32 გასაღები მიმდინარე სიტუაციის ანალიზისთვის

32 გასაღები მიმდინარე სიტუაციის ანალიზისთვის

1. გარეგანი სიტუაცია შინაგანის ანალოგიურია.

2. მსგავსი იზიდავს მსგავსს.

3. დაიწყეთ ყურადღების მიქცევა იმისთვის, რაც თქვენს გარშემო და თქვენს შიგნით ხდება.

4. თუ თქვენ გარშემო რაიმეს ამჩნევთ, რაც თქვენში გარკვეულ აზრებს და ემოციებს აღძრავს, ეს არსებობს თქვენში; ამ სიტუაციიდან გაკვეთილი უნდა მიიღოთ.

5. თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ სხვებში, ეს ნაკლი თქვენშიც არსებობს.

6. თუ რაიმეს გავურბივართ ე.ი. ამის გამო განვიცდით ტკივილს ან შიშს.

7. რაიმეს კეთება ნიშნავს იმ მოცემულობაში ყოფნას, რასაც აკეთებთ.

8. რაიმე სიტუაციაში მოხვედრა ნიშნავს იმ მოვლენაში არსებობას, რაც ხდება.

9. თუ გაქცევის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოიდგინეთ ამას როგორ გააკეთებთ.

10. რაიმეს ჩადენის შემდეგ ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, გააანალიზეთ ყველაფერი, რაც მანამდე და მას შემდეგ ხდებოდა – თქვენი აზრების, გრძნობებისა და წინათგრძნობების ჩათვლით და თქვენთვის ეს სიტუაცია გაკვეთილი იქნება.

11. სიტუაციას აფუჭებს ან მოიზიდავს თქვენი აზრები და ბლოკები.

12. ჩვენი ბლოკები — ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ და შევიმეცნოთ სამყაროზე.

13. თუ თქვენ ერთი და იგივე სიტუაციაში ხვდებით ან მუდმივად ავად ხდებით, სავარაუდოდ რაღაც გაკვეთილს გადიხართ. დაფიქრდით, რა უნდა გაიგოთ ამ სიტუაციიდან?

14. თქვენ — ხართ მიზეზი იმისა, რაც თქვენს თავს ხდება.

15. ნუ შეეცდებით სამყაროს ან თქვენს გარშემო არსებული ადამიანების შეცვლას, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ. როცა ამას გააკეთებთ, თქვენს გარშემო ადამიანებიც და სამყაროც თავისით შეიცვლება.

16. თუ თქვენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს ეუბნებით, რომ უკვე შეიცვალეთ, ეს ნიღაბია და თქვენ საერთოდ არ შეცვლილხართ.

17.
თუ თქვენ საკუთარ თავს და სხვებს ეუბნებით, რომ ცხოვრების რაღაც ნაწილში ყველაფერი კარგად გაქვთ, სავარაუდოდ იქ სრული ქაოსია. ამას მიუთითებს ნიღაბი, რომელსაც თქვენ იფარებთ. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა.

18. ნუ განიხილავთ თქვენთვის მოცემულ რჩევებს ან გაწეულ დახმარებას როგორც თქვენს ნაკლზე ან უუნარობაზე მინიშნებას.

19. როცა რაღაც არ გაქვთ, რისი ქონაც გსურთ — სავარაუდოდ თქვენ ან არ გინდათ ეს რაღაც, ან სხვა რამ გინდათ. რაიმე განსაზღვრულის მისაღებად საკუთარ თავს აღუწერეთ ზუსტად რა გინდათ. ისწავლეთ აზროვნების კრისტალურად განსაზღვრა.

20. არასოდეს არ იფიქროთ იმაზე რისი მოცემა შეუძლიათ ადამიანებს ან თქვენ რისი მიღება გსურთ მათგან. ასეთი მოქცევით მომხიბვლელობას კარგავთ.

21. დაივიწყეთ მისწრაფება სიძლიერისკენ. ნამდვილი ძალა მდგომარეობს საკუთარი თავის და გარშემომყოფების სიყვარულში და ყურადღებაში.

22. იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ.

23. კმაოფილება არ მოდის იმით, როცა თქვენ უკმაყოფილებაში ცხოვრება მოგწონთ.

