად-ერთი საშუალებაა.
22. მოუფრთხილდით მიწას. ნუ დაანაგვიანებთ მას.
23. არასოდეს შეაწყვეტინოთ, როცა გეუხეშებიან.
24. ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში, ნუ გასცემთ ფუჭ რჩევებს.
25. ნუ მიენდობით მათ, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს არ ხუჭავს.
26. წელიწადში ერთხელ მოახერხეთ გაემგზავროთ იქ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.
27. თუ დიდი ფულის გამომუშავებას შეძლებთ, მისი ნაწილი აუცილებლად დახარჯეთ სხვების დასახმარებლად.
28. გახსოვდეთ, რომ სასურველის მიუღებლობა ან მიუღწევლობა — ზოგჯერ გამართლებაა.
29. მოუსმინეთ ექიმებს, მაგრამ ისწავლეთ მათი ზოგიერთი აკრძალვის დარღვევაც.
30. საკუთარი წარმატება შეაფასეთ იმის მიხედვით, თუ რა მსხვერპლის გაღება დაგჭირდათ მის მისაღწევად.
31. თქვენი «მე» — არის თქვენი მოგზაურობის ბოლო წერტილი.
32. სიყვარულს და საჭმლის მომზადებას მიუდექით უგუნურად და დაუდევრად – ნუ შეიყვარებთ და ნუ მოამზადებთ კერძს სხვისი რეცეპტით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like