24. საკუთარ ცხოვრებაში კეთილდღეობის შექმნის სწავლა — თქვენი ზრდის პროცესია.

25. ნეგატიურ ემოციებს არ მოაქვთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ მხოლოდ ის მოაქვთ, რაც თქვენ არ გინდათ.

26. თქვენი ოცნებები და ფანტაზიები ასახავენ თქვენს პოტენციალს.

27. წარმოსახვას გაყავხართ შეზღუდვებს მიღმა და ათავისუფლებს თქვენს პოტენციალს.

28. თუ მუდმივად გაუმეორებთ საკუთარ თავს, რატომ არ შეგიძლიათ იქონიოთ სასურველი და საოცნებო ნივთი, თქვენ ვერასოდეს მიიღებთ მას. საკუთარ თავს უთხარით რატომ შეგიძლიათ გქონდეთ სასურველი ნივთი.

29. მატერიალური საგნები და ფული განიხილეთ არა როგორც პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ როგორც თვითშემეცნების, საკუთარი პოტენციალის და შესაძლებლობების გამოხატვის ინსტრუმენტი.

30. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმისგან გათავისუფლებაზე, რაც არ გინდათ. ბევრმა არ იცის ზუსტად რა უნდა, სამაგიეროდ ზუსტად იცის რა არ უნდა.

31. თუ რაიმეს შესაძლებლობას ვერ იჯერებთ, მაშინ ის არასოდეს გექნებათ.

32. კეთილდღეობის ქონა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მისი შექმნის პროცესის მართვის შესაძლებლობა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მაღაზია, სადაც ქალებს შეუძლიათ აირჩიონ და იყიდონ ქმარი

ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეუძლიათ აირჩიონ და იყიდონ ქმარი. შესასვლელში იყო განთავსებული აბრა, სადაც მაღაზიის და ყიდვის წესები იყო აღწერილი: 1. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ! 2.

Print Friendly, PDF & Email

ამის გაცნობიერება ძალიან დიდი შინაგანი ძალაა!

….ადრე ვფიქრობდი, რომ ”…..ზოგჯერ ადრეა…..” ჩამოუშვა ხელები, დანებდე და გული აიცრუო სასურველის მიღების გზაზე სვლის დროს. დღეს კი ზუსტად ვიცი, რომ ხელის ჩაქნევაც, გულის აცრუებაც და დანებებაც ყოველთვის არასწორი გადაწყვეტილებაა

Print Friendly, PDF & Email

90 მეთოდი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

1. ყოველი დღე არის ახალი სტარტი. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც გუშინ, გუშინწინ ან კიდევ უფრო ადრე მოხდა. დღეს ახალი ცხოვრებაა და თუკი წარსულში რამე ისე არ იყო, როგორც გინდოდათ, თქვენ

Print Friendly, PDF & Email

როგორ ხდება ქარიზმის ფორმირება

ზოგჯერ ხდება ისე, რომ გაიცნობ ჩვეულებრივ ადამიანს, სრულიად ჩვეულებრივ ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ გინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება სულ უფრო მეტად. სწორედ ამას ჰქვია ქარიზმა, რომლის გამოც გვიჩნდება სურვილი უფრო დავუახლოვდეთ და

Print Friendly, PDF & Email

ინდიელების სიბრძნე

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს. 2. იმისათვის, რომ საკუთარი თავის გაიგონო, საჭიროა ჩუმი დღეები. 3. თუ შეატყვე, რომ მკვდარ ცხენით მიაჭენებ – ჩამოდი! 4. მან, ვინც ჩუმად არის, ორჯერ

Print Friendly, PDF & Email

იაპონელი ბიზნესმენი, კონოსუკე მაცუსიტის წარმატების მიზეზები

კონოსუკე მაცუსიტის წარმატების მიზეზები (იაპონელი ბიზნესმენი, Matsushita Electric-ის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით Panasonic-ის, Technics-ის და National-ის ბრენდების ქვეშ) 1. ბიზნესმენი – ეს არის მხატვარი  მხატვრის მსგავსად, რომელიც იყენებს

Print Friendly, PDF & Email